 | ავტორი: tanit ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 აგვისტო, 2009 |
დღეს ბლოკნოტი მაჩუქეს. სწორედ ისეთი, ბავშვობაში დიდხანს რომ ვიდექი საკანცელარიო ნივთების სექციაში და ვერ გადამეწყვიტა, მეყიდა, თუ ჯიბის ფულად მოცემული მანეთიანით, კრემიანი “პონჩიკის” საყიდლად სახელგამის მოპირდაპირე მხარეს - ჯიხურში გადავსულიყავი.
ყოველდღე მივდიოდი მაღაზიაში მაგრამ, ქუჩის მეორე მხარეს ისეთი სურნელი იფრქვეოდა, ფერადი ბლოკნოტი, პატარა ბოქლომით ყდაზე ისევ თაროზე - ოცნება კი ისევ ჩემთან რჩებოდა.
შეიძლება მარტო “პონჩიკის” სიყვარული არ მიშლიდა ხელს, გულის სიღმეში ისიც ვიცოდი, ყიდვის შემთხვევაში, მაინც ვერ გავიმეტებდი მის ფურცლებს გაკვეთილების ცხრილის ჩასაწერად. იმასაც ვგრძნობდი, მასში მხოლოდ განსაკუთრებული რამის ჩაწერა მინდოდა, რისი, უკვე ვეღარ ვუტყდებოდი საკუთარ თავსაც და . . . მესიზმრებოდა პრიალა ყდა ფერადი ბურთებით.
დღეს სწორედ ასეთი ბლოკნოტი მაჩუქეს, პრიალა ყდა ფერადი ბურთებით, ყდაზე ბოქლომი და . . . ვანილის სურნელი.
მაჩუქეს და . . . აღმოვაჩინე – წერა დამვიწყებია.
კლავიატურას შეჩვეულ თითებს უხერხულად ეჭირათ კალამი. შემეშინდა. მართლა შემეშინდა. აღმოვაჩინე, რომ ვეღარ ვრძნობდი სურნელს, პირველი წაკითხული წიგნიც ხომ სუნით მახსოვს და არა სახელწოდებით.
გამამხსენდა დიდი ხნის წინ წაკითხული (ზუსტად არ მახსოვს სად, მგონი “ნიანგში” და არ მახსოვს ავტორი) ნოველა - ნეილონის ქალიშვილზე, რომელიც შექმნეს რომელიღაც ფაბრიკაში და იყო მშვენიერი, თმებით, წამწამებით, ღიმილით, თითქოს ჩვეულებრივი მაგრამ, მაინც ნეილონის. ნოველა მთავრდებოდა იმით, რომ ნეილონის ქალიშვილი ცოლად ფაბრიკის დირექტორმა მოიყვანა, ღალატის დროს შეუსწრო და როდესაც გამწარებულმა ხელი შემოუქნია, ჰაერში გაიფანტა – ნეილონი.
არ ვიცი ამ ნოველის ძირითადი აზრი იმ დროისათვის არსებული ნეილონის პრობლემა იყო (ეკოლოგიური თუ პროდუქცის წარმოების თვალსაზრისით) თუ ის, რომ ქალი, თუნდაც ნეილონის ღალატისთვის არის დაბადებული(მეორე ვერსია ჩემთვის ფრიად აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო და არც დამიშვია ავტორის ასეთი სიძულვილი მდედრობითი სქესის მიმართ), ერთადერთი კითხვა, რომელიც მაშინ გამიჩნდა, იმასთან დაკავშირებული იყო, რატომ დაიბეჭდა ნოველა იუმორისტული ხასიათის ჟურნალში.
დღესაც თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივია. წიგნია - მაგრამ, ელექტრონული, ფილმია – მაგრამ, ვეღარ ვგრძნობ მზესუმზირისა და მტვრის სუნს. მხოლოდ სიგარეტის სუნთან შერეული ყავის და დიდი დიდი, მონიტორის საწმენდი სითხის არომატი.
ვმოგზაურობ მხოლოდ “Google Earth”-ით, მეგობრებს ვხვდები “.facebook”-ში, მთელი სამყარო მოექცა პატარა კვადრატში და . . . დაეტია
ეს ჩემი სამყარო არაა, ჩემს სამყაროს სუნიც აქვს, ფერიც და კიდევ, თბილია.
აღმოვაჩინე – აღარ მინდა მონიტორს მიშტერებული ქართველი მამრების ყურება საუბარს hi-ით, რომ იწყებენ, აღარ მინდა ელექტრონული სასიყვარულო ბარათები - მოფარფატე ამურებით და დესკტოპზე დაყრილი უამრავი ვარდები, აღარ მინდა ემოციების გამოხატვა სმაილებით . . . აღარ მინდა . . .
ეს ყველაფერი ჩავწერე ჩემს ფერად ბლოკნოტში და მერე . . .
მერე ტუმბოზე დადებულ “ლეპტოპს” გადავწვდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. shecvla shegidzlia, mtavaria mondomeba :) shecvla shegidzlia, mtavaria mondomeba :)
6. მომეწონა... მომეწონა...
5. უი,მეც მაქვს ვარდისფერი,ბოქლომიანი ბლოკნოტი,ბავშვობისდროინდელი :) ათასი ჩემი სისულელეებით სავსე:)
მომეწონა :) ეს ჩემი სამყარო არაა, ჩემს სამყაროს სუნიც აქვს, ფერიც და კიდევ, თბილია.
უი,მეც მაქვს ვარდისფერი,ბოქლომიანი ბლოკნოტი,ბავშვობისდროინდელი :) ათასი ჩემი სისულელეებით სავსე:)
მომეწონა :) ეს ჩემი სამყარო არაა, ჩემს სამყაროს სუნიც აქვს, ფერიც და კიდევ, თბილია.
4. ეეჰ,დღევანდელი რეალობა. ეეჰ,დღევანდელი რეალობა.
3. კარგი და გულწრფელი:) კარგი და გულწრფელი:)
2. მომწონს! თბილია და ფერადი... "აღარ გინდათ?" მაშინ თქვენვე შეცვალეთ მომწონს! თბილია და ფერადი... "აღარ გინდათ?" მაშინ თქვენვე შეცვალეთ
1. :)
და მაინც ლეპტოპი............. :)
კაია, მომწონს.................. :)
და მაინც ლეპტოპი............. :)
კაია, მომწონს..................
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|