ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2008


50+1 ამბავი

50+1  ამბავი

მკითხველს პატიებას ვთხოვ ზედმეტი ირონიისთვის, თუმცა გარწმუნებთ აქ თავმოყრილი გმირთა უმრავლესობა (მთავარი გმირის ჩათვლით)მეტის ღირსი არ არიან

ამბავი 1 დაბადები დღეზე

აოოო - დაიბღავლა სუფრაზე ჩემს წინ მჯდომმა 47 ოდე წლის კაცმა, მერე მარცხნივ მიბრუნებული თავი მარჯვნივ შემოატრიალა და გაცისკროვნებული სახით დატვირთულმა ჯიგარი მიწოდა. ჩემს მხრივ მადლობა არ მავიწყდება და ცინიკური ტონით „სპასიბა ბრატს„ ვეუბნები.
18 წლის ვარ
ჩემს წინ მჯდომ ინდივიდს თემური ქვია, საკრედიტო ბარათი ფულით აქვს ამოვსებული, მაღალი დონის ჩინოვნიკია, ჯერჯერობით კორუფციაში არშემჩნეული, ფიზიონომიაზე აშკარად ეტყობა რომ ცხოვრებას შეჰხარის, ფული აძლევს სილაღის საშუალებას, სუფრაზეც მედიდურში არეული კეთილი მზერა მოსძალებია და თავს სრულ უფლებას აძლევს თამადის სიტყვის დამთავრებისთანავე თავისი სიბრძნე გაგვიზიაროს (არადა სუფრის დასაწყისში მასზე იმედის თვალით მიპყრობილ მასპინძელს რაფინირებული თავმდაბლობით უთხრა უარი თამადობაზე)
ჩემს გვერდით 16 წლის თინეიჯერი გოგონა მაკო ზის და ახლო რადიუსში ყველას მოხიბვლას ცდილობს, უკვე ორჯერ მომხვდა მისი მოკლეკაბშემორტყმული ბარძაყი ფეხზე და გამაჟრჟოლა, ეტყობა ცხოვრებაზე შეყვარებულ თემურსაც მიეხახუნა, რადგან მაღალი დონის ჩინოვნიკი გიჟმაჟობს და საცეკვაიდ იწევს.
18 წლის ვარ და ასაკში არაბალანსირებული ფლირტი მაღიზიანებს
ხდება მოულოდნელი რამ..
ბატონ თემურს ცეკვა უნდება, დამაჯერებელი ღიმილით დგება, მუსიკას ხმას აყოლებს და ძუნძულსა და ცეკვას შორის ეჩხირება. მოულოდნელად რაღაც ამოუცნობი ბრეიკ ილეთით ტრიალდება და მაკოს რხევა რხევით საცეკვაოდ იწვევს
- მეეე? - კეკლუცად იცქირება მაკო
- დიახ თქვენ - რხევა რხევით ადასტურებს ჩინოვნიკი მისი იდეიით მომხიბვლელად იღიმის
- საღოლ ბატონო თემურ - აღტაცებულია სუფრის თამადა, რომელსაც ცოლი მთელი დღე ეჩიჩინება თხოვე ბატონ თემურს იქნებ სადმე სამუშაოდ აგიყვანოსო.
მაკო კი 4ოდე ბოდიშს უხდის  სუფრის წევრებს ადგომით გამოწვეული შეწუხებისთვის და თემურთან ცეკვას იწყებს
არ ვიცი რატომ მაგრამ ვღიზიანდები
მომღერალი მაგნიტაფონიდან დასკვნით ნაწილს მღერის, მოცეკვავენი (თემური და მაკო)  კულმინაციისას განსაკუთრებულ ილეთს ასრულებენ და ჯდებიან, მაკო მორცხვად უყურებს ახლად ნაკოცნ ხელს და სახეს ინიავებს, თამადა ბატონ თემურს ცეკვასაც უქებს და ახალი სადღეგრძელოს სათქმელად ემზადება
- მოდი ბატონი თემურს გაუმარჯოს - იწყებს ის და უხარია
- ბატონობა გადავარდა - ასეთი ხუმრობით აწყვეტინებს თამადას ბატონი თემური
-კარგი ბატონო თემურს გაუმარჯოს - აგებებს თავის იუმორს თამადა  და ყველანი ვიცინით
-კარგად იყოს და ბედნიერად, კაცია ნამდვილი. ქვეყნისათვის და მეგობრებისათვის თავდადებული, ნამდვილი კაცი
თემური ფეხზე დგება და სერიოზულია
თამადა სადღეგრძელოს ამთავრებს და თემურს ბედნიერი სახით კოცნის. სუფრის ყველა წევრი ფეხზე ვდგებით და ინტელიგენტურად მდგარ ბატონ ჩინოვნიკს ვლოცავთ
- მადლობთ ყველანი კარგად ვიყოთ, მთავარია ერტად ვიყოთ და მტერი ვერაფერს დაგვაკლებს-  ამბობს ბატონი თემური,.ეს ბოლო ფრაზა ცოტა ლოგიკიდან ამოვარდნილია მაგრამ მის მთქმელს კარგად ვაკვირდები და რადიკალურად მეცვლება პოზიცია
- შენ არ დამლოცავ მაკო?- კვლავ ხუმრობს ჩინოვნიკი, რა თქმა უნდა ყველას ეცინება, კეკლუც გოგონას ლოყები ეკაფლება, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს და იწყებს
კარგად იყავით მაღალმა ღმერტა დაგლოცოთ. სხვა რავიცი რა,ჯანმრთელად იყავი და რავიცი რა..
- კარგი გოგო ხარ - ტაშს უკრავს ბატონი ტემური - ბატონო სოსო (თამადის სახელია) ეს ანგელოზი არ დავლოცოთ?
- ახლა ვაპირებდი მაგის თქმას და დამასწარი - სინანულით აკანტურებს თავს თამადა და მორცხვად იღიმის
(გავხსნატ ფრჩხილები და ვთქვატ ბატონ თემურს მაკოსთან ინტიმური კავშირის დამყარება სურს)
მე კი ღვინო და სიბრაზე მეკიდება ერთად
18 წლის ვარ
ადამიანები კი ზიან და ქეიფობენ
რისთვის არსებობენ ადამიანები?
ამ სუფრაზე მთელი მსოფლიო ზის
უბრალოდ სახეები აქვთ სხვადასხვა
თამადამ მაკოს სადგეგრზელო დაამთავრა, ჯერი ბატონ ჩინოვნიკზეა
_ამ პატარა ქალს გაუმარჯოს ხალხო, ლამაზს და ჭკვიანს, ნამდვილ ქარტველ მანდილოსანს, სად აბარებ მაკო?
- იურიდიულზე
_მანდ ნათესავია ჩემი, დეკანი, მოდი ჩემთან და დაგეხმარები ა ვიზიტკა
-რა კაცია ბიჯო - ისე მიმართავს გვერდით მჯდომ კაცს თამადა რომ ბატონმა თემურმაც გაიგონოს
18 წლის ვარ
მაგარი მთვრალი ვარ და ბატონ თემურს სახესი ბოლოკს ვესვრი (ღვინის შესხმა მინდოდა მაგრამ გადავიფიქრე არაორიგინალური იქნებოდა)
სახლის პატრონი მცემს, ბატონი თემური აბუჩად მიგდებს, მაკოს ცოტა მოვეწონე, პარალელურად ქალები და ბატონი თემური კი ერთმანეთს არწმუნებენ რომ არ უნდა ამყვეს, თამადა ასკარად ტაქტიკურ შეცდომას უშვებს და ბატონ თემურს ტუქსავს კარგი რა სერიოზული კაცი ხარ და თავი დაანებეო, რის გამოც ნერვებმოშლილი თემურისგან  ფრაზას: შენ რაღა ჩემი ფეხები გინდას იღებს. Mმე კი რაღაც საკაიფი იერი დამკრავს და გულსი მგონია რომ დგეს დიდი ბოროტება დავამარცხე
18 წლის  ვარ...

გაგრძელება რა თქმა უნდა იქნება


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები