ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2009


დეე...

სვეძალი მეგონე და ქალი ყოფილხარ...
გახსოვს, რომ ქალი ხარ, დეე?
ზღაპრებს რომ გვიქსოვდი და თან გვაჯერებდი,
დღესაც ასე ფიქრობ, დეე?
სულ ერთხელ დამსაჯე – ბუწუწი მომწიწკნე,
ბერჯერ რატომ არა, დეე?
შენ რომ გვიქარგავდი, სულს რომ უბერავდი
ის ბაღი სად არის, დეე?
გზადაგზა სხეული ბარდებზე ჩამოკიდე –
ნაფლეთადქცეული, დეე...
ჩვენი მაჯისცემა რომ გაიგულისგულე,
შენ გული არ გტკიოდა, დეე?
ერთი დანა–ჩანგლით ცხოვრება რომ დაიწყე,
მეტი არ გინდოდა, დეე?
გაასებულის და ჭერის დამკარგავი
დღეს რითი არსებობ, დეე?
ბურჯი რომ წაგვექცა, კვირტიც მიასხრიპნეს,
მაჯა გაგვიჩერეს, დეე...
შენ არ გვიმტყუნო და ციდან მეხად მოვა,
ის არ მიგვატოვებს, დეე...
ქალი მეგონე და იმედი ყოფილხარ,
მეც შენთან მიგულე, დეე...
ისე როგორ მოვა ზამთრის შემოდგომა,
ვალსი არ გაცეკვო, დეე?
პირველი ვიოლინო ჩვენს ნიშანს ელოდება,
ხემი შეუმართავს, დეე...
მხოლოდ დავიბრუნოთ, ვიდრე დაგვჭკნობია,
კვირტი დავიბრუნოთ, დეე!
შენი მონაქსოვი ზღაპრების გარეშე
დღემდე დაჭკნებოდა, დეე...
ერთი ვარდისფერი ფურცელიც გაუჩნდა,
შენც ხომ დაინახე, დეე?
სხვის კერას რომ დარაჯობ, ის მაინც ჩვენია,
იქ ხომ შენ იძინებ, დეე?
მეტი ქვეყანაზე რაღა დაგვრჩენია?
გზები ერთად ვკვალოთ, დეე!
გულში ციცქნა შიში რომ შემოგპარვია,
გულში არ დატოვო, დეე!
მე არ გიღალატებ, ოჯახს გეფიცები!
შენ ნუ გეშინია, დეე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები