ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2009


შატილი, თაიავ

ხოდა თაიავ,
მზე დაეშვა ციდან ფერდობზე,
ციდა ღამეებს ცვარი მოაქვს და
დღემ უმატა_
სხივებს_ვაგროვებ კარმიდამო
უნდა მოვფინო, თორემ პირქუშად
ჩანან რაღაც დღეს ეს კოშკები.

შუა-ღამეა... შუა გზაა... შუა კოცონი...
ვსხედვართ გარშემო, შუქჩრდილები...
რა სიჩუმეა...
შენსკენ ვიწევი, მეხუტები და თოლიები...
(გიკვრის? მეც მიკვირს, მაგრამ) ახლა გადაიფრენენ_
ახედე ზეცას, ზევით, ზევით, უფრო ხმამაღლა...

მე ფიქრებს გეტყვი შენზე, ჩემზე, უფრო გაბედულს
და დათანხმებას ალბათ ქალო ვერც კი გაბედავ
ისე გაკოცებ
სიმორცხვის და ჩემს გასაყარზე
თქვი: რომ თენდება, რომ ძნელია იყო აღმართი
ამ ცხოვრებიდან მე რომ უნდა ამოვიარო.

ხოდა თაიავ,
მზე დაეშვა ციდან ციდაზე...

# # #

მზექალო მზისა კარი გავაღე
მოდი, იჩქარე, დროზე აგვისტომ -
ჩემი გრძნობები შენზე ალესა,
საათი დარჩა შებინდებამდე
და
მზეჩასულზე მარტოს რა მინდა,
რა მინდა ქარში ციდან - მიწამდე,
სველ ხელისგულებს მახებ,
ალილო
და სიყვარულის ანომალიებს
ყელზე, ტუჩებზე, მკერდზე, ჩემიდან -
მოსდევს სიზმრების ახსნა, მკითხაობ,
ალბათ ბებერი ბოშა ქალისგან
ელი გითხრას რომ,
გადავიდაო
ჩვეულებიდან,
გრძნობებიდან,
იქნებ ჭკუიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს