... მეგობარი დიდხანს თვალს ვერ მისწორებდა. თავს იდანაშაულებდა:რომ არა ჩემი საქციელი,ამ ხათაბალას არ გადაეყრებოდიო.იქეთ გულს ვუკეთებდი,ვამშვიდებდი:ჩემს ადგილას შენ რომ აღმოჩენილიყავი,რა,გამინაწყენდებოდი-მეთქი?არ შემეძლო მისი სინანულით სავსე თვალების დანახვა.მანადგურებდა! დღესაც მიკვირს,როგორ დავრჩი ცოცხალი და ელდამ არ მომსპო,როცა ჩემი ჭკუის,მესაიდუმლის,განათებული და თბილი სახლის დამხვედრებლის დაღუპვა გავიგე.ვერავის ვაჯერებ დღემდე,რომ არაფერი მახსოვს იმ დღეების,როცა მის სახლთან ვათენებდი,ვაღამებდი,ასვლით კი ვერ ავდიოდი,ვერ წარმომედგინა,როგორ უნდა შემეხედა მისი ცივი დასახიჩრებული პირისახისთვის,რომელზეც ამბობდნენ ღიმილი შერჩენიაო. არაფერი მახსოვს-მეთქი,თუმცა ვიტყვი,ეს იყო გამოუფხიზლებელი დღეები.მარტო დარჩენილი ისეთ დღეში ვვარდებოდი,ისე ვილეშებოდი(მეპატიოს),ერთად დავტიროდი უსაყვარლეს მეგობარს და ჩემს ტკივილებს,მხოლოდ ამ სახით შემეძლო გულიდან ამომეშვა ის ბალღამი, რაც მიტრიალებდა.სხეულში ისეთ ცვლილებებს ვგრძნობდი,რაც არასდროს მქონია,თითქოს რაღაცაში ვიყავი გაჭედილი და თავის დახსნას ვცდილობდი.თითქოს ხორცი ტყავიდან უნდა გამოსულიყო.თვალწინ სულ ხბოს დაბადება მედგა;მეც მასავით წეპოვანი,ლოპოიანი ვიყავი.რომ მახსენდება,ტანში მზარავს.სიკვდილი მინდოდა მეც! საშინელი შემოტევები-სურვილებისა,მებღავლა მის საფლავზე ღამ-ღამობით,მესაუბრა მასთან... საზიზღარი დღეები... დიდხანს ვერ ვაცნობიერებდი,რომ ვერასოდეს ვნახავდი.ტელეფონით ვესაუბრებოდი მის დას,დედას,თითქოს უიმისობას ვივსებდი.თხუთმეტი წელი დამჭირდა იმისთვის,რომ მისი სახლის კართან მივსულიყავი.ეს უკვე მაშინ,როცა მისი "ბაბუტა" მიიცვალა.ის დღე იყო და დღემდე მის ქუჩაზე გავლასაც კი ვერიდები-მტკივა! ვერიდებოდი სიახლეებს,უცხო ხალხს.არავინ მჭირდებოდა.არავინ და არაფერი,გარდა სიყვარულისა.სიყვარული კი ისეთი მქონდა,ღრუბლებში დამაწყებინა ფრენა,მახარებდა.მიყვარდა და ამით ბედნიერი ვიყავი.მიუხედავად დედის სასტიკი წინააღმდეგობისა,მაინც მივილტვოდი მისკენ.მინდოდა მასზე მეზრუნა,როცა ჩემი შვილი ...ახლა მასხამს სიმწრის ოფლი და მჭინჭრავს წარსული... მეგონა მიწა გამომაცალეს ფეხქვეშ, როცა შევიტყვე დიდხანს ვერ ვნახავდი,მიზეზი გარკვეული იყო:დაუფიქრებელი ნაბიჯისთვის დაისაჯა.მასაც სიკეთის გაკეთება სურდა მეგობრისთვის.მიენდო და...მოიმკა. ისევ აპათიამ დამიპყრო.არ მახსოვს რამდენი დღე-ღამე ვიყავი შეკეტილი ოთახში უჭმელ-უსმელი.ვფიქრობდი,რომ ცხოვრება,დრო შეჩერდა,გაიყინა.მხოლოდ მასზე სიახლე მაინტერესებდა.იძულებამ გამომიყვანა ჩემი ოთახიდან,გრძნობიდან და მდგომარეობიდან,ოღონდ არა სასიკეთოდ,პირიქით.იმდენი გესლნარევი სიტყვა,ირონია იყო ჩემსკენ მომართული,კივილი მინდოდა.უვარგისად აფასებდნენ ჩემი გარშემომყოფნი ჩემს რჩეულს.მე ვცდილობდი დამემტკიცებინა მისი კარგობა,მაგრამ ამაოდ.პროტესტად ჩემი მეგობრის მეთოდი გამოვიყენე:კარი გავიჯახუნე და.. რახან კაცობრიობის დანახვაც არ მინდოდა,უმწეო კატის კნუტს ჩახუტებულმა სკვერში გავათენე.უდრტვინველად მისმენდა ფისო,მე კი ჩემი ხვაშიადი ამოვაფრქვიე.უმწეო მე ვიყავი,კნუტი კი არა:მაგრად გულში ჩაკრულს არ შესცივნია,მე კი ყველაფერ უბედურება:მარტოობასთან,იმედგაცრუებასთან,დამცირებასთან ერთად,ყინულის ლოდად ვიყავი ქცეული. იმ წუთებში არ დავმალავ: მშურდა ყველასი,ვინც საკუთარ ჭერქვეშ ათევდა ღამეს.სახლში მინდოდა,მაგრამ არა ჩემს სახლში.წარმოსახვით თვალწინ მდგარი მყუდრო,თბილი, დადებითი აურით და ღიმილით სავსე მიზიდავდა და მაოცნებებდა. მთელი დღე ქალაქის ძველ უბნებში დავხეტიალობდი.მიუხედავად ჩემი უხასიათობისა,საოცარი სითბოთი და სინაზით მავსებდა თბილისური შემოდგომა.ოქროსფერი ფოთლები.მზე ჯერ კიდევ ახერხებდა სითბოს გაცემას-თითქმის ყველა ეზოში ეფიცხებოდნენ ხანდაზმულები.ფიქრებში გართული ნელ-ნელა მივუყვებოდი მოკირწყლულ აღმართს.ფიქრიდან ნაცნობმა სახემ,ღიმილმა გამომიყვანა.შორეული ნათესავი გულღიად მიცინოდა და ეტყობოდა,მართლა უხაროდა ჩემი დანახვა.თურმე იქვე ახლოს ცხოვრობდა.სიამოვნებით დავეთანხმე სტუმრობაზე-მე ხომ სახლში მინდოდა,სახლში, სადაც სითბო,ხალისი იყო დასადგურებული.რკინის კიბით მეორე სართულზე მოვხვდით.გრძელი,ჭრიალა დერეფანი გავიარეთ და მის ბოლოში საღებავაქერცლილ კარს მივადექით.ოთახს ისეთი მაღალი ჭერი ჰქონდა,პირველი რაც გავიფიქრე"ნათურა რომ გადაიწვას,ნეტავ როგორ უნდა გამოცვალონ"-მეთქი.სიძველის სუნმა ბავშვობა გამახსენა,როცა თვეობით გამოკეტილ სოფლის სახლში შემიყვანდა დედა.სიცივის უსიამო გრძნობა მიპყრობდა ხოლმე.ახლა კი სიცივე საოცარ ლბილ სითბოს ჩაენაცვლებინა.მოწყვეტით ჩავეშვი ტორშერის გვერდზე მდგარ მორყეულ საქანელა-სავარძელში,რომელსაც ხელით ნაქსოვი გადასაფარებელი ჰქონდა დაფენილი,საკუთარ თავს რწევა დავუწყე და ცხელი ჩაის მოლოდინში გავინაბე.გავინაბე და ჩამეძინა.ლიმონის და ჩაის მძაფრმა არომატმა გამაღვიძა. დიდხანს,ძალიან დიდხანს ვიხსენებდით ერთად გატარებულ მრავალ ზაფხულს.ყოველ წელს მათი სტუმარი ვიყავი.შებინდებულზე დავტოვე იქაურობა.თან სევდა გამომყვა,ბავშვობა მინდოდა ისევ.ფეხებმა თავისით მიმიყვანეს სადგურში,გონება განათდა.გულმა შეიფრთხიალა,უკვე ვიცოდი ჩემს ბავშვობაში როგორ მოვხვედრილიყავი.სალაროში ბილეთი შევიძინე,საგზლად ხუთიოდე მანდარინი ჩავიგდე ხელჩანთაში,რომელიც ტევადობით მოზრდილ ჩემოდანს არ ჩამოუვარდებოდა და წუთების თვლა დავიწყე-ძალიან,ძალიან მეჩქარებოდა...
...როგორც მაშინ ბავშვობაში,ავადმყოფობის დროს სისხამ დილით მოვარდნილმა სიხარულმა წაგვლეკა ორივე.ამავსო მისმა მზრუნველობით გაჯერებულმა სითბომ.უკვე ბედნიერი ვიყავი.იცით, რამ გამაოცა?წლების მონატრებულმა ისეთი თვალებით შემომხედა კარი რომ გამიღო,მივხვდი,მისი დაბარებული სიტყვები"მე მუდამ შენთან ვიქნები",წრფელი,მართალი იყო.აი,მასთან ამოვთქვი რაც მახრჩობდა და მთრგუნავდა.დაფიქრებული მისმენდა,არც ერთი სიტყვა ჩემი თხრობის,(გნებავთ წუწუნს დავარქმევ)დროს არ დაუძრავს. ერთი კვირა დავყავი მასთან.შვიდი დღის განმავლობაში თანდათან ვივსებოდი დადებითი ემოციებით.ყოველ საღამოს მონატრებულ ზღვას ვსტუმრობდი,უსიტყვოდ ვეფერებოდი,ველაციცებოდი, შეგონება,რომ მე საჭირო,სასურველი ვარ მისთვის, შვილისთვის,დედისათვის,გააღრმავა დილიდან საღამომდე ფანჯრის წინ მობორიალე ქვეშ-ქვეშ მომზირალი ახალგაზრდის თვალებმა. ნართაულად გადაკრულმა სიტყვებმა"მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო",გაცოფებამდე მიმიყვანა,თუმცა გულში სიამემ გამიშრიალა-სრულიად უცნობი პიროვნებისთვის ინტერესი გამიჩენია. ეს ჩემთვის იყო უცნობი,თორემ ჩემი ბიოგრაფია ზეპირად ცოდნია(პროვინციაში ინფორმაცია იოლი მოსაპოვებელია!) რამხელა იყო ჩემი გაოცება,როცა შევიტყვე,რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა,კატეგორიული ყოფილა მისი პოზიცია;"ან ეს,ან არავინ და არც მე!" სასწრაფოდ გამოვეცალე იქაურობას,თუმცა მალევე შევიტყვე,ოჯახის წევრებთან საშინელი სკანდალის შემდეგ სახლი მიუტოვებია.დიდი ხვეწნის შედეგად ჩემი კოორდინატები მოუპოვებია და ერთ საღამოს,როცა ინსტიტუტიდან შინ ვბრუნდებოდი,სადარბაზოსთან გზა გადამიჭრა.ძლივს მოუყარა რამოდენიმე წინადადებას თავი.თვალი არ გაუსწორებია,ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს შესაბრალისად პუტავდა.გული მომიკვდა ცალკე ფოთლის,ცალკე მისი საცოდაობით.ვერ ამბობდა,მაგრამ მე მესმოდა,ვხვდებოდი,თუ რა უტრიალებდა გულში.ანალოგიური გრძნობა ხომ მე მატარებდა და მასულდგმულებდა,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ჩემგან შორს იყო,არც ვიცოდი როდის ვნახავდი,მის სურნელს შევისუნთქავდი.თანაგრძნობით ავივსე. ვერ დამარწმუნებს ვერავინ,რომ ქვეყანაზე არსებობს ქალი,რომელსაც ყურადღება არ სიამოვნებს და მეც უკვე შეუცნობლად იმ ადგილისკენ გამექცა თვალი,სადაც წინა საღამოს ჩვენი მოკლე დიალოგი შედგა.არ მოვტყუვდი.იგი იქ იდგა,ოღონდ დღეს ჩემს დანახვაზე ღიმილი გაბედა და ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა შესახვედრად. როდესაც მომიყვა(უკვე რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ)რა გააფთრებით იცავდა თავის გრძნობას საკუთარ მშობლებთან,სიამაყემ გამასწორა ბეჭებში,ხოლო ამბავმა,რომ ჩემი პირმშოც მოინახულა,ეშმაკობა იხმარა და დედაჩემს ჩემს ჯგუფელად გამოეცნაურა,გულიანად გამაცინა და ტკივილმაც დამიარა.მხოლოდ ეს სასიამოვნო ტკივილი იყო.მადლიერებამ ამავსო.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. როგორ მიყვარს ,,ჰეფი ენდი’’ ავტობიოგრაფიაში :) როგორ მიყვარს ,,ჰეფი ენდი’’ ავტობიოგრაფიაში :)
19. ძლივს მოუყარა რამოდენიმე წინადადებას თავი.თვალი არ გაუსწორებია,ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს შესაბრალისად პუტავდა.გული მომიკვდა ცალკე ფოთლის,ცალკე მისი საცოდაობით.ვერ ამბობდა,მაგრამ მე მესმოდა,ვხვდებოდი,თუ რა უტრიალებდა გულში.ანალოგიური გრძნობა ხომ მე მატარებდა და მასულდგმულებდა,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ჩემგან შორს იყო,არც ვიცოდი როდის ვნახავდი,მის სურნელს შევისუნთქავდი.თანაგრძნობით ავივსე. კარგი იყო:)+7:))))))) ძლივს მოუყარა რამოდენიმე წინადადებას თავი.თვალი არ გაუსწორებია,ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს შესაბრალისად პუტავდა.გული მომიკვდა ცალკე ფოთლის,ცალკე მისი საცოდაობით.ვერ ამბობდა,მაგრამ მე მესმოდა,ვხვდებოდი,თუ რა უტრიალებდა გულში.ანალოგიური გრძნობა ხომ მე მატარებდა და მასულდგმულებდა,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ჩემგან შორს იყო,არც ვიცოდი როდის ვნახავდი,მის სურნელს შევისუნთქავდი.თანაგრძნობით ავივსე. კარგი იყო:)+7:)))))))
18. გრცხვენოდეთ ქალბატონო მედეა!
"თითები შენი", ავტორი: ილტოსპირელი... ს ა ნ ო! ყველას თავის ენაზე უნდა ელაპარაკო,შენ მიშას ენას მილიონი წელი ვერ გაიგებ.აქვე გეტყვი: არ გაბედო პირადშიც კი გამომეხმაურო,რა ააქოთე აქაურობა შე ყაყის ბოჩკავ! ამოხვედი ყელში,ვის ნებისყოფას ამოწმებ,ვის პოეტობაზე ლაპარაკობ და ვის კაცობას აფასებ შე კაცის არამსგავსო! კაცი, რომ ნიკად"შიბზიკას "აიღებს გასაგებია რაც არის,დიახ,დიახ",რაც" და არა "ვინც". აი,მეც შენს ენაზე გითხარი რაც მინდოდა,მაგრამ არასრულად,არ ვიღლი თავს... მედეა მოლოდინი. 2009-12-28 22:12:36 გრცხვენოდეთ ქალბატონო მედეა!
"თითები შენი", ავტორი: ილტოსპირელი... ს ა ნ ო! ყველას თავის ენაზე უნდა ელაპარაკო,შენ მიშას ენას მილიონი წელი ვერ გაიგებ.აქვე გეტყვი: არ გაბედო პირადშიც კი გამომეხმაურო,რა ააქოთე აქაურობა შე ყაყის ბოჩკავ! ამოხვედი ყელში,ვის ნებისყოფას ამოწმებ,ვის პოეტობაზე ლაპარაკობ და ვის კაცობას აფასებ შე კაცის არამსგავსო! კაცი, რომ ნიკად"შიბზიკას "აიღებს გასაგებია რაც არის,დიახ,დიახ",რაც" და არა "ვინც". აი,მეც შენს ენაზე გითხარი რაც მინდოდა,მაგრამ არასრულად,არ ვიღლი თავს... მედეა მოლოდინი. 2009-12-28 22:12:36
17. რა საინტერესოა :)
ძალიან მაგარია! რა საინტერესოა :)
ძალიან მაგარია!
16. სულში ჩამწვდომია. ლამაზი იყო ძალიან :) სულში ჩამწვდომია. ლამაზი იყო ძალიან :)
14. ღმერთოო !!! ნუთუ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხალისებს? :) ღმერთოო !!! ნუთუ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხალისებს? :)
12. გაგრძელებას ველოდები :) გაგრძელებას ველოდები :)
11. მინდა, რომ კარგი ვიყო..გმადლობთ ყველას:) მინდა, რომ კარგი ვიყო..გმადლობთ ყველას:)
10. ეს შენ ხარ......... კარგი ადამიანი ხარ!!! გაიხარე შენა და იდღეგრძელე!!! ეს შენ ხარ......... კარგი ადამიანი ხარ!!! გაიხარე შენა და იდღეგრძელე!!!
9. გულიანად გამაცინა და ტკივილმაც დამიარა.მხოლოდ ეს სასიამოვნო ტკივილი იყო.მადლიერებამ ამავსო..... ...................................................... კეთილი მომავლის სურვილით..... გულიანად გამაცინა და ტკივილმაც დამიარა.მხოლოდ ეს სასიამოვნო ტკივილი იყო.მადლიერებამ ამავსო..... ...................................................... კეთილი მომავლის სურვილით.....
8. : ) - :) ; ) - ;) : ) ) - :)) ; ; ) - ;;) = D > - =D> : - * - :-* : - ? - :-? : ( - :( : ( ( - :(( : ) ) ) ) ) ) ) ) - :)))))))))))))) აჰა, ჯერ ესენი ისწავლე... სრულიად საკმარისია! : : ) - :) ; ) - ;) : ) ) - :)) ; ; ) - ;;) = D > - =D> : - * - :-* : - ? - :-? : ( - :( : ( ( - :(( : ) ) ) ) ) ) ) ) - :)))))))))))))) აჰა, ჯერ ესენი ისწავლე... სრულიად საკმარისია! :
7. : ) - :) ; ) - ;) : ) ) - :)) ; ; ) - ;;) = D > - =D> : - * - :-* : - ? - :-? : ( - :( : ( ( - :(( : ) ) ) ) ) ) ) ) - :)))))))))))))) აჰა, ჯერ ესენი ისწავლე... სრულიად საკმარისია! : : ) - :) ; ) - ;) : ) ) - :)) ; ; ) - ;;) = D > - =D> : - * - :-* : - ? - :-? : ( - :( : ( ( - :(( : ) ) ) ) ) ) ) ) - :)))))))))))))) აჰა, ჯერ ესენი ისწავლე... სრულიად საკმარისია! :
6. ვერ დამარწმუნებს ვერავინ,რომ ქვეყანაზე არსებობს ქალი,რომელსაც ყურადღება არ სიამოვნებს და მეც უკვე შეუცნობლად იმ ადგილისკენ გამექცა თვალი,სადაც წინა საღამოს ჩვენი მოკლე დიალოგი შედგა.არ მოვტყუვდი.იგი იქ იდგა,ოღონდ დღეს ჩემს დანახვაზე ღიმილი გაბედა და ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა შესახვედრად.
გაიხარე, მედი... ღმერთმა გაკმაროს ეს ტკივილები! 5 ვერ დამარწმუნებს ვერავინ,რომ ქვეყანაზე არსებობს ქალი,რომელსაც ყურადღება არ სიამოვნებს და მეც უკვე შეუცნობლად იმ ადგილისკენ გამექცა თვალი,სადაც წინა საღამოს ჩვენი მოკლე დიალოგი შედგა.არ მოვტყუვდი.იგი იქ იდგა,ოღონდ დღეს ჩემს დანახვაზე ღიმილი გაბედა და ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა შესახვედრად.
გაიხარე, მედი... ღმერთმა გაკმაროს ეს ტკივილები! 5
5. ვერ დამარწმუნებს ვერავინ,რომ ქვეყანაზე არსებობს ქალი,რომელსაც ყურადღება არ სიამოვნებს და მეც უკვე შეუცნობლად იმ ადგილისკენ გამექცა თვალი,სადაც წინა საღამოს ჩვენი მოკლე დიალოგი შედგა.არ მოვტყუვდი.იგი იქ იდგა,ოღონდ დღეს ჩემს დანახვაზე ღიმილი გაბედა და ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა შესახვედრად.
გაიხარე, მედი... ღმერთმა გაკმაროს ეს ტკივილები! 5 ვერ დამარწმუნებს ვერავინ,რომ ქვეყანაზე არსებობს ქალი,რომელსაც ყურადღება არ სიამოვნებს და მეც უკვე შეუცნობლად იმ ადგილისკენ გამექცა თვალი,სადაც წინა საღამოს ჩვენი მოკლე დიალოგი შედგა.არ მოვტყუვდი.იგი იქ იდგა,ოღონდ დღეს ჩემს დანახვაზე ღიმილი გაბედა და ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა შესახვედრად.
გაიხარე, მედი... ღმერთმა გაკმაროს ეს ტკივილები! 5
4. ვერ დამარწმუნებს ვერავინ,რომ ქვეყანაზე არსებობს ქალი,რომელსაც ყურადღება არ სიამოვნებს და მეც უკვე შეუცნობლად იმ ადგილისკენ გამექცა თვალი,სადაც წინა საღამოს ჩვენი მოკლე დიალოგი შედგა.არ მოვტყუვდი.იგი იქ იდგა,ოღონდ დღეს ჩემს დანახვაზე ღიმილი გაბედა და ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა შესახვედრად.
გაიხარე, მედი... ღმერთმა გაკმაროს ეს ტკივილები! 5 ვერ დამარწმუნებს ვერავინ,რომ ქვეყანაზე არსებობს ქალი,რომელსაც ყურადღება არ სიამოვნებს და მეც უკვე შეუცნობლად იმ ადგილისკენ გამექცა თვალი,სადაც წინა საღამოს ჩვენი მოკლე დიალოგი შედგა.არ მოვტყუვდი.იგი იქ იდგა,ოღონდ დღეს ჩემს დანახვაზე ღიმილი გაბედა და ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა შესახვედრად.
გაიხარე, მედი... ღმერთმა გაკმაროს ეს ტკივილები! 5
3. ვერ დამარწმუნებს ვერავინ,რომ ქვეყანაზე არსებობს ქალი,რომელსაც ყურადღება არ სიამოვნებს და მეც უკვე შეუცნობლად იმ ადგილისკენ გამექცა თვალი,სადაც წინა საღამოს ჩვენი მოკლე დიალოგი შედგა.არ მოვტყუვდი.იგი იქ იდგა,ოღონდ დღეს ჩემს დანახვაზე ღიმილი გაბედა და ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა შესახვედრად.
გაიხარე, მედი... ღმერთმა გაკმაროს ეს ტკივილები! 5 ვერ დამარწმუნებს ვერავინ,რომ ქვეყანაზე არსებობს ქალი,რომელსაც ყურადღება არ სიამოვნებს და მეც უკვე შეუცნობლად იმ ადგილისკენ გამექცა თვალი,სადაც წინა საღამოს ჩვენი მოკლე დიალოგი შედგა.არ მოვტყუვდი.იგი იქ იდგა,ოღონდ დღეს ჩემს დანახვაზე ღიმილი გაბედა და ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა შესახვედრად.
გაიხარე, მედი... ღმერთმა გაკმაროს ეს ტკივილები! 5
2. მედეა მოგიკითხეთ.ძალიან მტკეივნეული ისტორია გაქვთ და ამას ისე ემოციურად გადმოცემთ,რომ შეიძლება ითქვას ეს ნაწერი შევისრუტე.ეხლა დავრწმუნდი,რომ თქვენც ბევრი რამ გტკენიათ ამ ცხოვრებაში,მაგრამ ახლა ისევ ცხოვრობთ და საერთოდ,გუშინ მე მეხმარებოდით და რჩევევბს მაძლევდით.ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.მე კი წარმატებებს გისურვებთ და ძალიან კარგ მომავალს;) მედეა მოგიკითხეთ.ძალიან მტკეივნეული ისტორია გაქვთ და ამას ისე ემოციურად გადმოცემთ,რომ შეიძლება ითქვას ეს ნაწერი შევისრუტე.ეხლა დავრწმუნდი,რომ თქვენც ბევრი რამ გტკენიათ ამ ცხოვრებაში,მაგრამ ახლა ისევ ცხოვრობთ და საერთოდ,გუშინ მე მეხმარებოდით და რჩევევბს მაძლევდით.ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.მე კი წარმატებებს გისურვებთ და ძალიან კარგ მომავალს;)
1. როგგორც მაშინ ბავშვობაში,ავადმყოფობის დროს სისხამ დილით მოვარდნილმა სიხარულმა წაგვლეკა ორივე.ამავსო მისმა მზრუნველობით გაჯერებულმა სითბომ.უკვე ბედნიერი ვიყავი.იცით, რამ გამაოცა?წლების მონატრებულმა ისეთი თვალებით შემომხედა კარი რომ გამიღო,მივხვდი,მისი დაბარებული სიტყვები"მე მუდამ შენთან ვიქნები",წრფელი,მართალი იყო.აი,მასთან ამოვთქვი რაც მახრჩობდა და მთრგუნავდა.დაფიქრებული მისმენდა,არც ერთი სიტყვა ჩემი თხრობის,(გნებავთ წუწუნს დავარქმევ)დროს არ დაუძრავს. როგგორც მაშინ ბავშვობაში,ავადმყოფობის დროს სისხამ დილით მოვარდნილმა სიხარულმა წაგვლეკა ორივე.ამავსო მისმა მზრუნველობით გაჯერებულმა სითბომ.უკვე ბედნიერი ვიყავი.იცით, რამ გამაოცა?წლების მონატრებულმა ისეთი თვალებით შემომხედა კარი რომ გამიღო,მივხვდი,მისი დაბარებული სიტყვები"მე მუდამ შენთან ვიქნები",წრფელი,მართალი იყო.აი,მასთან ამოვთქვი რაც მახრჩობდა და მთრგუნავდა.დაფიქრებული მისმენდა,არც ერთი სიტყვა ჩემი თხრობის,(გნებავთ წუწუნს დავარქმევ)დროს არ დაუძრავს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|