ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასასი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 სექტემბერი, 2009


უცებ ნაფიქრი

     

მაშინ, როდესაც თავის ტვინის ნერვიული უჯრედების მარცხენა არა, მარჯვენა ნახევარსფერო გამუდმებით გტკივა ერთ წერტილში, ეს შეიძლება ანევრიზმაა, ანდა შაკიკი. თუმცა, ეს ვერასოდეს უშველის განწყობას, რომელიც შენში ღრმად ჩაბუდებულა და გულს გიღრღნის. Aრა, უფრო სწორად, გონებას. Gული მხოლოდ გრძნობებმა უნდა დაგიღრღნან. მაშინ, როდესაც ძალიან, ძალიან გადაღლილი ხარ, როცა დასვენება გინდა, როცა უკიდეგანო ზღვის ნაპირთან გინდა მისვლა, ხმამაღლა ღრიალი, ემოციებისაგან დაცლა და მერე პლაჟზე გულაღმა გართხმა გინდა ჯვარცმულის პოზაში, როდესაც ზღვის ტალღების ხმაურის მოსმენა გინდა ზემოაღნიშნულ პოზაში მყოფს, თვალებდახუჭულს, როცა გინდა, გათავისუფლდეს შენი გონება ყველანაირი ინფორმაციისაგან და უაღრესად გადაღლილმა ცოტა ხნით ღრმა ძილს მისცეს თავი, ამ დროს ზიხარ რომელიღაც ბიბლიოთეკის სამკითხველოში, გაქვს უამრავი საქმე, მაგრამ შენ სულ სხვა წიგნს კითხულობ საყვარელ აცტეკებზე და იცი, რომ შავი ზღვის უკაცრიელ ნაპირზე გულაღმა გართხმა წელს არ გეღისება და თუ თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ერთ წერტილში შაკიკი არა, ანევრიზმა გაწუხებს, შეიძლება ვერც ვერასოდეს აისრულო ოცნება, რომლის ახდენაც თავისუფლად შეგიძლია.
და როდესაც უბედური ხარ იმიტომ, რომ გინდა წარმატებული ადამიანი იყო და ხვდები, რომ ისევ დააგვიანე, უბედურად გრძნობ თავს და გინდა, შენი თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს მართლაც აწუხებდეს ანევრიმა. მაშინ, როდესაც ყველგან და ყოველთვის აგვიანებ (არაპუნქტუალურობას არ ვგულისხმობ), მაშინ, როდესაც გამუდმებით ფიქრობ, რომ ეს სა ქმე ვალაც გაკეთდება და ამ დროს ხვალ მხოლოდ ხვალის საქმე უნდა გააკეთო, ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას. ვერც მაშინ მიაღწევ, თუ კომპლექსებისაგან არ გაათავისუფლებ შენს, როგორც ამბობენ, “არასტანდარტულ აზროვნებას” და თუ არ მისცემ საშუალებას გააკეთოს ის, რაც სურს.
სამი წლის წინ ვერასოდეს წარმოიდგენდი, მაგრამ ახლა ორი ხელით ეთანხმები ვლადიმერ ილიას ძე ლენინის 1950 წლის გამოშვება თხზულებების მეათე ტომის 83-ე გვერდზე განთავსებულ ერთ წინადადებას: “ველურის უძლურება ბუნებასთან ბრძოლაში წარმოშობს ღმერთთა, ეშმაკთა, სასწაულთა და სხვათა რწმენას...” როდესაც ხვდები, რომ ადამიანის აზროვნება არ შეცვლილა. მხოლოდ კერპებიდან ხატებს ეთაყვანებიან, ათასი ღმერთიდან _ ერთს... ეს ხომ ცხოველის ბუნებაა, ჩვეულებრივი ცხოველის, რომელსაც გამუდმებით სჭირდება თავი დაიცვას და ემონება ადამიანს, რომელიც, თავისმხრივ, ემონება არა ცოცხალს, არამედ წარმოსახვითს... მაშინ, როდესაც ადამიანი დასცინის წარმართებს და ბრაზობს ქურუმებზე, რომლებიც მოხერხებულად ატყუებდნენ ხალხს და მდიდრდებოდნენ. შეიცვალა რამე?.. იგივე ხდება ეკლესიაში. გასივდნენ და გასისისნდნენ მღვდლები, აღარ იციან რომელიმ არკის მანქანით იარონ წინ და უკან;
ჰოდა ადამიანები მათთაბ შეხვედრისას ისევ მიწას ახლიან თავს და მისგან მოწყალებას ელიან.
ეეჰ, არ იცვლება არაფერი...
იმისათვის, რომ მიაღწიო ბევრს, აუცილებელია ბევრი, ბევრი შრომა, რომელიც აუცილებლად დაგიფასდება.
და ახლა, როდესაც ზიხარ რომელიღაც სამკითხველოს დიდ დარბაზში უსაქმურად და კითხულობ წიგნს, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია წაიკითხო, მაგრამ აცდენ ძვირფას დროს, რომელიც შეგიძლია მნიშვნელოვან და, რაც მთავარია, დღევანდელი დღის გასაკეთებელ საქმეს მოახმარო...
დაიკიდე რა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები