....მესმოდა მისი,თუმცა ჩემი გონება სავსე იყო სხვისი სახელით,ვის გამოც ბევრჯერ დედას გული ვატკინე.მისთვის ვცოცხლობდი,მისით ვსუნთქავდი,მისთვის მინდოდა ვყოფილიყავი კარგი,არა,საუკეთესო.ფიქრიც კი ,რომ სხვისი ყურადღება მესიამოვნა ,უკუვაგდე და...დავრჩი მისი სახების მლოცველად. ბევრი,ბევრი დღე გავატარე მოლოდინში.არ ვიცი რა ქვია-მაზოხიზმი? მსიამოვნებდა,საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ არავინ არსებობდა ამქვეყნად.ვიხსენებდი საუბარში გათენებულ ღამეებს,ულამაზესები,სუფთები და სათუთები...გააფთრებული ვწერდი წერილებს,რომლებიც ჩემს უჯრაში ლამის საათების მიხედვით ლაგდებოდა.გაუგზავნელი წერილები!ბანალურია,მაგრამ ადამიანს რომელსაც წერის ოდნავი ნიჭი გააჩნია,მოთხრობის მშვენიერ ფორმას მისცემდა.ახლაც სურვილი მაქვს გითხრათ რა სავსე ვიყავი მისით.არ დაგღლით,ამდენი წელი გავიდა და ისევ მოწიწებული გრძნობა მომყვება.შორიდან მესმის მისი წარმატებების შესახებ, დღესაც თვალი გამირბის მისი ფანჯრისკენ,მაგრამ ეს ისე,ჩემთვის.ლამაზად დამთავრდა .არ მკითხოთ, რა დამთავრდა?რა იყო დაწყებული?იყო ბატონებო,იყო,ის რომ ერთგულება,ოცნება, მიტევება ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა- ამ ურთიერთობის შედეგია.გაგაბეზრეთ ამ ჩემი სიყვარულით და მთავარი,რისთვისაც გადავწყვიტე თქვენამდე მომეტანა ჩემი ცხოვრების პატარა ნაკუწი,გვერდზე მრჩება, მგონი. ადვილი მეგონა გულახდილობა,არც ისე იოლი აღმოჩნდა.იტყვი და მოგეშვება გულზე სიმძიმეო,არაერთხელ უთქვამთ, მაგრამ დედის სილასავით მომხვდა ერთ-ერთი მეგობრის ნათქვამი\"როგორ უნდა დაწერო საკუთარი თავის ნაკლი\"?როცა ჩანაფიქრი გავანდე.ვითომ გავეხუმრე:\"ჩვეულებრივად ფურცელზე,კალმით\" და აჰა ,ვტკეპნი ერთ ადგილს.ძნელი ყოფილა,გამიჭირდა ,მაგრამ მივყვები,ვიტყვი.ქვეყნის დამქცევი არ გეგონოთ,ცოტა მაცალეთ,მახრჩობს ვიტყვი და მომეშვება(?) \"თავისი თავის უბედური\"-გამიგია ადამიანზე .დიახ ეს მე ვარ! ვის გავურბოდი-დედის დარიგებას.ნეტა მომესმინა და შემესმინა... ბევრჯერ გადაკარგვა მინდოდა.ადრე,ხელი ჩავიქნიეო,რომ მესმოდა ვინმესგან,მიკვირდა.ბევრჯერ სიგიჟის ზღვარზე მე ვიყავი!ყველასი მჯეროდა გარდა დედისა.არავის ვუშლიდი,არ ვაწუხებდი.თურმე წუხდებოდნენ ჩემით:ზოგი კარგით,ზოგი ზეიმობდა ჩემს სიცუდეს(როცა სასოწარკვეთილი-\"არავის ვჭირდები\"-სახლში ვიკეტებოდი.)მთქმელი კი არავინ იყო. ეჰ,დედავ! ახლა რომ წარმოვიდგენ კეთილისმსურველების,მეზობლების,ე.წ.მეგობრების დიალოგებს ჩემს შესახებ,მბურძგლავს საკუთარი თავის სიძულვილით.მე ბევრი გამიკილავს,მაგრამ სინანულით,რჩევა მიმიცია მათთვის,მე კი მხოლოდ თეთრ კბილს ვხედავდი.სხვისგან რას ვითხოვდი,საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი.მეშინოდა,მეშინოდა არ გამეაზრებინა\"სინდისი-ნიჭად მხილებისა საკუთარი მანკიერებისა,ძალა ილაჯად თვისივე სულის ხარვეზებისა\"(ჭ.ამირეჯიბი) არ გამაჩნდა.ბევრი იყო ჩემს გვერდით, მაგრამ ჩემთვის -არავინ! \" ყველას სათავისოდ დაგვკანკალებენ,ყველა თავისას გვთხოვს\",მეღიღინებოდა, არა,მეტირებოდა. ერთადერთი ბარიერი-ვერ გადავლახე,არ მინდოდა ხათაბალა ამეტეხა დედისთვის ,შვილისთვის. რამხელა ნებისყოფა დამჭირდა ,რომ გასაკილი არ გავმხდარიყავი.იტყოდნენ:\"კი არ მოკვდა-დაიცალაო,შეეშინდა და გაეცალაო!\" ჩემით ავამუშავე თვითგადარჩენის ინსტიქტი.საკუთარ თავს ომი გამოვუცხადე.მე უზარმაზარი, დაუძლეველი ჯარი მყავდა:დედა და შვილი! \" ვაშლი ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება\"-ო და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მივქროდი მათთან. მიწის,ბალახის,ძველი ხის სახლი და საკუთარი შვილის,დედის სუნი საკმარისი იყო,რადიკალურად შევცვლილიყავი.გააფთრებული ვეჭიდებოდი\"სოფლის მეურნეობას\",უცნაურ სიამოვნებას მანიჭებდა ის დაღლა,უსავათობა,რომელიც შებინდებისას მეუფლებოდა...და მე ვიყავი ისეთი მშვიდი,უკან ,ქალაქში დაბრუნებულს მხოლოდ სიკეთის კეთების სურვილს მბადებდა.მეც ვაკეთებდი,გავცემდი და მახარებდა სხვისი გახარებული სახეები.ნეტა გენახათ ჩემი გაოცებული სახე,როდესაც საუბრისას დიდიხნის უნახავ ნაცნობს წამოსცდა\"ისევ ტერეზობ?\"გავვოცდი და და გამეხარდა;ესე იგი ვიღაცას შეუმჩნევია ეს გული.წყენით არ მწყენია,მე არ ვიცოდი,ჩემი გადამეტებული მზრუნველობის და გულჩვილობის ამბავი?ორი დღე მყავდა სახლში მოხუცი,რომელიც ბუნკერთან ჩამომდარიყო გადასაყრელი ნარჩენების მოლოდინით.ახლა გამეცინა:მაშინ შორეულ ნათესავად მოვნათლე მეზობელთან საუბრისას,არ მიფიქრია,თითქმის ყოველდღე ხედავდა დიდი თუ პატარა მის დამჭკნარ ,სამათხოვროდ გაწვდილ ხელებს.მე ზრუნვა და სითბო მჭირდებოდა გამეცა.ვინ იცის,დღემდე მოხუცის ლოცვით რამდენი ავი ამერიდა,გამზრდელთან ვერ, თუ არ გამოვხატავდი,სხვას მტლად ვედებოდი!ნეტავი შენს დედასო,ამბობდნენ,მე კი...ყველასთან სითბოდ ვიღვრებოდი,მხოლოდ იგი მეყინებოდა ჩემი სიცივით.ვერ დავიწყებული პროტესტი\"მას მე ვჭირდები\"და არა\"ვუყვარვარ!\"ეჰ,სიბრიყვევ ჩემო! სად გავფანტე ეს მზრუნველობა?მე თვითონ ვიცოდი?ჩემი ქუჩის ყველა მაწანწალა ძაღლი სახლში მყავდა მიყვანილი,დაბანილი და დაპურებული.მათი მადლიერი და გაკვირვებული თვალები ჩემთვის დღესასწაული იყო.მხოლოდ მათი ბედნიერება (თუ შეიძლება ასე დავარქვა)ერთდღიანი იყო,რადგან ისევ შიში მიპყრობდა-შევეჩვევი და ვეღარ შეველევი.. ერთ- ერთი ასეთი ბომბორა ზღვის პირა კაფეში რომ ჩამოყუნცდა მაგიდასთან,მთელი დღე აღარ მიმცილებია და ლამის დაქალი დავკარგე:მატარებლით დავუპირე წამოყვანა.იმ დონემდე მივიდა ჩვენი კამათი ,ერთი ბილეთი მომაჩეჩა და თვითონ სადგურისკენ გაქროლდა თავისი ბილეთის სხვა ვაგონზე გადასაცვლელად!დაუბრებულები ჩამოვედით ერთად წასულები,არა სახლიდან გაპარულები-ერთი დღით გავუტიეთ:ზღვა გვენატრებოდა! ოცი წელი გავიდა მას შემდეგ და ახლაც სიცილით ვიგონებთ.ეჰ,სიცილით, მაგრამ გული მეკუმშება ბომბორას მიმართ ერთდღიანი ერთგულების გახსენებაზე.დანაშულის გრძნობა მაწუხებს:მომენდო და ... ....შემზარავია სიჩუმეში ტელეფონის ზარი,მითუმეტეს ღამით.არ მეგულება ადამიანი კარგი ამბის მოლოდინით მისულიყოს ასეთ სიტუაციაში ყურმილის ასაღებად.გამოცდილება კი მქონდა,არაერთი...ამიტომ ზამბარასავით დაჭიმულმა მოვისმინე სისასტიკე:დედის ავად ყოფნა. წლები ეწამა და ვეწამე.ძალა არ მენანებოდა,გული მწყდებოდა,რომ ვერ მცნობდა,ხორცი მეწვოდა ,რომ ვერ ვიგებდი მის სიტყვებს.მისი ერთ დროს კამკამა,ზურმუხტისფერი თვალები თხოვნით იყო სავსე,ხშირად ცრემლით ებინდებოდა.მკლავდა ეს მარილიანი სითხე,მანადგურებდა,ვერ ვშველოდი.თანდათან ცრემლიც დაელია და მე ვიცოდი მალე მის თვალის ფერს ვეღარ დავინახავდი.ნელნელა დაიშრიტა. იტყვიან,\"გულმა უგრძნოო\",მე კი სხეულით ვიგრძენი მისი აღარ ყოფნა..ძვლები დამელეწა. ისევ შემოტევა სურვილისა-საფლავზე ბღავილის,მიფერების.ვერ ვიჯერებდი-არ მინდოდა და იმიტომ.თავში სულ მიტრიალებდა ჩემი ბავშვობის პასუხგაუცემელი შეკითხვა\"ნეტა დედაჩემი რა ფერია?\" პატარაობისას მოსმენილი სიტყვები სიმღერიდან-\"საქართველოს ლამაზებო დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები\" მეთვითონ ვიპოვე პასუხი:
დედა- ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა !
რამდენი გატკინე დედ,სიცივით,სიშორით...მაპატიე. 13.09.2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. არ მიყვარს ასეთი ნაწარმოებები. არ მიყვარს ასეთი ნაწარმოებები.
31. აღფრთოვანებული ვარ, მედეა...... რა დავწერო არც ვიცი...... მართლა ისე გამათბო ამ მოთხრობამ.... ყველაზე მეტად მაინც დედისადმი მიძღვნა მომეწონა.... როგორ გაგვაცანი დედა და როგორ დაგვამშვიდობე ბოლოს მასთან.... :))) აღფრთოვანებული ვარ, მედეა...... რა დავწერო არც ვიცი...... მართლა ისე გამათბო ამ მოთხრობამ.... ყველაზე მეტად მაინც დედისადმი მიძღვნა მომეწონა.... როგორ გაგვაცანი დედა და როგორ დაგვამშვიდობე ბოლოს მასთან.... :)))
30. ეს როგორგამომრჩენია?...5 ეს როგორგამომრჩენია?...5
29. ....შემზარავია სიჩუმეში ტელეფონის ზარი,მითუმეტეს ღამით.არ მეგულება ადამიანი კარგი ამბის მოლოდინით მისულიყოს ასეთ სიტუაციაში ყურმილის ასაღებად.გამოცდილება კი მქონდა,არაერთი...ამიტომ ზამბარასავით დაჭიმულმა მოვისმინე სისასტიკე:დედის ავად ყოფნა. წლები ეწამა და ვეწამე.ძალა არ მენანებოდა,გული მწყდებოდა,რომ ვერ მცნობდა,ხორცი მეწვოდა ,რომ ვერ ვიგებდი მის სიტყვებს.მისი ერთ დროს კამკამა,ზურმუხტისფერი თვალები თხოვნით იყო სავსე,ხშირად ცრემლით ებინდებოდა.მკლავდა ეს მარილიანი სითხე,მანადგურებდა,ვერ ვშველოდი.თანდათან ცრემლიც დაელია და მე ვიცოდი მალე მის თვალის ფერს ვეღარ დავინახავდი.ნელნელა დაიშრიტა. იტყვიან,\"გულმა უგრძნოო\",მე კი სხეულით ვიგრძენი მისი აღარ ყოფნა..ძვლები დამელეწა. ისევ შემოტევა სურვილისა-საფლავზე ბღავილის,მიფერების.ვერ ვიჯერებდი-არ მინდოდა და იმიტომ.თავში სულ მიტრიალებდა ჩემი ბავშვობის პასუხგაუცემელი შეკითხვა\"ნეტა დედაჩემი რა ფერია?\" მეთვითონ ვიპოვე პასუხი:
დედა- ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა !
რამდენი გატკინე დედ,სიცივით,სიშორით...მაპატიე.
დავიგრუზე! ემოციით აღსავსეა და კარგად გადმოსცემ მედი!+777 მთლიანობაში:);) ....შემზარავია სიჩუმეში ტელეფონის ზარი,მითუმეტეს ღამით.არ მეგულება ადამიანი კარგი ამბის მოლოდინით მისულიყოს ასეთ სიტუაციაში ყურმილის ასაღებად.გამოცდილება კი მქონდა,არაერთი...ამიტომ ზამბარასავით დაჭიმულმა მოვისმინე სისასტიკე:დედის ავად ყოფნა. წლები ეწამა და ვეწამე.ძალა არ მენანებოდა,გული მწყდებოდა,რომ ვერ მცნობდა,ხორცი მეწვოდა ,რომ ვერ ვიგებდი მის სიტყვებს.მისი ერთ დროს კამკამა,ზურმუხტისფერი თვალები თხოვნით იყო სავსე,ხშირად ცრემლით ებინდებოდა.მკლავდა ეს მარილიანი სითხე,მანადგურებდა,ვერ ვშველოდი.თანდათან ცრემლიც დაელია და მე ვიცოდი მალე მის თვალის ფერს ვეღარ დავინახავდი.ნელნელა დაიშრიტა. იტყვიან,\"გულმა უგრძნოო\",მე კი სხეულით ვიგრძენი მისი აღარ ყოფნა..ძვლები დამელეწა. ისევ შემოტევა სურვილისა-საფლავზე ბღავილის,მიფერების.ვერ ვიჯერებდი-არ მინდოდა და იმიტომ.თავში სულ მიტრიალებდა ჩემი ბავშვობის პასუხგაუცემელი შეკითხვა\"ნეტა დედაჩემი რა ფერია?\" მეთვითონ ვიპოვე პასუხი:
დედა- ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა !
რამდენი გატკინე დედ,სიცივით,სიშორით...მაპატიე.
დავიგრუზე! ემოციით აღსავსეა და კარგად გადმოსცემ მედი!+777 მთლიანობაში:);)
28. გუშინ დავასრულე თქვენი ამ ნაწარმოების კითხვა. მომეწონა, საინტერესოდ წერთ ნამდვილად.ჩავთვალე რომ აჯობებდა ბოლოს დამეწერა ჩემი მოსაზრება ვიდრე თითოეულ თავზე ცალ-ცალკე. ასე რომ მიიღეთ ჩემი მოწონება და აპლოდისმენტები.
ერთადერთი შენიშვნის სახით, გირჩევდით ''პატარაობისას მოსმენილი სიტყვები სიმღერიდან-\"საქართველოს ლამაზებო დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები\" მეთვითონ ვიპოვე პასუხი'' ეს ფრაზა მოაშოროთ, მეტისმეტად აბანალურებს და აუფასურებს. დანარჩენი იმდენად გემოვნებიანი და საინტერესოა, რომ ეს ძალიან მეხამუშა, ფინალი რომ არ ყოფილიყო ალბათ არც გეტყოდით. იმედია არ მიწყენთ.
მოწიწებით, მარად თქვენი ანჯელინა ჯოლი/პიტი გუშინ დავასრულე თქვენი ამ ნაწარმოების კითხვა. მომეწონა, საინტერესოდ წერთ ნამდვილად.ჩავთვალე რომ აჯობებდა ბოლოს დამეწერა ჩემი მოსაზრება ვიდრე თითოეულ თავზე ცალ-ცალკე. ასე რომ მიიღეთ ჩემი მოწონება და აპლოდისმენტები.
ერთადერთი შენიშვნის სახით, გირჩევდით ``პატარაობისას მოსმენილი სიტყვები სიმღერიდან-\"საქართველოს ლამაზებო დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები\" მეთვითონ ვიპოვე პასუხი`` ეს ფრაზა მოაშოროთ, მეტისმეტად აბანალურებს და აუფასურებს. დანარჩენი იმდენად გემოვნებიანი და საინტერესოა, რომ ეს ძალიან მეხამუშა, ფინალი რომ არ ყოფილიყო ალბათ არც გეტყოდით. იმედია არ მიწყენთ.
მოწიწებით, მარად თქვენი ანჯელინა ჯოლი/პიტი
27. თქვენ გაიხარეთ. 5555 თქვენ გაიხარეთ. 5555
26. თქვენ რაც იკადრეთ სატირალია ქალბატონო: ) +40 =)) თქვენ რაც იკადრეთ სატირალია ქალბატონო: ) +40 =))
25. მეცოდები,რამდენი იწვალე,სანო,წაგეკითხა არ იცინებდი... მეცოდები,რამდენი იწვალე,სანო,წაგეკითხა არ იცინებდი...
24. რა ვთქვა?! ვერც ვერაფერს ვერ ვიტყვი... რა ვთქვა?! ვერც ვერაფერს ვერ ვიტყვი...
23. ვიტირებ, ახლა :(( :((
მე თქვენ გიცნობთ! ვიტირებ, ახლა :(( :((
მე თქვენ გიცნობთ!
22. მიდი, და წაიკითხე ეს გულგრილად..... :) მართლა უმაგრესია! ლამაზი, ტკივილიანი, დახვეწილი... ღრმა პატივისცემა ავტორს! მიდი, და წაიკითხე ეს გულგრილად..... :) მართლა უმაგრესია! ლამაზი, ტკივილიანი, დახვეწილი... ღრმა პატივისცემა ავტორს!
21. როგორ უნდა დაწერო საკუთარი თავის ნაკლი\"?"ჩვეულებრივად ფურცელზე,კალმით\ იტყვიან,\"გულმა უგრძნოო\",მე კი სხეულით ვიგრძენი მისი აღარ ყოფნა.. როგორ უნდა დაწერო საკუთარი თავის ნაკლი\"?"ჩვეულებრივად ფურცელზე,კალმით\ იტყვიან,\"გულმა უგრძნოო\",მე კი სხეულით ვიგრძენი მისი აღარ ყოფნა..
20. ჩემით ავამუშავე თვითგადარჩენის ინსტიქტი.საკუთარ თავს ომი გამოვუცხადე.მე უზარმაზარი, დაუძლეველი ჯარი მყავდა:დედა და შვილი!
მედეაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ;( ჩემით ავამუშავე თვითგადარჩენის ინსტიქტი.საკუთარ თავს ომი გამოვუცხადე.მე უზარმაზარი, დაუძლეველი ჯარი მყავდა:დედა და შვილი!
მედეაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ;(
19. და მე ვიყავი ისეთი მშვიდი,უკან ,ქალაქში დაბრუნებულს მხოლოდ სიკეთის კეთების სურვილს მბადებდა.მეც ვაკეთებდი,გავცემდი და მახარებდა სხვისი გახარებული სახეები.
განსაცდელის მერე ასეთი რო რჩები ბედნიერებაა და მე ვიყავი ისეთი მშვიდი,უკან ,ქალაქში დაბრუნებულს მხოლოდ სიკეთის კეთების სურვილს მბადებდა.მეც ვაკეთებდი,გავცემდი და მახარებდა სხვისი გახარებული სახეები.
განსაცდელის მერე ასეთი რო რჩები ბედნიერებაა
18. ,რადგან ისევ შიში მიპყრობდა-შევეჩვევი და ვეღარ შეველევი..
მაგრამ გული მეკუმშება ბომბორას მიმართ ერთდღიანი ერთგულების გახსენებაზე.დანაშულის გრძნობა მაწუხებს:მომენდო და ... :)
,რადგან ისევ შიში მიპყრობდა-შევეჩვევი და ვეღარ შეველევი..
მაგრამ გული მეკუმშება ბომბორას მიმართ ერთდღიანი ერთგულების გახსენებაზე.დანაშულის გრძნობა მაწუხებს:მომენდო და ... :)
16. "ტვინი ნათურასავით გადამეწვაო" - მედეა მოლოდინი.
ვისზეც არის მიხვდი და მაგნაირებზე
ტვინი არა და კაცობა ეწვებათ ნათურებივით, ვერ გაუძლებენ ძაბვას და ბაბახ და იბათქუნებენ!
"ტვინი ნათურასავით გადამეწვაო" - მედეა მოლოდინი.
ვისზეც არის მიხვდი და მაგნაირებზე
ტვინი არა და კაცობა ეწვებათ ნათურებივით, ვერ გაუძლებენ ძაბვას და ბაბახ და იბათქუნებენ!
15. "შემზარავია სიჩუმეში ტელეფონის ზარი,მითუმეტეს ღამით.არ მეგულება ადამიანი კარგი ამბის მოლოდინით მისულიყოს ასეთ სიტუაციაში ყურმილის ასაღებად.გამოცდილება კი მქონდა,არაერთი...ამიტომ ზამბარასავით დაჭიმულმა მოვისმინე სისასტიკე:დედის ავად ყოფნა. იტყვიან,\"გულმა უგრძნოო\",მე კი სხეულით ვიგრძენი მისი აღარ ყოფნა..ძვლები დამელეწა. ისევ შემოტევა სურვილისა-საფლავზე ბღავილის,მიფერების.
რამდენი გატკინე დედ,სიცივით,სიშორით...მაპატიე."
თითქოს ჩემს შესახებ წერდე.... ტკივილიანია ძალიან. +2 "შემზარავია სიჩუმეში ტელეფონის ზარი,მითუმეტეს ღამით.არ მეგულება ადამიანი კარგი ამბის მოლოდინით მისულიყოს ასეთ სიტუაციაში ყურმილის ასაღებად.გამოცდილება კი მქონდა,არაერთი...ამიტომ ზამბარასავით დაჭიმულმა მოვისმინე სისასტიკე:დედის ავად ყოფნა. იტყვიან,\"გულმა უგრძნოო\",მე კი სხეულით ვიგრძენი მისი აღარ ყოფნა..ძვლები დამელეწა. ისევ შემოტევა სურვილისა-საფლავზე ბღავილის,მიფერების.
რამდენი გატკინე დედ,სიცივით,სიშორით...მაპატიე."
თითქოს ჩემს შესახებ წერდე.... ტკივილიანია ძალიან. +2
14. პირველ კომენტარს ვეთანხმები და კიდევ-დედა ეხლა ზალიან მომენატრა,ხვალ აუცილებლად ვნახავ და ვეტყვი,რომ ძალიან მიყვარს! 555 პირველ კომენტარს ვეთანხმები და კიდევ-დედა ეხლა ზალიან მომენატრა,ხვალ აუცილებლად ვნახავ და ვეტყვი,რომ ძალიან მიყვარს! 555
13. დედა- ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა !
დედა- ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა !
12. წარმატებები! კარგი ადამიანი ჩანხარ! წარმატებები! კარგი ადამიანი ჩანხარ!
11. კარგია და... ფიქრებში წამყვანი. კარგია და... ფიქრებში წამყვანი.
10. რატი გმადლობთ,ჯანსაღი კრიტიკა დავარქვა? გეთანხმებით,მაგრამ გეტყვით ,ამომეძახა... რატი გმადლობთ,ჯანსაღი კრიტიკა დავარქვა? გეთანხმებით,მაგრამ გეტყვით ,ამომეძახა...
9. მედეააააააააააა.... არც კი ვიცი რა ვთქვა... ვიგრძენი,მართლა .... გაგიღიმებ აი ასე...სევდინად.... \" ნეტავ დედაჩემი ერა ფერია?\" ................ მედეააააააააააა.... არც კი ვიცი რა ვთქვა... ვიგრძენი,მართლა .... გაგიღიმებ აი ასე...სევდინად.... \" ნეტავ დედაჩემი ერა ფერია?\" ................
8. დედა- ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა !
რამდენი გატკინე დედ,სიცივით,სიშორით...მაპატიე.
დედა- ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა !
რამდენი გატკინე დედ,სიცივით,სიშორით...მაპატიე.
7. თქვენმა მოთხრობამ სევდიანი ფიქრები და მოგონებები აღმიძრა... \"ნეტა დედაჩემი რა ფერია?\" - ძლიერი და მოსწრებული ნათქვამია... შემდეგი ფრაზა კი (\"საქართველოს ლამაზებო დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები\" ), რომელიც, თითქოს, აუცილებელია პირველის ასახსნელად, ჩემი აზრით, ცოტა აუბრალოებს განწყობას... იქნებ ყველაფრის განმარტება, ამ შემთხვევაში, არც იყოს საჭირო... პატივისცემით. :) თქვენმა მოთხრობამ სევდიანი ფიქრები და მოგონებები აღმიძრა... \"ნეტა დედაჩემი რა ფერია?\" - ძლიერი და მოსწრებული ნათქვამია... შემდეგი ფრაზა კი (\"საქართველოს ლამაზებო დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები\" ), რომელიც, თითქოს, აუცილებელია პირველის ასახსნელად, ჩემი აზრით, ცოტა აუბრალოებს განწყობას... იქნებ ყველაფრის განმარტება, ამ შემთხვევაში, არც იყოს საჭირო... პატივისცემით. :)
6. გმადლობთ თბილი სიტყვებისათვის..ალბათ არავინ გაიმეორებს ჩემს შეცდომებს. გმადლობთ თბილი სიტყვებისათვის..ალბათ არავინ გაიმეორებს ჩემს შეცდომებს.
5. ?..................................? ?..................................?
4. კიდევ კარგი, წუხელ არ წავიკითხე! არაჩვეულებრივი ხარ, მედი! 5 კიდევ კარგი, წუხელ არ წავიკითხე! არაჩვეულებრივი ხარ, მედი! 5
3. მედეა ძალიან ემოციური,სევდიანი და ჩემთვის სრულიად გასაგები ნაწერია.მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებას,თქვენ ამას აუცილებლად იმსახურებთ:-* გაიხარეთ:) :-* მედეა ძალიან ემოციური,სევდიანი და ჩემთვის სრულიად გასაგები ნაწერია.მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებას,თქვენ ამას აუცილებლად იმსახურებთ:-* გაიხარეთ:) :-*
2. ............................... ...............................
1. ეს საოცარი აღსარებაა! ეს საოცარი აღსარებაა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|