ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2009


გულზე მარმარილო

უნდა დაგივიწყო, სხვა რა საშველია
თითქოს ფანტელები ცვივათ აკაციებს;
ჩემი სიყვარული ღმერთის და შენია,
მაგრამ უშენობა მაინც გამაციებს.

დავწერ მორიდებით, მაგრამ გულახდილად,
რომ დღეს მთავარია შენთან დაბრუნება,
მთელი პოეზია, შენთვის უნაპირო,
უნდა წაგიკითხო ახლა ფსალმუნებად.

იწვის აგვისტოს მზე, როგორც ჟანა დარკი,
კვამლის ღრუბლები კი ცაში გროვდებიან;
რაა ცხოვრებაში დიდი დანაკარგი,
ალბათ ის რომ სხვაზე გაგითხოვდებიან...

უნდა დაგივიწყო, დრო წლებს ატრიალებს;
ახლა ჩემი თავიც ცალად მეჩვენება;
ბოლით შეფერილი, გული ნატყვიარი
ალბაც დაიცლება სხვა რა ეშველება.

მერე ჩვეულებრივ მწყერი დაიბუდებს,
მამა სანადიროდ წავა მალ-მალე რომ
მაგრამ შუაღამემდე თუარ გავიგუდე,
და თუ არ დამადეს გულზე მარმარილო.

რადგაც მცდარი იყო ყველა ვარაუდი,
დილის გათენება ღმერთთან ვინათხოვრე;
უფრო მარტივია ან რა ცოდნა უნდა,
მთელი პლანეტაა ახლა სიმარტოვე.

დავწერ მორიდებით, მაგრამ გულახდილად,
ისევ აირია მიწა და ბუნება,
მთელი პოეზია, შენთვის უნაპირო,
მინდა წაგიკითხო ახლა ფსალმუნებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები