 | ავტორი: დებორა ჟანრი: პროზა 18 სექტემბერი, 2009 |
სამეზობლოში ორი მანანა გვყავს. ერთი - დიდი მოხარშული ვინმეა, მუსიკის მასწავლებელი, ზოგს ესალმება, ზოგს -არა. პირში ’’ ქალბატონოს ’’ ვეძახით, ზურგსუკან ,,წვნიკ მანანას,, . მეორე -’’ დუშკაა’’ . მანამ დედამისი ცოცხალი იყო, მთელი ჩვენი საქალეთი მაგის ერთოთახიანში იბოლებოდა. ასე, ორმოცდაათისა იქნება, კაი ფაშფაშაა, სადარბაზოს კიბეზე გვერდულად ამოდის, რომ კედლებშუა არ ჩაიჭედოს. ამას ,, სქელო მანანა,, ჰქვია .შინაურულად მანოს, ხან პირდაპირ ,,სქელოსაც,, ვეძახით. სულ ახლახანს, დედის სიკვდილის მერე გავათხოვეთ. უფრო სწორედ, ერთი თავისი ძველი კაცი სიბერეში ცოლს გაშორდა, ჯერ აქ სიარულს მოუხშირა, მერე სქელოსთან შემოგვიზედსიძევდა. . ძალიან ოჯახისქალობს ჩვენი მანო. ადრე თუ იმისი ბინა ჩაგუბებული კვამლის სუნად ყარდა, ახლა კარიდან შემწვარი კარტოფილის,ზოგჯერ კატლეტის სუნი გამოდის. ქმარიც ცოტა მოასუქა, სულ შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი დაჰყავს. - თათო, მარტო ხარ? უცხო ხო არ არის ვინმე? - რაღაც იდუმალ-აღელვებული შემოდის, დეკოლტეში ხელს იყოფს , დიდძუძუებქვეშიდან პატარა, დაჭმუჭნილი ქაღალდი ამოაქვს. /ხედავს, სამეზობლოს ჭორიკანები კი სხედან, ყავას სვამენ, მაგრამ ეგენი უცხოებად არ ითვლებიან. ''ერთი კამანდაა''/. - აღარ შემიძლია, რა! ეს ჩემი ქმარი დილიდან რო ჩართავს ტელევიზორს, ღამე მანამ წუილს არ დაიწყებს, აღარ გამორთავს. არა, ისე ,ოჯახში რასაც ხელს მოკიდებს ,მაგის გაუკეთებელი არაფერია. ოქროს ხელები აქვს, მაგრამ რად გინდა,რა! სამსახური არ არის. რამე თუ არ მოვიფიქრე, სუ მშრალზე დავჯდებით. ერთი, ახლობელთან დამარეკინე , გეხვეწები! იცი, რა კაცია? ოხრად ფულით, თავისი მაგარი დროსტარებით, სკოლა რო დავამთავრე, პიცუნდაში გავიცანი და იქ გაგიჟდა ჩემზე... ესეთი კი არ ვიყავი, გოგო, პლიაჟზე წასვლამდე ორ ბოთლ კეფირს ვსვამდი, ცოტა მუცელი გამომებეროს, ტანი დამეტყოს -მეთქი. მეუბნებოდა, მანჩო , ოღონდ შენ ჩემთან იყავი და დედოფალივით შეგინახავო. შემეშინდა , გოგო, მაშინ, პატარა ვიყავი.რამის ინამარკიდან გადმოუხტი. მერე , ინსტიტუტს რო ვამთავრებდი, ერთი სასტავი რესტორანში ვიჯექით, გავიხედე, გვერდითა მაგიდაზე ეგ ქეიფობდა. კაი შამპანურები გამოაგზავნა და ჩვენი ანგარიშიც გადაიხადა, რო გადიოდა, , კისერში , აი ,აქ მაკოცა, იცოდე , მანჩო, ჩემი ნათქვამი სულ ძალაშიაო. მანანა გრძელშნურიანი ტელეფონით ხელში ცალკე ოთახში შედის და ზუსტად ორ წუთში გალაჟვარდებულ- გაცისკროვნებული გამოდის: - გოგო, დავრეკე. ქალმა აიღო , რუსულად ლაპარაკობდა, ეტყობა, მოსამსახურეა . ონ ნე მოჟეტ პადაიტი, უ ნევო მასაჟისტ, პადაჯდიტე პაჯალუსტა, ტრუბკუ პადნესუ-ო. რო გაიგო, ვინცა ვარ, გაგიჟდებით, სიხარულით ხმა როგორ აუკანკალდა: მა-მა-მა... - ო, ჩემი სახელიც ვერ დააბოლოვა. მერე იმ მოსამსახურემ გააგრძელა - ონ ოჩენ რად უსლიშატ ვაშ გოლოს, ზავტრა ვეჩერომ პერეზვანიტეო. მეორე საღამოს რეკა, რეკა, მაგრამ არავის უპასუხია. მერე რამდენიმე დღე თვითონ არ ეცალა. მოკლედ, კვირის თავზე, როგორც იქნა, დაილაპარაკა. გამოდის ოთახიდან. ეტყობა ''აშკარა ლომკაშია''. - რაო, მანო, როგორ არის საქმე?- ეკითხებიან . - ჩემი ბედისა რა ვთქვი მე,რა! - რა იყო, რა მოხდა? - რა და იმისმა გოგომ აიღო ტელეფონი. - მერე - რა, გეუზდელა? - არა, რა მეუზდელა, პირიქით. ქალბატონო მანანა, ისეთი მადლობელი ვარ თქვენიო, საწყალ მამაჩემს ოთხი წელია , გაჟონვა დაემართა, იმის მერე გული მუშაობდა და გონზე აღარ მოსულა, ლოგინში ვუვლიდით, როგორი პურმარილიანი იყო და ყველას პატივისმცემელი, ქვეყანა საახლობლო ჰყავდა, ამ ხნის მანძილზე თქვენს მეტს არავის გახსენებია. რომ დარეკეთ , იმ ღამეს გარდაიცვალა, სამწუხაროდ , თქვენი ნომერი არ ვიცოდით და ვერ შეგატყობინეთო, ხვალ მეშვიდე დღეა, საფლავზე გავდივართ და რა კარგია, რომ დარეკეთ, მუხათგვერდზე აქა და აქ გელოდებითო. -რა გინდა, ქელეხს კი ასცდი, მაგრამ მარხვა არ არის და არაფერი, ეხლაც კარგი სუფრა ექნებათ .გაუყარე შენს ქმარს პადრუჩკი და წაიყვანე!- აწყნარებს ერთი. მეორე - ხმადაბლა, თან პასიანსს შლის, ზემოთ არც იყურება: -მოიცა, ეგეც იქ არ დაიტოვონ,ბარემ გამზადებულიაო. (ზოგს რა მწარე ენა აქვს, არა?) -ეჰ, წავედი, წავედი, ისევ ჩემს ქმარს მივხედო. კარგი, ფული არა აქვს- არა აქვს. ლოგინში მაინც ვარგოდეს ეგ ოხერი, ფხანის მეტი არაფერი გამოსდის. - ჩვენ აწი ისეთ ასაკში შევედით, ჩემო მანო, ერთი ზურგის დამფხანავი თუ გყავს სახლში, კაი ამბავია... გადის .
ცოტა ხანში მანოს ბინიდან მთელ სადარბაზოში ისმის ნარდის ქვების ტკაცა-ტკუცსა და კამათლების ჩხრიალში არეული: - შაშუ ბეში! - მომე რა, მომე ერთი დუ შაში! - მიდი,მიდი, გააგორე! - ე-ეჰ, დუ ბარა! -
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. კოლორიტული ოპუსი გამოგივიდათ. სცენარად რომ გადააკეთებდეთ და პატარა ჩანართებსაც დაამატებდეთ, მშვენიერი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდოდა, ნამდვილი ქართული სევდიანი იუმორით. კოლორიტული ოპუსი გამოგივიდათ. სცენარად რომ გადააკეთებდეთ და პატარა ჩანართებსაც დაამატებდეთ, მშვენიერი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდოდა, ნამდვილი ქართული სევდიანი იუმორით.
14. სათაურად ’’დუ ბარა და მანო ’’ ხომ არ სჯობია? სათაურად ’’დუ ბარა და მანო ’’ ხომ არ სჯობია?
13. მომეწონა... :) მომეწონა... :)
12. გაიხარეთ,გუდა უსამშობლო, ძვირფასო! გაიხარეთ,გუდა უსამშობლო, ძვირფასო!
11. :) მადლობთ. :) მადლობთ.
10. დებორა ბიბლიური წინასწარმეტყველი და პოეტი ქალია. დებორა ბიბლიური წინასწარმეტყველი და პოეტი ქალია.
9. დუ ბარა ხო, მაგრამ დებორა რას ნიშნავს? :) დუ ბარა ხო, მაგრამ დებორა რას ნიშნავს? :)
8. მადლობა ძვირფასებო, რომ წაიკითხეთ. აზარტული თამაშებიდან ალბათ ნარდი ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანის ცხოვრებას. ერთდროულად ბედსა და საკუთარ სვლებზე, გადაწყვეტილებებზე რომ არის დამოკიდებული. სიყვარულიც ასე არ არის? არსებობს ნარდის კამათლებით მკითხაობა, თუმცა ბოლომდე არ ვიცი, როგორ უნდა. რაც ვიცოდი,აქ გამოვიყენე, ფინალში, სადაც ნარდის \'\'ენაზე \'\'შეჯამებულია ერთი მხრით , მანოს ცხოვრება, მეორე მხრით, საერთოდ ადამიანური ყოფა. დუ შაში - დიდი წარმატებაა, რასაც ყველა ვესწრაფვით, შაშუ-ბეში - სხვადასხვა მიზნისკენ ერთდროულად ცქერას ნიშნავს, რაც მიზანს აბუნდოვანებს , დუ ბარა- ყველა ჩვენთაგასნის ბოლოა.დუ ბარას გაგორება - სლენგის ენაზე სიკვდილს ნიშნავს. მადლობა ძვირფასებო, რომ წაიკითხეთ. აზარტული თამაშებიდან ალბათ ნარდი ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანის ცხოვრებას. ერთდროულად ბედსა და საკუთარ სვლებზე, გადაწყვეტილებებზე რომ არის დამოკიდებული. სიყვარულიც ასე არ არის? არსებობს ნარდის კამათლებით მკითხაობა, თუმცა ბოლომდე არ ვიცი, როგორ უნდა. რაც ვიცოდი,აქ გამოვიყენე, ფინალში, სადაც ნარდის \`\`ენაზე \`\`შეჯამებულია ერთი მხრით , მანოს ცხოვრება, მეორე მხრით, საერთოდ ადამიანური ყოფა. დუ შაში - დიდი წარმატებაა, რასაც ყველა ვესწრაფვით, შაშუ-ბეში - სხვადასხვა მიზნისკენ ერთდროულად ცქერას ნიშნავს, რაც მიზანს აბუნდოვანებს , დუ ბარა- ყველა ჩვენთაგასნის ბოლოა.დუ ბარას გაგორება - სლენგის ენაზე სიკვდილს ნიშნავს.
7. კაია.............................555 კაია.............................555
6. უხ,არასწორად შევასაფე ერთი ქულით :( უხ,არასწორად შევასაფე ერთი ქულით :(
5. როგორც ყოველთვის გემოვნებიანაი სადა და კარგი ნაწერი როგორც ყოველთვის გემოვნებიანაი სადა და კარგი ნაწერი
4. ძალიან ვისიამოვნე. კარგად გაქვს დღევანდელი, და საერთოდ, (გარკვეული ფენის) ქალების ყოფა დახატული. ძალიან ვისიამოვნე. კარგად გაქვს დღევანდელი, და საერთოდ, (გარკვეული ფენის) ქალების ყოფა დახატული.
3. ვით შორეული ლაჟვარდი ფერი სიზმრით აივსო ჩემი ჯიხური ერთმანეთს შევხვდით დიდი ხნის შემდეგ,გულმხურვალე და თმებშეჭირხლული. უცებ იელვა,მოვარდა წვიმაც,სადღაც ხარხარი წასკდა მეტეორს და შენ მითხარი,მიყვარდი წინათ ,მაგრამ ვერაფრით გაგიბედეო. მერე თანდათან შეწყდა შხაპუნა,ქარმა წამგლიჯა სიზმრის მერდინი, და სინამდვილემ შორს გააბრუნა ჩემი და შენი გზაჯვარედინი. დღეს ვუკვირდები სიზმარს წუხანდელს და ფიქრმა ლამის სანთლად დამღვენთოს: ვაითუ ვინმეს მართლა ვუყვარდე,და სიბერის ჟამს წამომაყვედროს! (ო.შალამბერიძე) მეტკინა!:( ვით შორეული ლაჟვარდი ფერი სიზმრით აივსო ჩემი ჯიხური ერთმანეთს შევხვდით დიდი ხნის შემდეგ,გულმხურვალე და თმებშეჭირხლული. უცებ იელვა,მოვარდა წვიმაც,სადღაც ხარხარი წასკდა მეტეორს და შენ მითხარი,მიყვარდი წინათ ,მაგრამ ვერაფრით გაგიბედეო. მერე თანდათან შეწყდა შხაპუნა,ქარმა წამგლიჯა სიზმრის მერდინი, და სინამდვილემ შორს გააბრუნა ჩემი და შენი გზაჯვარედინი. დღეს ვუკვირდები სიზმარს წუხანდელს და ფიქრმა ლამის სანთლად დამღვენთოს: ვაითუ ვინმეს მართლა ვუყვარდე,და სიბერის ჟამს წამომაყვედროს! (ო.შალამბერიძე) მეტკინა!:(
2. სათაურიც მაგარი აქვს და ნაწერიც მოძრაობს.. :) სათაურიც მაგარი აქვს და ნაწერიც მოძრაობს.. :)
1. ამასაც ქვია ბედია ირონია... ამასაც ქვია ბედია ირონია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|