ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასასი
ჟანრი: პროზა
18 სექტემბერი, 2009


ფრანკლინები

           


ბატონმა სმიტმა ფრთხილად აიარა ნახევრადჩაბნელებული ხის კიბეები და შავად შეღებილ რკინის კარს მიადგა. ფრაკის ჯიბიდან გასაღებების დიდი აცმა ამოაძვრინა, ერთ_ერთი ამოარჩია, საკეტს მოარგო და მოჩვენებასავით გაუჩინარდა კარს მიღმა აღმართულ ბნელ სამყაროში.
ოთახს მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული მთვარის მკრთალი სხივი ანათებდა, თუმცა, ინტერიერის გარჩევა შეიძლებოდა. პირველ რიგში, ადამიანს თვალში მოხვდებოდა სეიფი, რომელსაც ზარდამცემი შესახედაობა ჰქონდა, ბატონი სმიტი წამიერად შეჩერდა მის წინ. უკვე კარგა ხანი იყო, რაც სეიფს მაჰიპნოზირებელი ძალა გააჩნდა (ყოველ შემთხვევაში, სმიტს ასე ეგონა), თითქოს რაღაცას მოითხოვდა მისგან.
ეს “რაღაც” უშნო საკეთის მიღმა იმალებოდა. მწვანე ასდოლარიენებზე ფრანკლინების მთელი არმია შეკრებილიყო. გარეგნულად ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ: ყველას გრძელი წვერი ჰქონდა და უცნაურუ ქუდი ეხურა, მაგრამ ძალიან განსხვავებულ აზრებს აფრქვევდნენ და ერთმანეთისადმი მტრულადაც იყვნენ განწყობილნი. ფრანკლინები ბანაკებად დაყოფილიყვნენ იმ საქმეების მიხედვით, რომელთა შესრულებაშიც მათი თავი ჯილდოდ მიიღო _ ასე ფიქრობდა ბატონი სმიტი. ახლაც, კომბინაციით სამი მარჯვნივ, ორი _ მარცხნივ, სეიფის კარი მძიმედ გააღო, ასდოლარიანების დასტა შეყარა და მიხურა. სეიფს კმაყოფილება შეეტყო. თითქოს გაეღიმა. ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა ოთახში, შემდეგ, კვლავ ჩაუყვა ნახევრადჩაბნელებული შენობის ხის კიბეებს.
“_ ვინ იცის, რა ხდება ახლა სეიფში!” _ გაუელვა ქუჩაში გამოსულ ბატონ სმიტს.
სეიფში ამ დრო სამრთლა უცნაური ამბავი ხდებოდა. ახალმოსულებს ძველი ბანაკის წევრები არცთუ კეთილგანწყობით შეხვდნენ, თუმცა, მანამ, სანამ მათ სელექციას მოახდენდნენ, როგორც ყოველთვის, ახლაც გამოკითხვა (თუ დაკითხვა) ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ახალმოსახლე ფრანკლინები ტეატრის სალაროში შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ ყველა ერთად აღმოჩნდა ბატონი სმიტის ფრაკის ჯიბეში. ფრანკლინებისათვის ახალმოსახლეების ბოლო ისტორია უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან მანამდე ყველა ამბავი ერთმანეთს ჰგავდა: უამრავი ხალხის ხელში გაევლოთ. ზოგი მათგანი გაცვეთილიყო, ზოგი კი ახალი, კრიალა და ტკიცინა გახლდათ, რითაც ესოდენ იწონებდა თავს გაცვეთილებთან.
გაცრეცილი ფრანკლინები იბოთმებოდნენ, ახლების წინააღმდეგ კოალიციებს ჰქმნიდნენ თუმცა, ვერაფერს უშავებდნენ, რადგან ორთაბრძოლის შემთხვევაში მათი შანსები ძალიან მცირე იყო: ტკიცინა ქაღალდი გაცვეთილს უფრო ადვილად მოერეოდა.
ამის მწარე გამოცდილება რამდენიმე ხნის წინ ჰქონდათ სხვადასხვა ასაკისა და აზრის მქონე ფრანკლინებს. კარგად ახსოვთ, შეტაკებისას სასიკვდილოდ როგორ დაიჭრა ერტ_ერთი დოლარი, რომელსაც მოწინააღმდეგის დარტყმა პირდაპირ შუბლში მოხვდა და შუაზე გახია. მაშინ ბატონ სმიტს რომ არ ეშველა, საქმე ძალიან ცუდად იქნებოდა. ახლა კი, გმირი ფრანკლინი, სკოჩშემორტყმული იწონებდა თავს თანამოაზრეებსა და მტრებს შორის. განსაკუთრებული პრივილეგიაც მიანიჭეს: მის გარეშე არ წყდებოდა ახალმოსახლეების საქმე.
სეიფში სიტუაცია დღითიდღე იძაბებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ შემომსვლელი ფრანკლინების ნაკადი არ წყდებოდა, გამსვლელები კი არსად ჩანდნენ. ერთადერთი გამონაკლისი იქნა დაშვებული, როცა ბატონმა სმიტმა გმირი ფრანკლინი რამდენიმეთვიანი მივიწყების შემდეგ გაიხსენა და ისე წაიყვანა, უკანასკნელი სიტყვაც არ ათქმევინა თანასეიფელებთან. გმირის წასვლის შემდეგ, თითქმის ყვლამ შვებით ამოისუნთქა. რამდენიმე საათში, გმირი ფრანკლინის ადგილი ტკიცინა ფრანკლინმა დაიკავა, რომელსაც ახალმოჭრილი ფულის მჭახე სუნი ჰქონდა.
გაცრეცილი ფრანკლინები ისევ უკმაყოფილონი იყვნენ. ბატონი სმიტი მხოლოდ ტკიცინა ფრანკლინებს ეფერებოდა ხოლმე, მათ კი, მრავლისმნახველ მოხუცებს ყურადღებას არ აქცევდა.
ფრანკლინებს, განურჩევლად ასაკისა, ძალიან უჭირდათ სივიწროვეში ცხოვრება. სეიფიც ძალიან აუტანელი იყო. ბედნიერებით ივსებოდა, როცა საღამოს დაბრუნებული ბატონი სმიტი საიდუმლო კომბინაციას შეასრულებდა. სამი მარჯვნივ, ორი _ მარცხნივ და უკვე სავსე ღრუში კიდვ ერთი ასდოლარიანების დასტა იტენებოდა.
ასეთ მომენტებში, განურჩევლად, ყველა ფრანკლინს პროტესტის გრძნობა უჩნდებოდა. ბატონი სმიტის შესახებ, სახელის გარდა არაფერი იცოდნენ, არც მისი ხმა გაუგიათ როდესმე. სახელი კი სეიფმა მოახსენა ფრანკლინების პირველ ბანაკს, რის შემდეგაც სამუდამოდ დადუმდა.
ბატონი სმიტი ყოველთვის მარტო დადიოდა, თუმცა, ერთხელ, გმირი ფრანკლინის შემცვლელმა ჭუჭრუტანიდან, მასთან ერთად თე4თრთათმანიანი ხელები შენიშნა. დაინახა, როგორ ჩაასხა ბატონმა სმიტმა სირჩაში კონიაკი და თანამეიხეს მიაწოდა.
_ გახსოვდეთ, მე ცხოვრებაში ორი წესით ვხელმძღვანელობ:
“წესი ნომერი პირველი: გაუფრთხილდით ფულს!
წესი ნომერი მეორე: გახსოვდეთ წესი ნომერი პირველი!”_ ეს ედისონის სიტყვებია, გენიალური სიტყვები! _ ბატონმა სმიტმა სულოუთქმელად გადაჰკრა _ მე ზედმიწევნით ვასრულებ ამ წესს.
კიდევ იყო ერთი_ორი უმნიშვნელო სიტყვა, შემდეგ კარი გაჯახუნდა და კიბეების ჭრაჭუნიც შეწყდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, საიდუმლო ოთახში დბრუნებულ ბატონ სმიტს საშინელი ამბავი დახვდა! მისი საყვარელი, ერთგული სეიფი ძირს ეგდო, აღარც ემოციას გამოხატავდა მისი მახინჯი სახე. ბატონმა სმიტმა მექანიკურად გაიმეორა საიდუმლო კომბინაცია: სამი მარჯვნივ, ორი _ მარცხნივ, თუმცა, სეიფი ცარიელი დახვდა!..
სწორედ იმ მომენტში, ტკიცინა, საშუალოდ და ძალიან გაცვეთილი ფრანკლინები, რომლებიც მოწინააღმდეგე ბანაკებად იყვნენ დაყოფილნი, ქვეყნის საზღვრებს თავმოკრული ტომრით ტოვებდნენ, სდაც უფრო დიდი სივიწროვე იყო, ვიდრე ბატონი სმიტის სეიფში.
ფრანკლინებით სავსე ტომარა თეთრთათმანიანმა ხელმა გადაიტანა მექსიკის საზღვარზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები