ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2009


ხევსურეთს

ხევსური არ ვარ
დედით და მამით,
მაგრამ მთებით ვარ
წმინდა ხევსური,
მაპკურე ცვარი
შენი მთაბარის,
გაიერთგულე
სული მწყემსური,
ჩამომაგლიჯე
მკერდზე საკინძე
უსმინე გული
როგორ ხმაურობს,
ვეფხვებთან შებმა
ერთხელ მაღირსე,
ერთხელ გამხადე
ზვიადაური,
რომ დაფლეთილი
მნახონ ყორნებმა
და მიხვდნენ ვაჟი
ვარ სადაური...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები