ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: severusLP
ჟანრი: პროზა
18 სექტემბერი, 2009


როიალი და საშაქრე, ანუ იმპულსი

                              როიალი და საშაქრე, ანუ იმპულსი

        უკვე ნახევრად ჩაძირული გემიდან როიალის ხმა ისმოდა... თქმა არ უნდა, რომ ასეთ დროს უბრალოდ ხმა კი არ ისმის, არამედ თვითონ როიალი...
      არავის არ ესმოდა როიალი, ისევე როგორც შტორმის არანორმალური, ცხოველური ბღავილი...
      ჰორიზონტზე უკვე აღარ ჩანდა მოჭუტული თვალი ფარნიანი ნავის, რომელზეც ადგილი აღარ დარჩა...
      უზარმაზარ დარბაზში მარტო როიალი და კაცი იყვნენ... ვერასდროს იფიქრებდით, რომ კაპიტანი, მაგრამ მაინც მეზღვაური უკრავდა და თანაც ასე...
      ეს მელოდია იყო ნიშნისმოგება, თუნდაც გამარჯვება... თქმა იმის, რომ ვერ მოერია ზღვას, მაგრამ მოერეოდა გრძნობების უზარმაზარ ოკეანეს...
      რაც უფრო პატარავდებოდა წყალს ზემოთ დარჩენილი ნაწილი, მით უფრო შმაგდებოდა მელოდიის შტორმი....
      ბოლოს ათასობით კილომეტრს იქით, ხმელეთზე, პატარა გოგოს ხელიდან საშაქრე გაუვარდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები