 | ავტორი: severusLP ჟანრი: პროზა 22 სექტემბერი, 2009 |
ისევ ისეთი სველი (ეძღვნება რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის დროს დაღუპული ქართველი იუნკერების ხსოვნას)
თოვლს ვერსად ნახავთ, თუნდაც ხის ძირებში მიყუჟულს, მაგრამ მაინც თოვს... თებერვლურად თოვს, მიწას არ ემჩნევა, დაცემისთანავე დნება ჭყაპის ფიფქები… უკვე მოუსწრია ტყემალს... კვირტებად აფეთქებულა და ასე გათავისუფლებულა ბორკილისაგან... უხარია ტყემალს... მაგრამ ამინდმა სიხარული სასოწარკვეთილებად მიუყინა სახეზე - ქარმა ყველაზე ლამაზი კვირტები ჩამოუყარა, რაც მაღლა დარჩა ისიც ყინვამ დაატყვევა... ტყემლის თეთრი კვირტები თოვლის მაგივრად ყრია ტალახში და ტალახის გაპატიოსნების ნაცვლად კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის სიბინძურეს... ნუთუ თავის დროზე არ აყვავდა ტყემალი? არა, აყვავება არასდროს არ არის ადრე... მე მივუყვები ქუჩას... იქით მივდივარ, საიდანაც გაზაფხულის სურნელი მოდის… იქ, სადაც პირველი ყოჩივარდები ამოდიან... ვიცი, რომ ეს ბოლო დღეა, წინა ცხოვრებაშიც ხომ ამ ასაკში, ამ დღეს, ასეთ ამინდში მოვკვდი, თითქმის ოთხმოცდაათი წლის წინ, მგონი 21-ში, მაშინაც თებერვალი იყო, ასეთივე სველი... ერთი კვირაა რაც ჯვარი დავიწერე... წინათაც და ახლაც… დატოვება არ მინდოდა იმ თვალების, წინათაც და ახლაც... ოღონდ ახლა ქურთუკი მაცვია, კაპიუშონიანი, მაშინ კი პალტო დამთრევდა კოჭებამდე... ჰო, ყველაფერი მახსოვს მაშინდელი... ... წამოვდექი სავარძლიდან, საყელო გავისწორე... თითქმის გაცვეთილი, მაგრამ კარგად შავი პალტო ჩავიცვი... სანამ გარეთ გავალ კარის, ზღურბლი უნდა გადავიარო... გადავედი... ყველაზე დიდი ზღურბლი მერე მხვდება - თვალები... გადახვევა, კოცნა, სიტყვები – არაფერი! მხოლოდ თვალები... და სიჩუმე ტევადი... ერთდროულად გავიწვდინეთ მომუჭული ხელები და ერთდროულად ვუთხარით ერთმანეთს: - ეს მედალიონი იმ ძეწკვზე დაიკიდე სახსოვრად! - ამ ძეწკვით ის მედალიონი დაიკიდე სახსოვრად... სიმწრით გაგვეცინა, ო’ჰენრი გამოგვივიდა... მერე უბრალოდ გავცვალეთ ძეწკვი და მედალიონი, როგორც მისი წაღებული და ჩემი დატოვებული გული... ისიც ვუთხარი, რაღა სახსოვრად, მე ხომ მალე მოვალ, უბრალოდ, სიყვარულის ნიშნად-მეთქი… - ო’ჰენრი მხოლოდ ნამდვილი სიყვარულისას გამოსდითო! თვალებმა დამადნო, დამწვა, ისე, რომ მხოლოდ ბანალურად შეიძლება ამის აღწერა... გავედი... ჰო ასე იყო... ახლაც ასე მოხდა... ისევ ო’ჰენრი გამოგვივიდა, ამჯერად სახსოვრად არა, მაგრამ სიყვარულის ნიშნად... მე ხომ ვიცი, რომ დღეს მოვკვდები, მაშინდელივით... მაშინაც ასე, უშნო ტყლაპანით ჩამოცვივდა ამ ხიდან ძლივს დაგროვილი ჭყაპი, ჯერ თეთრი, მერე წამი და ტალახად ქცეული... ამ ტყლაპანის მერე წინა ცხოვრება სურათებად მახსოვს... თვალის და ყურის სურათად, ანუ წამად... აზელილი... მოზელილი... შეზელილი... გადაზელილი... ტალახი, თოვლი და სიწითლე,… თუმცა სიწითლე არა მარტო აზელილი, არამედ ზღვად მომავალიც... დაცემა უამრავი... კვნესა დაუნანებელის, მხოლოდ მონატრებულის... ზუზუნი უდროოდ გამოსული ფუტკრის? არა, ეს სხვა რამეა, არათუ ფუტკარივით წმინდა, უფრო რკინა, ჟანგიანი... ეს ტყვიის ზუზუნია... ის ჩემთვის გამიზნული ზუზუნი სულაც არ გამიგონია, არც არაფერი მიგრძვნია სითბოს გარდა და ვნახე სიწითლე... მალევე დავეცი... დახუჭული თვალებით ვნახე კადრები წარსულიდან და მომავლიდან, შემდეგი ცხოვრებიდან... ვნახე ისიც, თუ როგორ დავუყვებოდი ისევ ამ ქუჩას და როგორ მოადენდა ტყლაპანს ჭყაპი იმ ხიდან... ჩემ გვერდით კიდევ დაეცნენ ბევრნი... ჩემსავით, ალბათ, მათაც ნახეს რაღაცები დახუჭული თვალებით.. მერე მოწყალების დები მოვიდნენ... გამიკვირდა, ექთნები თან არ გვყავდა... ალბათ, მერე გადაწყვიტეს წამოსვლა... ჩემთან არ მოსულან... არც დამიძახნია... თუმცა... მერე ის მედალიონი... გაკვირვება სამყაროზე დიდი... არა ის ექთანი არასოდეს ყოფილა... არა, ეს არ უნდა ექნა... თუმცა მან ხომ მე მომიძღვნა ეს ნაბიჯი... ძეწკვი მოვძებნე ჯიბეში, იქ უკვე ტალახი ჩამდგარიყო, ხელიც თმასავით გამიტალახიანდა... მაგრად დავხუჭე თვალები, კიდევ ერთხელ ვნახე, შეიძლება სიტყვებიც იყო მერე... არ მახსოვს... უკვე მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც წინა ცხოვრებაში მოვკვდი... აქ ყოჩივარდები ყველაზე ადრე ამოდის... ამ გაშლილ ველზე ზუსტად შუაში დავდექი, ერთი ყვავილი მოვწყვიტე... რა ვიცი, დღეს იქნებ სულაც გადავრჩე... რომც არ გადავრჩე, ისევ გავივლი იმ ქუჩაზე, ისევ ისეთი სველი იქნება თებერვალი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გაკვირვება სამყაროზე დიდი...
იქნებ სულაც გადავრჩე... რომც არ გადავრჩე, ისევ გავივლი იმ ქუჩაზე, ისევ ისეთი სველი იქნება თებერვალი...
გაკვირვება სამყაროზე დიდი...
იქნებ სულაც გადავრჩე... რომც არ გადავრჩე, ისევ გავივლი იმ ქუჩაზე, ისევ ისეთი სველი იქნება თებერვალი...
8. საინტერესოა, ვიტყოდი, თუმცა არ მომწონს მრავალწერტილი, ამდენი საინტერესოა, ვიტყოდი, თუმცა არ მომწონს მრავალწერტილი, ამდენი
7. რომც არ გადავრჩე, ისევ გავივლი იმ ქუჩაზე, ისევ ისეთი სველი იქნება თებერვალი... :) რომც არ გადავრჩე, ისევ გავივლი იმ ქუჩაზე, ისევ ისეთი სველი იქნება თებერვალი... :)
6. მე ხომ ვიცი, რომ დღეს მოვკვდები, მაშინდელივით...
- ო’ჰენრი მხოლოდ ნამდვილი სიყვარულისას გამოსდითო! თვალებმა დამადნო, დამწვა, ისე, რომ მხოლოდ ბანალურად შეიძლება ამის აღწერა... :):) გავედი...
ჰოდა,ასე ბანალურად ვამბობ: კარგია! და გავდივარ :) მე ხომ ვიცი, რომ დღეს მოვკვდები, მაშინდელივით...
- ო’ჰენრი მხოლოდ ნამდვილი სიყვარულისას გამოსდითო! თვალებმა დამადნო, დამწვა, ისე, რომ მხოლოდ ბანალურად შეიძლება ამის აღწერა... :):) გავედი...
ჰოდა,ასე ბანალურად ვამბობ: კარგია! და გავდივარ :)
5. საოცრად ლამაზია..... და სველი თებერვალივით უსაზღვრო სევდას აღვიძებს...... მეორე ცხოვრება.... ძალიან საინტერესოდაა დანახული სიკვდილი..... საოცრად ლამაზია..... და სველი თებერვალივით უსაზღვრო სევდას აღვიძებს...... მეორე ცხოვრება.... ძალიან საინტერესოდაა დანახული სიკვდილი.....
4. იუნკერთა შორის ერთი ჩემი მოგვარეც იყო და ხანდახან ამით ვამაყობ, თუმცა კი... იუნკერთა შორის ერთი ჩემი მოგვარეც იყო და ხანდახან ამით ვამაყობ, თუმცა კი...
1. "თითქმის გაცვეთილი, მაგრამ კარგად შავი პალტო"
ეს ფრაზა მემგონი ცოტა გასამართია. -------------------------------------------------------------------------------------- " თითქმის გაცვეთილი, მაგრამ მაინც შავი პალტო"... ან "სიძველის მიუხედავად ფერშენარჩუნებული შავი პალტო" აჯობებს მგონი.... :)
ისე, ნაწარმოები ძალიან სევდიანია და მომეწონა. 5 და წარმატებები! "თითქმის გაცვეთილი, მაგრამ კარგად შავი პალტო"
ეს ფრაზა მემგონი ცოტა გასამართია. -------------------------------------------------------------------------------------- " თითქმის გაცვეთილი, მაგრამ მაინც შავი პალტო"... ან "სიძველის მიუხედავად ფერშენარჩუნებული შავი პალტო" აჯობებს მგონი.... :)
ისე, ნაწარმოები ძალიან სევდიანია და მომეწონა. 5 და წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|