ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Oscar Kempff
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ავე მარია

ავე მარია შენს წინ ვილოცებ მუხლებმოკეცილი
ავე მარია ეგ ვერცხლისფერი ფონი როგორ გიხდება
ავე მარია მე შემოგყურებ ნაწყენი , თვალებჩაცვენილი
ავე მარია შენს სილამაზეს თვალი ვეღარ მიწსვდება ..

ავე მარია ჩვენ სულ მარტონი ვართ აქ სიბენელში
ბურუსს ხელებით ავუყვანივართ მაღლა…  ზეცაში
ავე მარია მე ჩემი სუნთქვა ჩაგიტოვე მანდვე ჩარჩოში
ვერ ჩავიხედე ოქროს , რიტმების ნაზ საბადოში ..

ავე მარია გიმზერ აცრემლილი .. ვნებით ალეწილი
ავე მარია შენ შემოგმართავ მუდარის სიტყვით და ..
ავე მარია სიცოცხლეა ამ ჩემს გულში ჩაღვენთილი
ავე მარია სიყვარული შენი სახით გულს მიბრდღვნიდა

ავე მარია დავძლიე შიში , და ჩემი თავის მეამაყება
აღარც კი მახსოვს შენი დანახვა როგორ მიჭირდა
ავე მარია დღეს ჩემი გული კვლავ  შენ  მოგყვება
და ამ ცხოვრებამ ახალი შანსი , ისევ მომყიდა

ავე მარია შენს წინ ვილოცებ მუხლებმოკეცილი
ავე მარია ეგ ვერცხლისფერი ფონი როგორ გიხდება
ავე მარია კვლავ ჩაგიხუტებ გულში მაინც კეთილი
ავე მარია აქ ალბთ ცისარტყელაც კი ჩემი იქნება

ავე მარია შენღა დამრჩი მისი სულის მოსაგონებლად                                         
თუ როგორ ცემდა ჩემი მკერდის ქვეშ იმისი გული ..
ავე მარია ჩემი იმედი მაგ შავ ჩარჩოს ისევ მობმულა
ღმერთო მიშველე ამ ჩემს გონებას ჩაჰბერე სული…

ავე მარია მე შენი მჯერა , ბრმად უსასრულოდ თან
ავე მარია ნელ ნელა მიმატოვა სასოწარკვეთილებამ
ავე მარია მზე დამანათებს თავზე , .. ასეც მოხდება !!
ავე მარია მიავიწყდება უწვერო მგოსანს ჩუმი გოდება
               
ავე მარია შენთვის ხანგძლივად , ბევრს უმღერია …
ეს ორი სიტყვა გადაფურჩქვნია ალბათ ტუჩებზე
ჩემი გრძნობები შენთვის მღერიან წმინდა მარიამ
და სინანულის ცრემლი გადმომდის მტკივან გუგებზე …

ავე მარია !! ვიყვირებ მთაში .. არწივს დავაბრთხობ
ავე მარია !! ვიცურებ წყალში ... ტალღებს გავაპობ
ავე მარია !! ამ წმინდა სიტყვებს ყველას  ვუამბობ
ავე მარია !!  ახლა ჩემს  გულში ნაზად  კიაფობ !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები