 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 21 სექტემბერი, 2009 |
არ მესმის შენი, არაფერიც არ მესმის შენი.
ერთი,გაბმული ხმაურია სუყველაფერი, რაც არ მანიშნებს, რომ სამალავი სადღაც ,ახლოა. ანდა საზრდოსკენ არ მიმახედებს.. მე მდედრი ვარ და დედა ვარ და სხვანაირად როგორ ვიქნები!
ნიავს მოჰქონდა სუნი შენი , გაუგებარი. სულ გაგირბოდი, გემალებოდი, ახლა კი , როგორ მიცახცახებს მთელი სხეული...
ნუ შემეხები!
კუდიანი ვარ, თვალმრუდი ვარ, თანაც ხელმოკლე და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი, რადგან ურყევად უნდა ვიდგე და თუ გაჭირდა, საკუთარ თავსაც გადავახტე. მე მდედრი ვარ და დედა ვარ და სხვანაირად როგორ ვიქნები!
შვილი? ა-აა, შვილი?! იმან თავის ჩანთა აივსო, მე - იმის ნაცვლად დილდილობით ვანანავებ მზეს ახალშობილს, ღამღამობით კი მთვარესა და წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ...
ჩუ, ბალახებში რაღაც ფაჩუნობს!
_ _ _ _ _ _ _ _
კენგურუ - როდესაც ბრიტანელმა მოგზაურმა ავსტრალიაში პირველად დაინახა უცნაური ცხოველი,რომელიც უხარმაზარ ბოცვერს ჰგავდა, მაგრამ მუცელზე ჩანთა ჰქონდა , აბორიგენს ინგლისურად ჰკითხა,რა ჰქვიაო. ''კენ გუ რუ''- უპასუხა აბორიგენმა,რაც ნიშნავდა ''არ მესმის შენი''.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. :) მე კი მესმის შენი. ორიგინალურია. :) მე კი მესმის შენი. ორიგინალურია.
14. ეს წაკითხული მაქვს :) ეს წაკითხული მაქვს :)
11. მრავალსახეობა პოეტისა! +2
მრავალსახეობა პოეტისა! +2
10. ორიგინალურია, თუმცა, "კენგურუს" განმარტება უფრო მომეწონა, ვიდრე თავად ლექსი.
"ლაზარე'' მეც მიყვარს და სიმართლე რომ გითხართ, არც მიფიქრია, რომ მასზე ასე დიდხანს შეიძლებოდა გემუშავათ... ორიგინალურია, თუმცა, "კენგურუს" განმარტება უფრო მომეწონა, ვიდრე თავად ლექსი.
"ლაზარე`` მეც მიყვარს და სიმართლე რომ გითხართ, არც მიფიქრია, რომ მასზე ასე დიდხანს შეიძლებოდა გემუშავათ...
9. ქალბატონი ნინოს ნაწარმოებები პირველადი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებებით არ განისაზღვება. ეს ისეთია,აი,რომ შეხვალ,დაჯდები და ჩაუფიქრდები...
ქალბატონი ნინოს ნაწარმოებები პირველადი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებებით არ განისაზღვება. ეს ისეთია,აი,რომ შეხვალ,დაჯდები და ჩაუფიქრდები...
8. ამ ადამიანს თავისი ხედვა აქვს და მე მომწონს ავანგარდიზმი პოეზიაში.კარგიააააააააა!!!!!!!!!!!!!! ამ ადამიანს თავისი ხედვა აქვს და მე მომწონს ავანგარდიზმი პოეზიაში.კარგიააააააააა!!!!!!!!!!!!!!
7. გულწრფელად ვამბობ, გაფაციცებით ვეძებ, ხოლმე, თქვენს ნაწერებში რაიმე უადგილოს რომ მივაგნო. არაფერი გამომდის. ძალიან ძლიერი არქიტექტორი ხართ ლექსის. იმედია, ამ გულწრფელობას სისუსტედ არ ჩამითვლით. ყოველთვის მიხარია თქვენს გვერდზე შემოსვლა. გულწრფელად ვამბობ, გაფაციცებით ვეძებ, ხოლმე, თქვენს ნაწერებში რაიმე უადგილოს რომ მივაგნო. არაფერი გამომდის. ძალიან ძლიერი არქიტექტორი ხართ ლექსის. იმედია, ამ გულწრფელობას სისუსტედ არ ჩამითვლით. ყოველთვის მიხარია თქვენს გვერდზე შემოსვლა.
6. დედა ვარ და სხვანაირად როგორ ვიქნები!
დედა ვარ და სხვანაირად როგორ ვიქნები!
5. ბოლომდე ვერ წავიკითხე ბოლომდე ვერ წავიკითხე
4. ლალი,ნინო, მაარიონ ძვირფასებო ,მადლობა გამოხმაურებისთვის!
ნინო ძვირფასო,მართალი ხართ,’’ლაზარე’’ სულ სხვაა. მასზე მუშაობამ, რომ იტყვიან, სიქა გამაცალა და გადავწყვიტე, რომ საკმარისია, ვერც ემოციურად ,ვერც ფიზიკურად მაგ დატვირთვას ვერარ გავუძლებ.ასაკი მაინც თავისას შვრება
ლალი,ნინო, მაარიონ ძვირფასებო ,მადლობა გამოხმაურებისთვის!
ნინო ძვირფასო,მართალი ხართ,’’ლაზარე’’ სულ სხვაა. მასზე მუშაობამ, რომ იტყვიან, სიქა გამაცალა და გადავწყვიტე, რომ საკმარისია, ვერც ემოციურად ,ვერც ფიზიკურად მაგ დატვირთვას ვერარ გავუძლებ.ასაკი მაინც თავისას შვრება
3. მახსოვს ეს ლექსი, მგონი ლიტ.გედან ... ღრმაა და საინტერესოდ იკითხება , როგორც თქვენი დანარჩენი ლექსები, თუმცა "ლაზარე" განსაკუთრებულად მომწონს :) მახსოვს ეს ლექსი, მგონი ლიტ.გედან ... ღრმაა და საინტერესოდ იკითხება , როგორც თქვენი დანარჩენი ლექსები, თუმცა "ლაზარე" განსაკუთრებულად მომწონს :)
2. კენგურუს მაინც ეცით პატივი :(( კენგურუს მაინც ეცით პატივი :((
1. ეს ვიცი და მხატვრული ექსპლიკაციაც მისი. ეგ სიტყვა თქვენგან ვისწავლე. კიდევ რაღაცეებცი და ამისთვის მადლობა.
:) პ.ს. რომ არ მომწონხართ ის უფრო მომწონს,ვიდრე როცა მომწონხართ:(
ეს ვიცი და მხატვრული ექსპლიკაციაც მისი. ეგ სიტყვა თქვენგან ვისწავლე. კიდევ რაღაცეებცი და ამისთვის მადლობა.
:) პ.ს. რომ არ მომწონხართ ის უფრო მომწონს,ვიდრე როცა მომწონხართ:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|