ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2009


გ ა ნ წ ყ ო ბ ა

(ლომს :)

უკვე მერამდენედ, ჩემს თავ ვუღალატე,
თითქოს არაფერი, მხოლოდ არეული
ფიქრი, გაორებულ გრძნობებს ვუშამათე,
ღამე ყრუ ოთახში უფრო მთვარეული,
უხმოდ დააბიჯებს, წვიმაც მეორდება,
ვითვლი...შემოდგომაც გახდა ოცდაორის,
ახლა ეს განწყობაც სხვისი გეგონება,
მე რომ ამეკიდა როგორც ორატორი.
ისევ კვამლზე ვართავ მშიერ ემოციებს,
დილა სველ ქუჩაზე ჩამოიფერთხს დაღლას,
მორიგ დუელამდე კიდევ შემომცინებს,
სულის სუიციდი, მთვრალ თვალებში
რადგან,
უკვე მერამდენედ, ჩემს თავს ვუღალატე. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები