ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2009


ანატორის აკლდამები

ხორცებდანათმობი ჩონჩხები,
წლები - საუკუნედ მომთმენი,
მზეწვია - სიცოცხლის მცოხნელი,
ფოთლები - სიკვდილის ქოთნები.
  ღილკილოაგლეჯილი მგოსნები,
  ცასშებღავლებული ბოსლები,
  ცალად დარჩენილი მლოცველი,
  მზეჩასვენებული სოფელი.
აკვნები, მანდილები, ჩოხები...
სახადშეყრილი ხომ ბერწია;
სამი დღე მიყვარდა შატილში და
ხატმა შემიჩვენა მერცია.

                                        11.07.2006

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები