ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
27 სექტემბერი, 2009


სისხლის ყივილი (დასასრული)

            სოფლის კაცები ისევ უსოს ეზოში ისხდნენ და გამალებით საუბრობდნენ ბოშათ ბანაკზე.მათ შორის იდგა დემნაც,თუმცა არას უბნობდა.მისი გონება სხვა საფიქრალს წონიდა ახლა... ვერ გაერკვია რად გაეხმო მოძღვარს ასული.განა ჭერეხზე იხილავდა რაიმე სარგოს? მრავალი კითხვა აწუხებდა რატომღაც ჭაბუკს.
            ეზოსთან მოსულ ასულს მღვდელმა უთხრა, რომ დილით აღსარებისთვის ასულიყო მასთან ტაძარში.
            წავიდა მღვდელი.
            მთვარეულივით აიარა ასულმა კიბე და საძინებლის ჩაირაზა შიგნიდან კარი.ემალებოდა თითქოს ქალი ამ ქვეყნად ყველას. მარტო დარჩენილს შემოაწვა ნაღველი გულზე. სარკმელზე სრაფად გადასწია სამზეოს ფარჩა, სარაფარდაგიც მოაფარა ტატანის სხივებს და ურვეული გაირინდა საკუთარ თავთან....         
            წაერთვა გონი...
            ორი კლდის შუა, ბეწვის ხიდზე იდგა ასული.მარჯვნივ ზარები მოუხმობდნენ,მარცხნივ - ბოშები...ორივე მხარეს მიილტვოდა სისხლი საჩქერად და აქეთ-იქით გაწელილი რჩებოდა ქარში. წვიმდა.ღვარცოფი მოსდებოდა სასჯელად მიწას და ბეწვის ხიდიც ირწეოდა ქარის თარეშში. უეცრად ნათლად დაინახა ასულმა თავზე მზეწვიას მსგავდად მოციმციმე დიდი ბორჯღალო, რომელიც ნაცვლად სინდიყვისფერ წყაროს წყალისა, ირგვლივ ლალებად ასხურებდა სისხლის მდინარეს...
            ყვავის ჩხავილმა მოიყვანა ასული გონზე...
            დამფრთხალ შველივით წამოვარდა და აქეთ-იქით ჩარაზულ სივრცეს მიეხეთქა შეპყრობილივით.
            ტაბასტამ თითქოს დაამშვიდა მშფოთვარე სული...
            წარბგახეთქილი მიესვენა თავის სასთაულს.
            დაღამებამდე არაფერი უგვრძნია ასულს.ღამით კი გრძნეულთ მოძალება შენიშნა ისევ...
            სალი კლდის მსგავსად შეუვალი წამოდგა ქალი.კედლიდან მზირალს დაუხვედრა ამაყი მზერა. მივიდა ხატთან, კელაპტრები აანთო უხვად და გაანათა ჯურღმულივით მრუმე ხომლები...გათენებამდე ილოცვიდა მუხლმოდრეკილი...
          გათენდა.ხიმეს შეერია მაკინე ობლად.ტაძრისკენ მავალს უკან სდევდა ნათელი შუქი.დედათ მონასტრის მოუხმობდნენ  ზარები უსოს.
          გარდაეწყვიტა ასულს უკვე გზა მომავლისა...
          გახარებული უცქეროდა მამაო მყაზარს და მის გულითქმას ყურს უგდებდა თვალცრემლიანი...შემდეგ კუთხევა მისცა ასულს და მისი ნდომის უკეთ აღქმისთვის მონასტერში ურჩია წასვლა...
          დედათა შორის კიდევ უფრო ამაღლდა ქალი...
          დემნას თავზარი დასცა ქალის სურვილის ცნობამ...
          დაიწყო მარხვა.
          აჰყვა უსო მონასტრის წესებს და განიწმინდა წარყმედილი ლამის და სული...
          დიდ მარხვის შემდგომ აღდომაზე დაუბრუნდა ქალი რავესშნებს.გახარებული შეეგება დემნა რცხილებთან და სანუკვარი ჩაიკრა გულში. გახელებულმა დაუკოცნა ხარბად თვალები და სამდურავი უთხრა მისგან გაპარულს ჩუმად.უსმენდა ქალი სანუკვარს და ბოლოს გაანდო, მათ შორის ეკლად გაჩხეილი ბოშის ამბავი...სუნთქვაშეკრული უცქეროდა დემნა მაკინეს და გაგონილზე მოსდიოდა ანაზდად გული...-,, ბოშამ წადილი შენი გულში ვითარ გაივლო? ვით გაუბედა საშუღარი საჯიშეს ჩვენსას"-ბდღვინავდა ვაჟი... თუმც ასული იდგა მშვიდად და მისი სიმშვიდე ედებოდა მალამოდ გულზე...
          სოფლის ფოლორცში შეყრილიყო სალოცავიდან მოსული ხალხი.მათ შორის იდგა მალხაზიც და ელოდა ასულს.
          გამოჩნდნენ ორნი.
          სიხარულით აივსო მამა და შეეგება პირმცინარეთ ლხენით აღვსილი.ასული ყელზე დაეკიდა მძივივით მამას.
          მაკინეს მოსვლამ სიხარულით აავსო სახლი.
          საკუთარ ოდას გადაავლო ასულმა თვალი და ღია სარკმელს შეაგება გულცივი მზერა.უხმო შიმუნვარს და დარაბის დახურვა თხოვა.ბოშების მხარეს სამზერელი დაიხშო ამით.მნათობთ შეეძლოთ სხვაგნიდანაც ეხილათ ქალი...
          იმ ღამით მალხაზს სტუმრად ჰყვავდა დემნას რავესშნი.მათმა სტუმრობამ სულ მცირედით დააფრთხო უსო,თუმც თვით უწყოდა,რომ ამისიც დგებოდა ჟამი.გულისფართქალით ყურს უგდებდა მამის ნაუბარს და სიხარულით ევსებოდა განწმენდილს სული.მაკინეს კარებს მორიდებით მოადგა ვაჟი და სანამ კაკუნს დაიწყებდა საყვარლის კარზე,-,,შემობრძანდიო!"-გამოსძახა ღიმილით ქალმა.დემნამ ისევე გაიკვირვა მაკინეს ქცევა, თუმც მიჩვეულმა გამოაღო ანაზდად კარი.სიტყვის უუბნოდ უცქეროდა ვაჟი პირიმზეს და გრძნობდა ღვთისგან ჩამობერტყილ წყალობის ცვენას.
          უსოს თანხმობამ სიხარული მოჰგვარა ყველას და საქორწილო სამზადისზე დაიწყეს ბჭობა.
          ქალის წინდობამ გაახარა მთელი სოფელი,თუმცა რატომღაც დააჯა ბოშათა მოდგმა...
          წინდობის ღამეს კვლავ უკეთურთ ბოგინი იგრძნო ოდაში ქალმა.უმალ წამოდგა,რომ აენთო ხატთან ხოლმები,თუმც სასთუმალთან მგდომმა ამის არ დართო ნება.ბოშის თვალებში უცნაურად კრთებოდა სხივი.იდგა და მზერით ქალის სულის პყრობას ლამობდა.მაგრამ ნაზრახი ნახრახვადვე დაურჩა რიოშს,რადგანაც ვეღარ მოერია სულით ტიტანოსს...
        ქალის ოთახში შურდულივით შეიჭრა დემნა.ეტყობა ესმა უნებურად გულის ზახილი - რად მეძახდიო,შეეკითხა ვაჟი ანაზდად,  წავიდა მისკენ,თუმც რაღაცას წამოჰკრა ფეხი და ნაფთევივით ქვედავარდა სასთუმლის პირთან... ასულს თუ ვერა, ვაჟს ხომ მაინც ავნო ბოშამ და თვითკმაყოფილი გაიცრიცა ნისლივით ჭრილში...
        დაცემულ ვაჟთან დაიჩოქა მყისვე ასულმა და სიყვარულით შეაცქერდა პირქვე დაცემულს.ვაჟმა უნებურ გაიცინა და დაჩოქილი იქვე მის გვერდით მიიწვინა ჭრელ ხალიჩაზე.მათ რაგადობას მთელი ღამე ისმენდა მთვარე,ბოშა კი სახვას მისცემოდა ქალის სავნებლად...
          გამთენიისას გაიპარა ვაჟი სახლიდან,მალხაზის ნახვას მოერიდა ჯერაც სასიძო.
          მიძინებულმა ჩანჩქერები ნახა ძილთაშინ და უჩვეულო წინათგრძნობით აევსო სული.შიშის ზარები ჩამოესმა რატომღაც ასულს...სწრაფად წამოდგა, გაირბინა  ეზო ცვრიანი  და დემნას სახლში შეირბინა შეშფოთებულმა.-,,სად არის დემნა?"-ჰკითხა ვაჟის დამხმარე დიაცს,-..ტყისკენ წავიდა ალიონზე"-მიუგო ქალმა.უსო მაშინვე გამობრუნდა,მიადგა თავლას და რახსი ცხენით გაეშურა დემნას საძებნად.
          გახელებული მიაპობდა ულაყი ტევრებს და იტოვებდა უკან ჩლიქით გათელილ ჟიჟოს.ჩქერალთან მისულს უსიამოდ გაუკრთა გულში და ფეხაკრეფით გაიარა ჯიხვის საფრენი.დემნას ულაყთან შორიახლოს მეორე ცხენი იხილა ქალმა.წამსვე წარსული გაახსენდა და იჭვეული მიაპყრო მზერა ზურმუხტ ჩქერალებს.წყალში მარტოკა ცურაობდა მისი რჩეული...
          თავის იჭვებზე გაეცინა ასულს უნებურ და უფრო ახლოს მიეპარა უბადლო მცურავს.ჩქერალის თავზე ბინდისფერი შენიშნა უსომ და უნებურად დაუძახა თავის მზეჭაბუკს.მობრუნდა ვაჟი.ქალის ხილვამ უფრო აღაგრძნო და ბედნიემა კვლავ მადლობა შესწირა უფალს.ასულთან ახლოს გამოსცურა ვაჟმა და სთხოვა,რომ მასთან ერთად ებანავა ამ ნათელ დილით.მაკინემ ცისკენ გააპარა მალული მზერა და სატრფოს თხოვა წაჰყოლოდა ახლავე სახლში.მაგრამ ჭაბუკი არ იშლიდა რატომღაც მისას და საცურაოდ მოუხმობდა თავის სეფეთდარს...მაკინემ ისევ ბურუსისკენ მიაპყრო მზერა და უნებურად მდინარეში ჩაუცდა ფეხი.ლამის ხელებში ჩაუვარდა მომღიმარ ჭაბუკს...
          ვაჟმა მაშინვე შემოხვია საცოლეს ხელი და წყლის სიღრმეში გაიტაცა ნაქურდალივით.კლდიდან ჩამოშლილ ლოდებისკენ გაცურა უმალ, თითქოს პირუტყვებს მოარიდა ალერსი ქალის.ქვებზე მიწოლილს დაუკოცნა სახე ჭაბუკმა და საუკუნო სიყვარულის დაუდო ფიცი.უცქერდა უსო სიყვარულით ავსებულ თვალებს და მის წინ თრთოდა სიყვარულით აღტყინებული.ვაჟკაცის ვნებას ტალღასავით აჰყვა ასული,ის იყო უკვე ვნების ზღვაში იწყებდა ცურვას,რომ ვაჟის უკან ბოშას მოჰკრა ქალმა თვალები.მტარვალი ჩუმად მოიწევდა სატევრით ხელში...შავი ბურუსის არსი წამსვე შეიცნო ქალმა და ცას ახედა საყვედურით სავსე თვალებით. ბოშის სატევარს ალესილი უჩანდა პირი და გრძნობდა ქალი ნიაღვარად მოვარდნილ საფრთხეს... თვალცრემლიანმა ჩაისუნთქა ხარბათ ჰაერი,მოავლო თვალი ღრანტეებზე აქოჩრილ ტყეებს,სატრფოს თვალებში ჩააცქერდა დიდი ალერსით და ვაჟის ნაცვლად მისი მკერდი დაუდო ბოშას.ვერც კი მოასწო გაესაზრა ლირფმა რაიმე,რომ მკერდნაგვემი ჩაუვარდა ქალი ხელებში. ორი ვაჟკაცის ხმამ ერთბაშათ შეძრა გარემო...
          სულისწამღებად ღრიალებდნენ ორნი ღრანტეში.
          ქალი კი იწვა და სრულებით ვერ გრძნობდა ტკივილს,დაჭრილ სხეულში სიყვარული ენთო კოცონად...მდინარეს ლალის ბილიკივით მიჰქონდა სისხლი...
          შეშლილ თვალებით შესცქეროდა კანჯარი უსოს და თან გველივით თავს ურტყამდა ალესილ კლდეებს.უგონო ვაჟი წარიტანა მალე დინებამ და ჯურღმულისკენ გააქანა,ვითარც ფოთოლი...
          დემნა უცქერდა ფერდაკარგულ ასულს სახეზე და ვერ ბედავდა მისულიყო გვემულთან ახლოს;მაგრამ როს წყალი ბოშასავით ეძგერა ასულს და ჯურღმულისკენ დაუპირა მასაც წაღება,ხელის კანკალით შემოხვია სიბაზე ხელი და ნაპირისკენ წაიყვანა გულისწამღები.ყვავილებს შორის დააწვინა ვაჟმა ასული,მკერდზე დაადო სასმენელი სასომიხდილმა და ჯერაც მფეთქავ გულს დაუგდო ყური კანკალით.
          იგრძნო ჭაბუკმა გარდუვალი სიკვდილი ქალის... შეშინებულმა აწია ცოტათი მაღლა და ნეტარებით დაეწაფა ლიბრისფერ ტუჩებს.
          გარდაცვალება არ უგვრძნია სასოწარკვეთილს....არც ჭექის ხმა და ჩამოვარდნა მიწაზე მეხის...იწვა წვიმის ქვეშ,ვითარც წეღან ჩქერალებს შორის და სატრფოს ხვევდა სიყვარულით სიბაზე ხელებს...რა ჟამს მოგროვდა ჩქერალებში სოფლის მავანი,ვით ააგლიჯეს ხელებიდან უსულო უსო,ვერც მიხვდა ვაჟი...
          სოფლის ფოლორცებს ღვარცოფივით მოაწყდა ხალხი.ისედაც წვიმდა,იქცეოდა ზეცა მიწაზე...პირგამეხილი იდგა მამა ღია ჭიშკარში და უცქეროდა ნიაღვარად წამოსულ მავანს.შვილის წინაშე ჩაიმუხლა სიმწრით მალხაზმა და დაუკოცნა ჩაცვენილი თვალები ასულს. ასწია თავი,მიმოავლო თვალები არეს და შეშლილ მზერით მაცქერალი იხილა ვაჟი.წამოდგა მამა,მიიზიდა ვაჟკაცი მკერდთან და შემოაჭდო მარწუხები უგონოდ მწუხარს...
          მავანის მსგავსად დასტიროდა ზეცა მაკინეს.გადაუღებლად წვიმდა,ლეკდა ირგვლივ ყველაფერს... თუმცაღა მაშინ,როს ასულის სანეშტე ხელში აიღეს და კარს მიაშურეს სოფლის კაცებმა,გაჩერდა წვიმა,გაიკრიფა სადღაც ღრუბლები და მზე გამოჩნდა სხივკვეცილი და უნიათო...
          მულღაზანზაროს გზას დაადგნენ უსოს მზიდველნი,მისსავე შექმნილ ყვავილნარში მისცეს მისცეს ალაგი...
         
          **********
          ორიოდ დღეში დაიწმინდა სრულიად მიწა,თავის კალაპოტს დაუბრუნდნენ მწირი რუები,რომლებიც სოფელს ღვარცოფებად უვლივდნენ ირგვლივ. ჭერეხის გასწვრივ არსად ჩანდა ბოშათ ბანაკი.წვიმისას ქვაბულთ შეაფარეს ზეგანში თავი...თუმც ერთი ქალი დადიოდა ზევით და ქვევით და გამყინავად გაჰკიოდა რაღაცას მისთვის...
        კენარი უსოს დაკრძალვიდან მეოთხე დილას სალპინგის მსგავსი შემოესმა სოფელს ზახილი,თითქოსდა ვინმე აღსადგომად უხმობდა ცხედრებს.სოფელი ისევ შემოაწყდა ფართო ფოლორცებს და ახლა ბოშათ სამძიმარის შეიქმნენ მოწმე...ურემზე იდო წყლით გვემული ბოშის ცხედარი. მალხაზთან ერთად გაეშურა დემნაც საცქერლად... ყველამ უწყოდა ვის სტიროდნენ ახლა ბოშანი...
        სოფლის მავანი ქუდმოხდილი იდგა ფოლორცში...
        მაშინ როს, ბოშათ ქარავანი გასცილდა ხიმეს და მათი კვალიც თან წალეკა მოსულმა წვიმამ, მალხაზმა იხმო მგლოვიარე ჭაბუკი მასთან და თვისი ნდომა გაუმხილა სიძედ წოდებულს...აღარ ენება მიწიერთა შორის ცხოვრება და მონასტერში აპირებდა დღეიდან წასვლას.
        გასავალს გამცდარს ჭიისკართან დაუხვდა ძაღლი.მოხედა სახლ-კარს,მიმოავლო თვალი მამულებს და უცებ ჭასთან საოცრება იხილა დიდი-თამარის შემდგომ თედოს მიერ დარგულ ასკილის ბუჩქს, ამ ხნის მანძილზე, დღეს პირველად ესხა ყვავილი...ნეტარი სითბო ჩაეღვარა მალხაზს გულმკერდში.მშვიდობის ნიშნად მიიჩნია ეს სასწაული და ძაღლთან ერთად აჩქარებით აუყვა აღმართს...
       
       
                                (დასასრული)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს