ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნისაბა
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2008


***

წვიმის ფარდები
გადათელილ ბილიკებს ფარავს...
ოცნებით თვალი
ულამაზეს სურათებს ხატავს...
შენ მაგონდები
და მოგონება ვაქციე ხატად...
მე  შენ მიყვარხარ...
სიტყვები იქცა ცარიელ ფრაზად
და იცი რატომ?
იმიტომ, რომ მიმატოვე,
როგორც მზემ სიფრიფანა
ყვავილი ქარში..
ნუგეში?
არსაიდან ჩანს იგი
და ამიტომაც აღარსად ვეძებ...
სიცოცლე უშენოდ
გადაიქცა საშინელ
ზღაპრად...
მხოლოდ მოგონებები დამრჩენია
მეოხად ახლა...
იმედი?
იმედიც ისე გაუჩინარდა,
ვით ცივი თოვლი
გაზაფხულის მზით გამთბარ
გზებზე...
და მაინც,
გეტყვი,
იცოდე, მინდა...
ისევ მიყვარხარ
და
გე ლო დე ბი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები