ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2009


ოთახი

ოთახი,სადაც
ჩემს ფიქრებს ღვიძავს,
შიშს და სიჩუმეს
ვეღარ იცილებს,
სადღაც ამხნევებს
შვილობილს ძიძა
და ფეხშიშველა
დაძრწის სიცივე.

სივრცეს აწყდება
თავაწყვეტილი,
ქარის რისხვა და
ტალღის სიმლაშე,
და ვდგავარ როგორც
მრავალწერტილი,
სიზმარისა და
ცხადის წინაშე...
------------

გაკვალულია თოვლი და ხნული

გაკვალულია
თოვლი და ხნული,
შეღობილი აქვს
საზღვარი ფართობს,
აქ ისე ბევრი
რამეა თქმული,
რომ უნდა ვდუმდე
და მაინც ვამბობ...

ისე თბილი ხარ
და ისე სუფთა,
რომ არც კი მიმძიმს
ცოდვის გამხელა,
მე ამ ლექსითაც
შენ გპარავ სუნთქვას,
და მერე ჩემსას
ვარქმევ სახელად...
-----------------

მატარებელი

მ    ა    ტ    ა    რ    ე    ბ    ე    ლ    ი
მწუხარე    დღის      მიყვება        ამბავს,
ბეჭებზე    მთები    დასწოლია  ვით

პ      ი      რ      ა      მ      ი      დ      ა

ერთი  გვირაბიც  საბოლოო  იქნება  ალბათ
და  სხვა  ცხოვრებას    დავინახავთ იმ
          გ  ვ  ი  რ  ა  ბ  ი  დ  ა  ნ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები