ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასასი
ჟანრი: პროზა
26 სექტემბერი, 2009


ფეხსაცმლის საჩივარი


      ბიოგრაფიის მოყოლა მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ... მე არ მაქვს პროფესია, არც განათლება ოქსფორდში და არც სხვა ღირებული. როგორც ვიცი, ბიოგრაფიას დაბადებით იწყებენ ხოლმე..
იტალიაში დავიბადე, ლომბარდიაში. ბევრს ნურაფერს მკითხავთ მსოფლიოში ცნობილი ქალაქის შესახებ.. მხოლოდ რამდენიმე წუთით შევავლე თვალი დღის სინათლეს და ყუთში აღმოვჩნდი. სიბნელემ თვლემა მომრია. როდესაც გავიღვიძე, ჩემს ყუთს თავს ხდიდნენ. შეძახილები დამამახსოვრდა, ყველა ხელში მიღებდა და მეფერებოდა... უცებ, სარკეში შევავლე საკუთარ თავს თვალი! მართლა ლამაზი ვიყავი!... მაღალი ქუსლით, წითელი ფერით... ყველას ოცნების არსება.....
ვიტრინაში გამომჭიმეს. თვალწინ ხმაურიანი ქალაქი გადამეშალა. თვალიერება დავუწყე მანქანებსა და ხალხს... ვიტრინის წინ უამრავი ადამიანი ჩერდებოდა, ძირითადად, ქალები... გაოცებული ვრჩებოდი! თან მიყურებდნენ და თან არა.. ხანდახან გამეპრანჭებოდნენ, გამიღიმებდნენ, მერე თმებს გაისწორებდნენ და გზას განაგრძობდნენ.
ორმა კვირამ განვლო... ადგილი არ შემიცვლია, ფეხი მეტკინა ერთ ადგილას დგომისგან... დილაობით მტვერს გადამწმენდდნენ და ეგ იყო!.. ოცნებად მექცა მინის მიღმა ცხოვრება. მოსიარულე კედებთან, კლასიკურ ფეხსაცმელებთან საუბარი... გაპრანჭვა.. ქუჩაში ბევრს შეხვდები სიმპათიურ მამაკაცს...
ვწითლდები... თაყვანისმცემლები უკვე გამომიჩნდნენ... გვერდით ვიტრინაში სიმპათიური ფეხსაცმელი დადეს... გარუჯული ტყავი აქვს... დანახვისთანავე შემიყვარდა... ისიც სანდომიანად მიყურებს, ჩემს ქუსლს ათვალიერებს. ძალიან ვნერვიულობ.. ისედაც წითელი, უფრო ვიმათებ ფერს... ორი დღის შემდეგ, სიყვარული ამიხსნა!.. ცაში დავფრინავ ბედნიერებისაგან. ვოცნებობდი, როდის ვიქორწინებდით, როდის გვეყოლებოდა შვილები. პირველი ბიჭი მინდოდა, მამასავით გარუჯული, ახოვანი... მაგრამ...
ის დღე საბედისწერო იყო ჩემს ცხოვრებაში. სექტემბერი იდგა. ქალაქი წვიმისათვის ემზადებოდა. ტკაპ, ტკუპ!... გამზირი დასველდა. ვხედდავთ გაქცეულ ადამიანებს, მათ ფეხქვეშ მოძნები ჭრიჭინებენ და ტკივილისაგან იღმიჭებიან.. წვიმა ძალიან რომანტიკულია, ბედნიერი ვიყავი, ჩემს გვერდიტ საყვარელი არსება რომ იყო...
მაღაზიის კარი გაიღო... სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა. გამყიდველები შემოეხვივნენ, არჩევანს სთავაზობდნენც უამრავ ფეხსაცმელში... ის კი წამოვიდა და “ის” აიღო... მოირგო, გაიარ-გამოიარა და წავიდა.. მახსოვს მისი ცრემლიანი თვალები, სიყვარულს  რომ მეფიცწებოდა...
მას შემდეგ მოვიწყინე.. აღარც წითლად ვკიაფებდი, ქუსლზე ჩავიჩოქე.. საბოლოოდ, ერთი ახალგაზრდა გოგონას ხელში აღმოვჩნდი.
ისევ ყუთი, ისევ გზა... ყუთიდან კარადაში მოვხვდი. უამრავი ფეხსაცმელი შემომეგება.. ყველა სპორტული იყო, ძირითადად, კედები... თურმე, გოგონა სკოლას ამთავრებდა და მე ვჭირდებოდი!... ეს ღამეც დადგა.. პირველად ჩავიდა ადამიანის ფეხი ჩემში... ახლა მე სრულქმნილი ვიყავი!...უცებ, გაშლილ, ლამაზ დარბაზში ქაღმოვჩნდი უამრავ ფეხსაცმელთან ერრთად... გაოცებულები მათვალიერებდნენ. ქალები დამცინავად, ძლიერი სქესი კი თვალევბს მიჟუჟუნებდა... ერთ-ერთი მომეწონა, “მას” მივამსგავსე... ჩემი მფლობელი მისას ეცეკვებოდა.. თვალს არ მაცილებდა, თუმცა ხმა არ გაუცია.. უცებ, აუტანელი ტკივილი ვიგრძენი! ქუსლი მომტყდა!... ღმერთიო ჩემო! ტკივილი ტკივილად, სირცხვილი კი უფრო აუტანერლი იყო!.. სხვადასხვაფერის ქალებმა სიცილი დამაყარეს, მამაკაცებმა ცხვირი ამიბზუეს...
ხელოსანმა უხეიროდ მიმამაგრა ქუსლი!... აღარ ვვარგივარ, ვკოჭლობ.. გოგონა ამ საბედისწერო ღამის შემდეგ აღარ მომკარებია. შემიძულა... ახლა დედამისის საკუთრება ვარ, არც მწმენდს, არც მასუფთავებს.. ჭუჭყიანი წინდით დადის. უსიამოვნო სუნი დგას ჩემს გარშემო. დეპრესია დამემართა... პიკი ერთი შემთხვევა იყო, სიკვდილი გადავწყვიტე!...
ქუჩაში მივდიოდი, გაზინტლული, სუნიანი!... უეცრად, ჩემი პატრონი შეჩერდა და საუბარი გააბა, ჩემს წინ კი  “ის ” აღმოჩნდა. მოვლილი, სუფთა.. ახალივით გამოიყურებოდა... ცრემლები ღაპა-ღუპით წამომივიდა, ის დამნაშავესავით მიყურებდა... მომიყვა ცოლზე, ორ შვილზე, პირველი ბიჭი იყო, მასავით გარუჯული... ბედნიერი კაცი ვარ, ულამაზესი ქალი შემხვდაო... მერე უცებ აჩქარდა, უნდა წავიდეო.. ცხვირზე ხელი მოიჭირა და...
ერთი სიკვდილი გავათავე.. დავმცირდი, სიცოცხლე აღარ მინდა... ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი წერილია. გთხოვთ, ნურავის დაადანაშაულებთ ჩემს სიკვდილში.. იმ დღეს ვწყევლი, როცა გავჩნდი, ვწყევლი იმ ადამიანს, რომელმაც გამაჩინა, გამყიდა და უბედურ დღეში ჩამაგდო. მშვიდობით!..
მეორე დღეს, ქალბატონმა ელიზაბეტმა კარადაში ქუსლებდატეხილი, დაჭმუჭნული წითელი ფერის ტყავის ნაგლეჯი აღმოაჩინა.
_ დიდი ხანია ამის გადაგდება მინდოდა!.. _ მარწუხი მოკიდა და სანაგვე ურნაში ჩაუძახა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები