| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 29 მაისი, 2008 |
მარტის შვიდია, სიმშვიდეა, ვხედავ მიდიან წვიმიანი დღეები მწყობრით, დგებიან რიგში სიკვდილისთვის როგორც მოკვდავნი_ გრძელი ლაბადით, დიპლომატით და შავი ქოლგით... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი დროის, ნაწვიმარ გზებზე შიშინია საბურავების... სახლიდან სახლზე, ეზო-ეზო გადარბის წვიმა, იზნიქებიან სისველისგან სახურავები... დახატა წვიმამ სევდიანი და სველი ქუჩა, თუმც ასფალტები შუქნიშნებით ააფერადა, ქალაქის სამოსს ნაზამთრალ და დამტვერილ ხავერდს პრიალ-პრიალა ატლასები აცვა პერანგად... სისველე მაფრთხობს, სიცივეა და თითქოს სუნთქვაც და თითქოს სუნთქვაც ნოტიო და იისფერია... აღარ მხიბლავენ (დავიღალე) ლექსი და რითმა თითქოს ცხოვრება სევდიანი რომანსეროა. აღარ გირეკავ, მეშინია, დამიშალო იქნება წერა და ყველა სიტყვა გაატანო მაღალ კვიპაროსს, აღარც გნახულობ, მეშინია, გაშალო კარტი და ყველა ცოდვა წვიმიან მარტს გადააბრალო... ისევ ნისლია... ირიბია გზები შენამდე, არ ამიცურდეს, ნეტავ, ფეხი სველ ფილაქანზე... ვუმზერ მიმოზებს გალუმპულებს და მაინც მშვიდებს, ვუმზერ მიმოზებს, თუმცა ვფიქრობ იასამანზე... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი ფიქრის... ისევ წვიმაა... ისევ მარტი... და ისევ შვიდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. არაჩვეულებრივად წერ,ძალიან ვისიამოვნე არაჩვეულებრივად წერ,ძალიან ვისიამოვნე
24. ვუმზერ მიმოზებს, თუმცა ვფიქრობ იასამანზე... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი ფიქრის...
ვუმზერ მიმოზებს, თუმცა ვფიქრობ იასამანზე... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი ფიქრის...
21. ''აღარ მხიბლავენ (დავიღალე) ლექსი და რითმა თითქოს ცხოვრება სევდიანი რომანსეროა. აღარ გირეკავ, მეშინია, დამიშალო იქნება წერა''...
მშვენიერი. ``აღარ მხიბლავენ (დავიღალე) ლექსი და რითმა თითქოს ცხოვრება სევდიანი რომანსეროა. აღარ გირეკავ, მეშინია, დამიშალო იქნება წერა``...
მშვენიერი.
20. კესარია, მომენატრე... კესარია, მომენატრე...
19. არჩვეულებრივიააააააააააააააააა არჩვეულებრივიააააააააააააააააა
18. წვიმაა..მარტია..და ვიფიქრე ბანალური იქნებოდა..მაგრამ შევცდი..და გამიხარდა.. სხვანაირად მოიტანე.. გმადლობ :) წვიმაა..მარტია..და ვიფიქრე ბანალური იქნებოდა..მაგრამ შევცდი..და გამიხარდა.. სხვანაირად მოიტანე.. გმადლობ :)
17. ვუმზერ მიმოზებს გალუმპულებს და მაინც მშვიდებს, ვუმზერ მიმოზებს, თუმცა ვფიქრობ იასამანზე... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი ფიქრის... ისევ წვიმაა... ისევ მარტი... და ისევ შვიდი...
......5 ვუმზერ მიმოზებს გალუმპულებს და მაინც მშვიდებს, ვუმზერ მიმოზებს, თუმცა ვფიქრობ იასამანზე... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი ფიქრის... ისევ წვიმაა... ისევ მარტი... და ისევ შვიდი...
......5
16. მშვენიერია 9 ქულა ლამაზი, შინაარსიანი და მელოდიური ლექსი. ისე დახატა სურათი პირველ ნაწილში, რომ ესევე თვალწინ დამიდგა და მეორე ნაწილში უკვე გრძნობების ხატვაზე გადავიდა და თან კარგადაც.
ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი ფიქრის... ისევ წვიმაა... ისევ მარტი... და ისევ შვიდი...
მშვენიერი სევდაა
მშვენიერია 9 ქულა ლამაზი, შინაარსიანი და მელოდიური ლექსი. ისე დახატა სურათი პირველ ნაწილში, რომ ესევე თვალწინ დამიდგა და მეორე ნაწილში უკვე გრძნობების ხატვაზე გადავიდა და თან კარგადაც.
ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი ფიქრის... ისევ წვიმაა... ისევ მარტი... და ისევ შვიდი...
მშვენიერი სევდაა
15. 5 ძალიან მაგარია... 5 ძალიან მაგარია...
14. ;;) კესო, აქ ყოველთვის მუსიკაა, რომელიც მე საოცრად მიზიდავს.... 5 ;;) კესო, აქ ყოველთვის მუსიკაა, რომელიც მე საოცრად მიზიდავს.... 5
13. თუმცა ვფიქრობ იასამანზე... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი ფიქრის...:)
თუმცა ვფიქრობ იასამანზე... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი ფიქრის...:)
12. ქეთევან :) მიყვარს მიყვარს მიყვარს თქვენი პოეზია :) ქეთევან :) მიყვარს მიყვარს მიყვარს თქვენი პოეზია :)
11. ვხედავ მიდიან წვიმიანი დღეები მწყობრით დგებიან რიგში სიკვდილისთვის როგორც მოკვდავნი_ გრძელი ლაბადით, დიპლომატით და შავი ქოლგით... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი დროის,
გავჩუმდი.. ძალიან ვიგრძენი.. დავინახე.. ვხედავ მიდიან წვიმიანი დღეები მწყობრით დგებიან რიგში სიკვდილისთვის როგორც მოკვდავნი_ გრძელი ლაბადით, დიპლომატით და შავი ქოლგით... ისევ ნისლია, ირიბია ბილიკი დროის,
გავჩუმდი.. ძალიან ვიგრძენი.. დავინახე..
10. ჩემი ფრიადოსანი გოგო. ლამაზი...ლამაზი...
ჩემი ფრიადოსანი გოგო. ლამაზი...ლამაზი...
9. ისევ წვიმაა... ისევ მარტი... და ისევ შვიდი...
მიყვარს კესო, წვიმა, მარტი და შვიდი....:) ვმშვიდდები, როცა კესოს ლექსებს ვკითხულობ ისევ წვიმაა... ისევ მარტი... და ისევ შვიდი...
მიყვარს კესო, წვიმა, მარტი და შვიდი....:) ვმშვიდდები, როცა კესოს ლექსებს ვკითხულობ
8. ნინი, მეც მიხარია, გიცნობ როგორც პოეზიის დიდ მოყვარულს, სასიამოვნო იქნება პირადადაც თუ გაგიცნობ... თეკ, ორმხრივად... რაც შეეხება საბურავების შიშინს, სმენითი პლანიც მინდოდა შემომეტანა და არა მარტო ხედვითი... ნიკა, თამარ, სანათა, ნიჩორტა, მიხარია და ვაფასებ ტქვენ აზრს...:) მარიამ, დიდი სიამოვნებით მოვალ და კიდევ ერთხელ შეგხვდები...:) ნინი, მეც მიხარია, გიცნობ როგორც პოეზიის დიდ მოყვარულს, სასიამოვნო იქნება პირადადაც თუ გაგიცნობ... თეკ, ორმხრივად... რაც შეეხება საბურავების შიშინს, სმენითი პლანიც მინდოდა შემომეტანა და არა მარტო ხედვითი... ნიკა, თამარ, სანათა, ნიჩორტა, მიხარია და ვაფასებ ტქვენ აზრს...:) მარიამ, დიდი სიამოვნებით მოვალ და კიდევ ერთხელ შეგხვდები...:)
7. მომწონს შენი ლექსები... მომწონს შენი ლექსები...
6. კესო, პირველ ივნისს, კვირას ,2 საატიდან "მზიურში" გეპატიჟებით "ბოვშვებიანად"საბავსვო მწერლებიან-გამომცემლებიანად კესო, პირველ ივნისს, კვირას ,2 საატიდან "მზიურში" გეპატიჟებით "ბოვშვებიანად"საბავსვო მწერლებიან-გამომცემლებიანად
5. ვუმზერ მიმოზებს გალუმპულებს და მაინც მშვიდებს, ვუმზერ მიმოზებს, თუმცა ვფიქრობ იასამანზე... ოოო, რა ნაცნობიააა... ვუმზერ მიმოზებს გალუმპულებს და მაინც მშვიდებს, ვუმზერ მიმოზებს, თუმცა ვფიქრობ იასამანზე... ოოო, რა ნაცნობიააა...
4. ისევ ნისლია... ირიბია გზები შენამდე, არ ამიცურდეს, ნეტავ, ფეხი სველ ფილაქანზე... ვუმზერ მიმოზებს გალუმპულებს და მაინც მშვიდებს, ვუმზერ მიმოზებს, თუმცა ვფიქრობ იასამანზე...
ძალიან ლამაზია! 5 ისევ ნისლია... ირიბია გზები შენამდე, არ ამიცურდეს, ნეტავ, ფეხი სველ ფილაქანზე... ვუმზერ მიმოზებს გალუმპულებს და მაინც მშვიდებს, ვუმზერ მიმოზებს, თუმცა ვფიქრობ იასამანზე...
ძალიან ლამაზია! 5
3. "თითქოს ცხოვრება სევდიანი რომანსეროა" ადამიანი, რომელიც გრძნობს თითოეულ სტრიქონს, ადამიანი, რომელსაც დიდი ჰორიზონტი აქვს! ადამიანი, რომელის სულ ძიებაშია!
და მე მიყვარს!
ოღონდაც საბურავების შიშინი რაღაც ვერ აღვიქვი... ;) "თითქოს ცხოვრება სევდიანი რომანსეროა" ადამიანი, რომელიც გრძნობს თითოეულ სტრიქონს, ადამიანი, რომელსაც დიდი ჰორიზონტი აქვს! ადამიანი, რომელის სულ ძიებაშია!
და მე მიყვარს!
ოღონდაც საბურავების შიშინი რაღაც ვერ აღვიქვი... ;)
2. და ყველა ცოდვა წვიმიან მარტს გადააბრალო...
და ყველა ცოდვა წვიმიან მარტს გადააბრალო...
1. მიხარია ეს ავტორი რომ გავიცანი :)5 მიხარია ეს ავტორი რომ გავიცანი :)5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|