ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2009


,,განვედი ჩემგან"

ვეღარ მოგიცილე,
აღარ გააჩერე ხელების ფათური სულში...
გამოვიქეცი და
ფეხი წამოვკარი წარსულს-
კვლავ შენს წინ დავეცი.
ბნელოდა.
ცეცებით მოვედი შენთან;
ნეტავ რას ველოდი?
ისევ საკრალური ვიხილე სახე...
თურმე არაფერი შეცვლილა შენში და
თურმე ანგელოზი
სულ ტყუილ-უბრალოდ ვსახე...
        *      *      *
,,განვედი ჩემგან!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები