ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2011


გვირილა

არა...
კი...
არა..
კი...
არა...
კი?
მიწაზე ვეღარ ვეტევი,
მართალია, თუ არაკი?
კი...
არა...
კი...
არა...
კი...
არა?
მიწაზე დავრჩი, სად წავალ?
კაცი ვარ, ღმერთი კი არა.
იარა, დიდხანს იარა,
ფეხით - რაშებით კი არა,
თანაც იმდენი იარა
გაუტკივილდა იარა.
მაინც ბოლომდე იარა,
ტვირთით, მსუბუქად კი არა,
მიწაზე დარჩა, სად წავა?
კაცია, ღმერთი კი არა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები