ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2009


თაი, ალუბლები

თაი გაიღვიძე,
დილაა ადრიანი
ცის თაღს მზე დააჩნდა -
ცისფერი ქვედაბოლო
ღრუბლით დაუქარგავს
ალაგ-ალაგ
ქარი უშრიალებს
(ისე სხვათაშორის)
ფიქრი შემეპარა,
კოცნით შეგეპარე
ყელთან,
გაახილე თვალი,
უნდა გესაუბრო...
უნდა დაგიხატო...
გზა და ალუბლების
რიგებს,
ქარი ვერ დაამტვრევს,
ქარი ვერ დააცვენს,
თაი დამიჯერე ყვავილს.

ყელთან შეგეპარე,
უნდა გესაუბრო,
თაი გაიღვიძე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს