ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2008


50+1 გაგრძელება

4 ხელი

ოთახში დიდი, შავი მაგიდა დგას  და 45 კილოგრამამდე წიგნების სიმძიმეს  უძლებს, სიგარეტის კვამლი ჭერამდე თავისუფლად ადის, მერე იფანტება და ფანჯრისკენ მიიწევს, საიდანაც თავის მხრივ რკინაზე რაღაცის დარტყმის ხმა შემოდის და სავარზელში სხეულისნეტარებისამებრ გართხმულ მე და ჩემს მეგობარს დროდადრო ნერვებს გვიშლის, მე წინ სიგანეში უფრო გრძელი სარკე მიდგას და იქედან ვუყურებ მეგობარს, ხელში გალაკტიონის წიგნი მიკავია და ლექსისი წაკითხვას ვაპირებ
19 წლის ვარ...
_ მაგარი ლექსია ლევან _ მივმარტავ  მეგობარს და ვცდილობ ხელოვნებაზე დიალოგში ავიყოლიო
_არვიცი წაიკითხე _ მეუბნება მეგობარი და სხეულს სავარძელსი ახალი ტიპის ნეტარებას აძლევს
მე ლექსის კითხვას ვიწყებ,ხანდახან ხმას ვუდაბლებ რომ ლევანმა უფრო განიცადოს მისი სიდიადე, ხოლო ისეთ სიტყვებზე როგორიცაა სიყვარული, ხნას სიჩუმემდე ვაგდებ და ვთრთი, ყოველივე ამის პარალელურად ლევანს სარკიდან ვაკვირდები, მას თველები აქ დახუჭული და ხანდახან ცერა თითს მანახებს ემოციის დასადასტურებლად,ლექსს ვამთავრებ და ორივენი გამაააზრებელ პაუზას ვიღებთ.
_ მარტო ამისთვის ღირს სიცოცხლე _ დაძაბული ამბობს ბოლოს ლევანი და ფეხზე დგება
ისიც 19 წლისაა...
_ მე იესო მიყვარს _ მეუბნება მოულოდნელად ლევანი და ისე მიყურებს ვიცი შეკითვა უნდა დავუსვა
_ იესო ყველას უყვარს. გააჩნია შენ რისთვის გიყვარს? _ მეცინება მე
_ არა მე იესო მიტომ მიყვარს რომ კაცობრიობის ისტორიასი ის იყო პირველი ვინც მტრის მიმართ სიყვარულით მოკვდა
_ ლევან რას ამბობ ამიხსენი _ვამხნევებ მე
_ რა ვერ გაიგე? _ ხმას უწევს მეგობარი _ აფურთხებდენ, ცემდნენ ის კი მათზე იძახოდა შეუნდე ღმერტო რამეთუ თვითონაც არ იციან რასა იქმნ.
ლევანი ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სავარძელსი ჯდება და იქედან ამთავრებს აზრს:
_ მარტო ეს ადასტურებს რომ ის ღმერთი იყო
ოთახში სიჩუმე ვარდება, ორივენი ვეწევით სიგარეტს და ბოლის გამოშვებისას თავებს მაღლა ვწევთ.
_ ხელოვნებაა ყველაფერი ლევან _ ვეუბნები მე _ არაფერი ღირს მის გარეშე, ფული და სიმდიდრე  მეცოდება კიდეც, ის ხომ პატარა ადამიანების პრეზიდენტები არიან
_ მე უფრო პატარა ადამიანები მეცოდები _ ისინი ხომ ამ პრეზიდენეტბის მონები არიან _ მახვილგონივრულ კალამბურს ამბობს ლევანი და ორივენი სიცილს ვიწყებთ
ორივენი 19 წლის ვართ...
ოთახში მოქმედება იგივე რეჟიმსი გრძელდება, სესაბამისად სიჩუმეა და მაღლა აწეული თავებიდან კვამლი მოძვრება, მაგრამ ყოველივე ამას ტელეფონის სპეციფიკური ხმა არღვევს, მე ყურმილს ვიღებ და ოდნავ აგდებულად ვამბობ ალოს,
_სახლსში ხარ? _ მესმის ჩემი და ლევანის საერთო ნაცნობის ნატას ხმა
_ არა _ ვხუმრობ მე
_ მოვალთ მე და ქეთა ხო?
_ მოდიტ შენ და ქეთა ხო _ ვუდასტუებ მე ნატას
_ ოკ _ უხარია ნატასაც
_ოკ _ ვადასტურებ ისევ მე და სხეულყურებისგარეშე დიალოგიც მთავრდება
20 წუთში ოთახში ნატა და ქეთა შემოდიან  და მე და ლევანს მრავალჯერადად გვკოცნიან
_ როგორ ხართ ხალხო?_ კითხულობს ნატა
ჩვენი პასუხია რა გვიჭირს. შემდეგ ჩვებ ვკიტხულობთ ისენი როგორ არიან და მატი პასუხიც რა გვიჭირსაა
ნატას ყავა უნდება და სამზარეულოსი გადის, ქეტა კი ეშმაკურად მიყურებს და ლევანს ეკითხება:
_იცი ლევან შენმა მეგობარმმა ნატას აუხსნა სიყვარული  გუშინ
ლევანი ბრაზდება, მე მიყურებს და ქეტას პასუხობს
_ არა არ ვიცი
ოთახსი ვითომ შეწმთხვევით დაბრუნებუ;ლი ნატა ბრუნდება და ვითომ არ მორცხვობს
_ ნატა მიყვარხარ _ ვეუბნები მე
ნატა წითლდება  და უხარია
_ ყავა გინდა _მეკითხება შემდეგ (მეც მიყვარხარო)
ნატა 19 წლისაა...
ქეტა და ლევანი ერთმანეტს უყურებენ,  მე ვგრძობ ოთახში მეგობრობა დადის, ოთახსი ღმერთია და მეგობრობა ქვია.
_ლევან შენ არავინ გიყვარს _ იმედიანად კითხულობს ქეთა
_ არა _ ისმის პასუხი_ თუ გინდა შენ შეგიყვარებ?
_ დამპალო _ იძახის ქეტა
ქეტაც 19 წლისაა..
ლევანი ფეხზე დგება. თაროდან ბიბლიას იღებს და ამბობს:
_მე მიყვარს სიკეტე და სიყვარული, მე მძულს ბოროტება და შვილი მისი ფუფუნება, მე მიყვარს ღმერთი და ღმერთო სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა
ყველანი გაკვირვებული ვუყურებთ ლევანს, რომელსაც თვალებიც კი უთრთის, შემდეგ მივდივართ ბიბლიასთან და მასზე სამივენი ვაწყობთ ხელებს, 4 ხელი წიგნზე ჯვარის ფორმას ქმნის, ქეთა კი იწყებს:
_ჩვენ გვიყვარს სიკეთე და სიყვარული, ჩვენ გვძულს ბოროტება და მისი შვილი ფუფუნება, ჩვენ გვიყვარს ღმერტი და ღმერთო სული შენი სახიერი გვიძღოდეს ჩვენ ქვეყანასა წრფელსა
ჩვენ ოთხივე 19 წლის ვართ....
სამზარეულოდან დამწვარი ყავის და წყლის შიშინი ისმის



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები