აღარ მიყვარხარ, ვერას გავხდებით, თითქოს გაგვიწყრნენ ტრფობის ღმერთები, და შეუმჩნევლად წავალ, გავქრები, სევდის უფსკრულში ჩავიღვენთები.
ძლიერ არ მინდა გატკინო გული, Mმაგრამ თავს ზევით არ არის ძალა, თავისუფლება მეძახის სრული, აღარ მიყვარხარ და ვეღარც ვმალავ!
რა მოხდა, რატომ, როგორ ან როდის? კვლავ უპასუხოდ რჩება კითხვები, უბრალოდ გაქრა დროება ტრფობის, სხვას გთხოვ ნურაფერს შემეკითხები.
ნუღარ დავხარჯავთ ამ დროსაც ფუჭად, ნამსხვრევებს ახლად ვეღარ ავაწყობთ, ერთ დროს შეკრული გრძობები მუჭად დროა სხვადასხვა მხრით გადავაწყოთ.
დრომ სიყვარულის გადაირბინა, ისე, რომ თავად ვერა გავიგე... პატიებას გთხოვ, რადგან მივდივარ, მჯერა შემინდობ, მჯერა გამიგებ...…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. გუგააა :P შენებურია რა ;) გუგააა :P შენებურია რა ;)
15. გუგა, ეს იცი როგორი ლექსია ... "და მერე რა....?!"
წავიკითხე და ვერ დამარწმუნე იმაში, რომ გულწრფელად ითხოვ პატიებას :) ...არაფერი დამიტოვა. გუგა, ეს იცი როგორი ლექსია ... "და მერე რა....?!"
წავიკითხე და ვერ დამარწმუნე იმაში, რომ გულწრფელად ითხოვ პატიებას :) ...არაფერი დამიტოვა.
14. მეტი რაღა გინდა, ძმაო, ჭა-ს ლექციის მერე მარტივი რაკრაკით წავა ლექსი. მეტი რაღა გინდა, ძმაო, ჭა-ს ლექციის მერე მარტივი რაკრაკით წავა ლექსი.
12. სათქმელს ამბობ გულით...იგივე შენიშვნები მექნება, რაც წინებში დაგიწერე.... და რითმებზეც თეას დავეთანხმები... თუმცა, თუ სხვა ყველაფერი კარგია ლექსში, რითმების სიმარტივე მაშინ ასე არ ყვირის... პაატა ნაცვლიშვილის სტილით წერ...მე ვარ მდინარე...ყველა მდინარე, მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე, ერთად გავიდნენ ზღვებზე... ასე, რომ შეგიძლია მარტივი რითმებით წერო, ზედმეტები მოაცილო და ასე არაკრაკო ლექსი... მე მგონი მთელი ნაშრომები გამომივიდა შენს ლექსებზე...არ გამიბრაზდები,იმიტომ რომ თვითონ მთხოვე... სათქმელს ამბობ გულით...იგივე შენიშვნები მექნება, რაც წინებში დაგიწერე.... და რითმებზეც თეას დავეთანხმები... თუმცა, თუ სხვა ყველაფერი კარგია ლექსში, რითმების სიმარტივე მაშინ ასე არ ყვირის... პაატა ნაცვლიშვილის სტილით წერ...მე ვარ მდინარე...ყველა მდინარე, მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე, ერთად გავიდნენ ზღვებზე... ასე, რომ შეგიძლია მარტივი რითმებით წერო, ზედმეტები მოაცილო და ასე არაკრაკო ლექსი... მე მგონი მთელი ნაშრომები გამომივიდა შენს ლექსებზე...არ გამიბრაზდები,იმიტომ რომ თვითონ მთხოვე...
11. ჰოიიიიი... მომიტევონ ღმერთებმა მაგრამ არ მომეწონა ჰოიიიიი... მომიტევონ ღმერთებმა მაგრამ არ მომეწონა
10. მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია, მშვიდობით სათქმელი არაფერია ოოოოოოოოო :)))) მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია, მშვიდობით სათქმელი არაფერია ოოოოოოოოო :))))
9. კარგია, მომწონს. მაგრამ: "ავაწყობთ-გადავაწყობთ" "გავიგე-გამიგებ" _ მსგავს რითმებს მოერიდო, იქნებ.:) კარგია, მომწონს. მაგრამ: "ავაწყობთ-გადავაწყობთ" "გავიგე-გამიგებ" _ მსგავს რითმებს მოერიდო, იქნებ.:)
8. მე ვერაფერს ვტოვებ.გავიპარეეე! მე ვერაფერს ვტოვებ.გავიპარეეე!
7. თუ არ გიყვარს არც უნდა დამალო :) პატიებას რომ ითხოვ ეგეც ერთგვარი კეთილსინდისიერებაა :) მეც მჯერა, რომ გაგიგებს (ან გაგიგო უკვე)... ლექსი საინტერესოა და გულწრფელი... გაიხარე! :) თუ არ გიყვარს არც უნდა დამალო :) პატიებას რომ ითხოვ ეგეც ერთგვარი კეთილსინდისიერებაა :) მეც მჯერა, რომ გაგიგებს (ან გაგიგო უკვე)... ლექსი საინტერესოა და გულწრფელი... გაიხარე! :)
6. ნუღარ დავხარჯავთ ამ დროსაც ფუჭად, ნამსხვრევებს ახლად ვეღარ ავაწყობთ, ადრესატის ადგილზე ნამსხვრევებზე კარგ პასუხს გავცემდი, ლექსი შეუფასებლად )) ნუღარ დავხარჯავთ ამ დროსაც ფუჭად, ნამსხვრევებს ახლად ვეღარ ავაწყობთ, ადრესატის ადგილზე ნამსხვრევებზე კარგ პასუხს გავცემდი, ლექსი შეუფასებლად ))
5. არ მომეწონა :)
ბანალურია და რაღაცნაირი :) არ მომეწონა :)
ბანალურია და რაღაცნაირი :)
4. აქაც ყველაფერი კარგადაა... სიტყვას მშვენივრად უფერებ განცდას..... მაგრამ სწორედ ამ ,,ყველაფერი კარგადაას'' უნდა ,,შეებრძოლო'' და შენი საკუთარი ხმა ეძიო...რომელიც არავის არ ემგვანება....;) აქაც ყველაფერი კარგადაა... სიტყვას მშვენივრად უფერებ განცდას..... მაგრამ სწორედ ამ ,,ყველაფერი კარგადაას`` უნდა ,,შეებრძოლო`` და შენი საკუთარი ხმა ეძიო...რომელიც არავის არ ემგვანება....;)
3. აბა ახლა? :) აბა ახლა? :)
2. ლექსი ლამაზია, მაგრამ კატასტროფის პირასაა პუნქტუაცია! შეგიძლია გაასწორო? ჩემს ბავშვობაში ქართულში 2 ნიშანს წერდნენ-ხოლმე: შინაარსში და ორთოგრაფიაში. 5/3 -ზეა შენი ლექსი... ახლა მხოლოდ შინაარსს შეგიფასებ, სხვა დროს კი ... ოოოოოოოოოოო!!! 5 ლექსი ლამაზია, მაგრამ კატასტროფის პირასაა პუნქტუაცია! შეგიძლია გაასწორო? ჩემს ბავშვობაში ქართულში 2 ნიშანს წერდნენ-ხოლმე: შინაარსში და ორთოგრაფიაში. 5/3 -ზეა შენი ლექსი... ახლა მხოლოდ შინაარსს შეგიფასებ, სხვა დროს კი ... ოოოოოოოოოოო!!! 5
1. ეს ლექსი ჩემს ყოფილს უნდა წავუკითხო. 2 :) ეს ლექსი ჩემს ყოფილს უნდა წავუკითხო. 2 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|