ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


გაქცევა

ვდგავარ გაზაფხულში, უღრუბლო ჩეროსთან,
ამინდს არ ატყვია სიცივის ნასახი,
წვიმებიც მხოლოდ ზღვის შხეფებად შემორჩა,
და ყოველ წინა დღეს შეცდომად ვასაღებ.

ეს ირეალურად. სინამდვილეში კი,
საათი ახლახან შეუდგა ოქტომბრის
წამების აღნუსხვას. წუთია მეშვიდე-
პირველის. და მიჭირს ფრაზების მოთოკვა

სალექსედ, სათქმელს რომ ემსგავსოს სტრიქონი,
ავურევ სიტყვებს და თავადაც ასე ვარ,
ათასგვარ უაზრო მიზეზსაც ვიგონებ
მარტივად, თავიდან რომ შევძლო გაქცევა.

თითები ფოთლებად აყრია კლავიშებს,
სურვილებს ხატავენ ბაგეზე ჭიქები,
გამიშვი მკლავები, ცოტა ხნით გამიშვი,
უფრო რომ შევიგრძნო, თუ როგორ მჭირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები