ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2009


THE LAST FANTASY.

ქარი,ველური, შემოდგომის ქალაქში დაძრწის,
აფრთხობს მშვიდად მჯდარ ჩრდილებს, ჩემი ქუჩის ფარნებთან,
სველ სახურავებს გადაურბენს და გადმომაყრის,
ფოთლებს, გამხმარს და გაყვითლებულს, წვიმასთან ერთად,

გარს შემოურბენს მერე ფანჯრებს, ბნელს, უსიცოცხლოს,
მაგრად ჩაკეტილ კარებებსაც მოვა, მოსინჯავს...
ჩემს ცარიელ სახლს მხოლოდ შენი სუნთქვა გაათბობს,
შენი ფეხის ხმა მელანდება, მაღვიძებს მძინარს...

...უშენოდ ჩემთვის ეს ქალაქი ცარიელია,
ცარიელია ყველა სახლი, და ყველა ქუჩა,
მე კი სიცოცხლის ყველა ძალა გამომელია,
და უშენობით დატანჯული სიკვდილი დამრჩა.....


2009. სერგეი ნეველი. (რეზო)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები