მე კი კატო მერქვა,ყავა და ლუდი ერთად მიყვარდა და დედა მიყვარდა,ჩემი დედის და დების სუნი ყველაზე მეტად.. დედას რომ ვუყურებდი,ასე მეგონა სარკეში ვიყურებოდი,მართალია დედას ყავა და ლუდი ჩემსავით არ უყვარდა და ვერც სიგარეტს უხდენდა ორივეს,მაგრამ მაინც სარკიდან მიყურებდა ყოველთვის. მე მისი ფერის თვალები მქონდა და ვერასოდეს ვუყურებდი მას თვალებში,არ მინდოდა მისი წარსული მტკენოდა.. ჩემს არაჩვეულებრივ თვალებზეც საუბრობდნენ,თვალები უცინისო... ცოტა ნაოჭი რომ შემეყარა-აღარ... ნაკლებს ვიღიმოდი,რადგან ღიმილი ყიდდა ჩალის ფასად ჩემს ასაკს... რაც უფრო ნაკლებად ვიღიმოდი,მით უფრო სევდა აწვებოდა გულს... სევდაზე სხვა დროს გოგოებო,რა დროს ეგ არის... სტუმარი მიყვარდა კიდევ,კარს იქით ყველა მიყვარდა ვინც ჩემთან მოდიოდა,მიყურებდნენ და ვენატრებოდი,ვგრძნობდი ამას,არასოდეს მითქვამს რომ მენატრებოდნენ,იცოდნენ მაინც... ზღვა მიყვარდა ზამთარ-ზაფხულს,წვიმაში და თოვლში,მშვიდი და აღელვებული,წითელი და შავი,მიყვარდა ღამით,როცა შფოთავდა და არ ჩანდა მე მგავდა მაშინ.დროდადრო ისეთი მშვიდი იყო,ვფიქრობდი იყო თუ არ იყო?! გვიან შემოდგომას ავტობუსით მგზავრობა მომინდებოდა ხოლმე,ნელ-ნელა რომ შემეგრძნო ნისლიანი თბილისის სისადავე და სინაზე,უკვე ციოდა და ყველა ფანჯარა დაკეტილი მხვდებოდა,სუნი იდგა აღსარების,სიხარულის,ცოდვა-მადლის,სოსისის,წიწიბურას და კვერცხის,საუზმის სუნი...მე ყავას და "შანელს" ვაფრქვევდი მხოლოდ. თბილისში კი იდგა განუმეორებელი შემოდგომა,ფერადი ჩემი ფიქრებივით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგი გოგო ხარ:) 5 კარგი გოგო ხარ:) 5
9. ავტობიოგრაფია მეგონა და მეტკინა... ისე სხვისი ტკივილის ასე გადმოცემა უდიდესი ნიჭია... 5 ავტობიოგრაფია მეგონა და მეტკინა... ისე სხვისი ტკივილის ასე გადმოცემა უდიდესი ნიჭია... 5
8. ია-ია. მე კი არ მეშინია,ჩემს გმირს ეშინოდა,ეს არ არის ავტობიოგრაფია,ეს ნაწარმოებია... მე მართლაც ძალიან ლამაზი დედიკო მყავს და ჩემი გმირიც მგავს რაღაცეებით... ერთით ვერ,-მე ცოცხალი ვარ და აქ ვარ თქვენთან.. ია-ია. მე კი არ მეშინია,ჩემს გმირს ეშინოდა,ეს არ არის ავტობიოგრაფია,ეს ნაწარმოებია... მე მართლაც ძალიან ლამაზი დედიკო მყავს და ჩემი გმირიც მგავს რაღაცეებით... ერთით ვერ,-მე ცოცხალი ვარ და აქ ვარ თქვენთან..
7. ლამაზი დედიკო გყოლიააა :) :-* და ღიმილის კიდე ნუ შეგეშინდება ნაოჭის გამო ;) გაიღიმეეე!!! ცხოვრება ნაოჭებითაც მშვენიერიააააააა!!!!!!!!!! :-* ლამაზი დედიკო გყოლიააა :) :-* და ღიმილის კიდე ნუ შეგეშინდება ნაოჭის გამო ;) გაიღიმეეე!!! ცხოვრება ნაოჭებითაც მშვენიერიააააააა!!!!!!!!!! :-*
6. ძალიან ბევრი არომატია აქ, წინა ცხოვრებაში პარფიუმერი ხომ არ იყავი? კარგია ასე რომ წერ, არა მარტო აქ. მახსენებ რაღაცეებს... გმადლობ. ძალიან ბევრი არომატია აქ, წინა ცხოვრებაში პარფიუმერი ხომ არ იყავი? კარგია ასე რომ წერ, არა მარტო აქ. მახსენებ რაღაცეებს... გმადლობ.
5. მე მისი ფერის თვალები მქონდა და ვერასოდეს ვუყურებდი მას თვალებში,არ მინდოდა მისი წარსული მტკენოდა.. მე მისი ფერის თვალები მქონდა და ვერასოდეს ვუყურებდი მას თვალებში,არ მინდოდა მისი წარსული მტკენოდა..
4. ნუ ნე ზნაიუ..... ნუ ნე ზნაიუ.....
3. ისე, მართლა როგორ გავხარ დედას- კაპიროვკით გადაღებულო:-* ისე, მართლა როგორ გავხარ დედას- კაპიროვკით გადაღებულო:-*
2. მედეა,კი,მაგრამ არ მინდა დავღალო მკითხველი,ძნელია კომპში კითხვა...გავაგრძელებ ზეგ მედეა,კი,მაგრამ არ მინდა დავღალო მკითხველი,ძნელია კომპში კითხვა...გავაგრძელებ ზეგ
1. რაა ეს,ასე ერთი ციცქნა?:( ამას ველოდე მთელი დღე? რაა ეს,ასე ერთი ციცქნა?:( ამას ველოდე მთელი დღე?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|