სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს, სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას, ლექსი _ ირმების ხმამაღალ ყვირილს, ქალი _ ნისლების მოლზე დაფენას.
წვიმის სქელ თქეშში თუ ვილუმპები, ვნება უფრთოდ არ დაიურვება, გალას არ იყოს, ისე მწყურდები, ტანში ცეცხლივით მიტანს ხურვება.
მე სული ჩემი ლექსში ვიგულვე, შეუძლებელი ხომ მაინც შევძელ, ვაი მას, ვინაც ისე წავიდა, ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ... 1988წელი *** დავიგვიანე მე თქვენთან მოსვლა, წითელ ნიშანთან ვდგავარ და ველი, რა მელოდება? სასახლე მონსტრთა, პარნასი ან თუ გვამების ველი. გახევებულ და გულშავი მზერით ჩასაფრებული გუნდები სვავთა, გადალიგვებულ უსახურ ფერით ჩაჟანგებული ხუნდები ავთა. ძეძვები იყო ხშირი, უვალი, ცა იყო მძიმე, გონება ყარდა, ჩიტიც არ სტვენდა თავისუფალი, ანგელოსთა და ქერუბიმთ გარდა. ყოფით დაწეწილ თოკს თუ ვეწევი, ვიცი, ეს წამიც ხვალ იწარსულებს და სადღაც მაინც წამოგეწევით ჩემზე წინ მწვანე შუქზე წასულებს... 1994წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ძალიან მომეწონა ორივე ლექსი. ძალიან მომეწონა ორივე ლექსი.
25. სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს, სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას, ლექსი _ ირმების ხმამაღალ ყვირილს, ქალი _ ნისლების მოლზე დაფენას.
მშვენიერია !!! სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს, სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას, ლექსი _ ირმების ხმამაღალ ყვირილს, ქალი _ ნისლების მოლზე დაფენას.
მშვენიერია !!!
23. მე სული ჩემი ლექსში ვიგულვე, შეუძლებელი ხომ მაინც შევძელ, ვაი მას, ვინაც ისე წავიდა, ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ... მე სული ჩემი ლექსში ვიგულვე, შეუძლებელი ხომ მაინც შევძელ, ვაი მას, ვინაც ისე წავიდა, ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ...
22. ...იწარსულებს... ძალიან ლამაზია! ...ცა იყო მძიმე.... ორივე მომეწონა....;) ,,სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს, სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას...'' ;)
...იწარსულებს... ძალიან ლამაზია! ...ცა იყო მძიმე.... ორივე მომეწონა....;) ,,სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს, სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას...`` ;)
21. მშვენიერია დავით!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერია დავით!!! გაიხარე შენა!!!
19. მეორე ძალიან...55555 მეორე ძალიან...55555
18. დიდ პოეტს ჩემი უმდაბლესი სალამი! დიდ პოეტს ჩემი უმდაბლესი სალამი!
17. ქალბატონო ნუციკო, თქვენ ალბათ მიხვდით, "გალას არ იყოს "რატომ ზის ლექსში, რადგან "მწყურდები" სიტყვა დომინირებს, ალუზიაა გალაკტიონის,_"მომწყურდი ახლა ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში'', არ ვიცი შეიძლება გალას რომ ვამბობ დიდი გალაკტიონის მიმართ, ზედმეტი ფამილარობა იყოს. ვიფიქრებ... ქალბატონო ნუციკო, თქვენ ალბათ მიხვდით, "გალას არ იყოს "რატომ ზის ლექსში, რადგან "მწყურდები" სიტყვა დომინირებს, ალუზიაა გალაკტიონის,_"მომწყურდი ახლა ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში``, არ ვიცი შეიძლება გალას რომ ვამბობ დიდი გალაკტიონის მიმართ, ზედმეტი ფამილარობა იყოს. ვიფიქრებ...
16. სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს, სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას,
ჰო !
სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს, სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას,
ჰო !
15. მე სული ჩემი ლექსში ვიგულვე, შეუძლებელი ხომ მაინც შევძელ, ვაი მას, ვინაც ისე წავიდა, ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ...
ძალიან კარგი მე სული ჩემი ლექსში ვიგულვე, შეუძლებელი ხომ მაინც შევძელ, ვაი მას, ვინაც ისე წავიდა, ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ...
ძალიან კარგი
14. მოგესალმები, ჩემო დავით! შენი ახლები რა თქმა უნდა გაცილებით მაღალი დონეა პოეტური ტექნიკის მხრივ(თუნდაც რითმებს რომ დავუკვირდეთ), მაგრამ იქაც და აქაც მაინც ის გული ფეთქავს, პოეტის გული რომ ჰქვია... ვცდილობ ავანგარდს ავყვე, თუმც ვერ მეთმობა რეტრო... დასაყეფს დროზე დაჰყეფ, დროვ - შეუმცდარო მეტრო! მოგესალმები, ჩემო დავით! შენი ახლები რა თქმა უნდა გაცილებით მაღალი დონეა პოეტური ტექნიკის მხრივ(თუნდაც რითმებს რომ დავუკვირდეთ), მაგრამ იქაც და აქაც მაინც ის გული ფეთქავს, პოეტის გული რომ ჰქვია... ვცდილობ ავანგარდს ავყვე, თუმც ვერ მეთმობა რეტრო... დასაყეფს დროზე დაჰყეფ, დროვ - შეუმცდარო მეტრო!
13. მშვენიერი ლირიკა, სოსოს დავეთანხმები.
თუმცა ერთი ადგილი მაეჭვებს, ბატონო დავით:
"გალას არ იყოს"---აი, ეს.
მოგიკითხეთ ;;) მშვენიერი ლირიკა, სოსოს დავეთანხმები.
თუმცა ერთი ადგილი მაეჭვებს, ბატონო დავით:
"გალას არ იყოს"---აი, ეს.
მოგიკითხეთ ;;)
12. jer kidev rodis, batono davit. momenatra nagdi lirika jer kidev rodis, batono davit. momenatra nagdi lirika
11. მე სული ჩემი ლექსში ვიგულვე, შეუძლებელი ხომ მაინც შევძელ, ვაი მას, ვინაც ისე წავიდა, ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ... 1988წელი *** საოცრად გულიანი და საინტერესო მე სული ჩემი ლექსში ვიგულვე, შეუძლებელი ხომ მაინც შევძელ, ვაი მას, ვინაც ისე წავიდა, ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ... 1988წელი *** საოცრად გულიანი და საინტერესო
10. ძალიან მომეწონა ორივე ლექსი. ძალიან მომეწონა ორივე ლექსი.
9. ჩიტიც არ სტვენდა თავისუფალი - მართლაც ეგ დრო იყო. +2 ჩიტიც არ სტვენდა თავისუფალი - მართლაც ეგ დრო იყო. +2
8. "და სადღაც მაინც წამოგეწევით ჩემზე წინ მწვანე შუქზე წასულებს..."
უჰ,მომწონს ორივე ლექსი...:)
"ვაი მას, ვინაც ისე წავიდა, ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ..."
ჰოო,მაშ ზეცისკენ ერთხელ! :) "და სადღაც მაინც წამოგეწევით ჩემზე წინ მწვანე შუქზე წასულებს..."
უჰ,მომწონს ორივე ლექსი...:)
"ვაი მას, ვინაც ისე წავიდა, ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ..."
ჰოო,მაშ ზეცისკენ ერთხელ! :)
7. სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს, სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას, ლექსი _ ირმების ხმამაღალ ყვირილს, ქალი _ ნისლების მოლზე დაფენას.
ლექსი პ ო ე ტ მ ა უნდა წეროს!
საოცრებაა!
5555555555555555555(+2) სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს, სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას, ლექსი _ ირმების ხმამაღალ ყვირილს, ქალი _ ნისლების მოლზე დაფენას.
ლექსი პ ო ე ტ მ ა უნდა წეროს!
საოცრებაა!
5555555555555555555(+2)
6. ცა იყო მძიმე..
5! ცა იყო მძიმე..
5!
4. მადლობა, უცნობო მეგობარო, ერთხელ ნუკრი ბერეთელმა თბილსაყვედურით მთხოვა კიდეც რატომ ახლებს არ დებო, უბრალოდ მაინტერესებს, როგორც საიტის ახლგაზრდა პოეტებს აინტერესებს ახლა ორი-სამი ათეული წლის შემდეგ თავისი ლექსები იქნება თუ არა თანამედროვე.. მადლობა, უცნობო მეგობარო, ერთხელ ნუკრი ბერეთელმა თბილსაყვედურით მთხოვა კიდეც რატომ ახლებს არ დებო, უბრალოდ მაინტერესებს, როგორც საიტის ახლგაზრდა პოეტებს აინტერესებს ახლა ორი-სამი ათეული წლის შემდეგ თავისი ლექსები იქნება თუ არა თანამედროვე..
3. ასეთ ლექსები არასოდეს ობდება ბატონო დავით, პირიქით კარგი ლექსი დროსაც კი ობს კიდებს. ასეთ ლექსები არასოდეს ობდება ბატონო დავით, პირიქით კარგი ლექსი დროსაც კი ობს კიდებს.
2. კორექტურა _ ამოვცალო უნდა დამეწერა. კორექტურა _ ამოვცალო უნდა დამეწერა.
1. ორი ნიკით ბეჭდვას ვამჯობინებ, ზოგჯერ ორი ლექსი დავდო.თორემ როდის მოვასწრებ ამოვცალე ჩემი ძველი ხურჯინი თქვენთან, ამხელა დროის მანძილზე ზოგი იქნებ დაობდა კიდეც. ორი ნიკით ბეჭდვას ვამჯობინებ, ზოგჯერ ორი ლექსი დავდო.თორემ როდის მოვასწრებ ამოვცალე ჩემი ძველი ხურჯინი თქვენთან, ამხელა დროის მანძილზე ზოგი იქნებ დაობდა კიდეც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|