ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2009


მსგავსება

ამბობენ:
მე და შენ, ისე ვუგებთ თურმე ერთმანეთს,
ზოგჯერ ჩვენ ორი, გახლეჩილი ერთი ვგონივართ,
ერთი სხეული, ერთი სული,
იმეორებენ
და მეც არვიცი ამ დროს რად მძულხარ.

შენ ალბათ ჩემში გახსოვს ქალი
მიუწვდომელი მწვერვალები რომ იზიდავდა,
მტაცებელივით თამაშობდა გამოცანებით
ჩასაფრებული, ახალ-ახალ ემოციებთან
და მეამბოხე შეგრძნებებით
ყველა მოკლე გზას აპროტესტებდა მიზნამდე,
თუნდაც სურვილები ასრულებოდა,
შენ ალბათ გახსოვს...

ხანდახან
მე და შენ ისე ვგავართ  ერთმანეთს, მინდა
ჩემი ხელებით გამოგძერწო სრულ ანტიპოდად
და როცა ძლიერ მომენატრო, აღარ მოხვიდე,
რომ უკეთესად შეძლოს სულმა ეს მონატრება.
და როცა ვნება ამატკიებს სისხლს
შენ ხელი მკრა,
იქნებ ორმაგად შემძრას მაშინ კიდევ სურვილმა.
როცა ვიყვირებ გაგიჟებით, რომ მე მიყვარხარ
რაც თავი მახსოვს საწყისიდან დასასრულამდე,
შენ მაშინ დუმდე...
თუნდ გაგრძელდეს დაღლა ხრჩობამდე 
ლოდინით შევძლებ ტკივილამდე უფრო მიყვარდე.
როცა ვიფიქრებ რომ ამ წუთში ისევე მძულხარ,
როგორც ხანდახან სიცოცხლე მძულს, ისიც უშენო,
მაშინ მოდი და მკერდში ჩაკრულს,
მითხარი: როგორ ძლიერ გიყვარვარ!
რომ გენატრები ყველაფერზე, ყველაზე მეტად!
რომ გძულვარ მაშინ როცა ვერ მხედავ!
და ერთადერთი სასურველი ქალი ეს მე ვარ
მხოლოდ!

და მაინც
სანდახან მე და შენ ისე ვგავართ ერთმანეთს რომ...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები