 | ავტორი: მე ჟანრი: პროზა 31 მაისი, 2008 |
ჩემ წინ ჯერ მკრთალად, ნისლივით დაბურულად, მალე კი მკაფიოდ გამოჩნდა სისხლიანი პატარა დანა, მიკვირს, არ ვიცი საიდან გაჩნდა ოთახში ეს უცნაური საგანი, თუმცა გასაკვირი მარტო დაბლაგვულწვერიანი დანა როდია, ოთახიც უცნაურია, ხალხიც, რომლებსაც თეთრ ხალათებზე ეტყობათ პროფესია, ჯგროდ შემჩნეულ ადამიანებთან თეთრ-წითელა ზეწარს ვხედავ, რომლის ქვეშ ადამიანის ფორმაა მოტკეცილი, ყვირილი მინდა, არ გამომდის, ხროტინისებრი ბგერებიც არ ირხევიან პირიდან, მოულოდნელად რკინის გისოსებიანი კარი იღება და კაცი შემოდის, ვიცნობ, ჩემი მეგობარია, რატომღაც მე ვერ მამჩნევს და ცრემლიან, შეჯგუფებულ ადამიანებთან მიდის, თან შიშისგან თუ სიბრაზისგან ტუჩებს იჭამს, ვუახლოვდები, მინდა პასუხი მოვთხოვო არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ მას გარეთ გაჰყავს ცალთვალპატარა, დიდყურა ექიმი და ჩემს სმენას მხოლოდ ერთი კითხვა ეკვრის - რატომ? მათი საუბრის მოსმენა შეუძლებელია, ექოსავით დიდხანს გრძელდება მეორე ოთახის ურდულის ხმა, თუმცა რა მეჯაშუშება, როცა ვერ გავთვითცნობიერებულვარ, აქ რა მინდა? ვინ მოკლეს? და ეს ხალხი ვინაა? უახლოესი სულიერისკენ მტკიცე ნაბიჯით მივიწევ და კითხვის დასასმელად ვემზადები, მაგრამ ახლოს მდგომი უცნობი ვერც მამჩნევს, ისე გამირბის, ვატყობ, რაღაცის გაკეთებას ცდილობს, დიახ იგი მსუქან, ახალგაზრდა ქალს არიგებს, რომ მიცვალებულს სუდარა არ გადახადოს, მეც მიჩნდება რჩევის სურვილი (თუმცა მგონი აქეთ ვარ სარჩევი), მითუმეტეს ქალს ნაზი და საცოდავი თვალები აქვს, ცოდვაა, მაგრამ იგი არ გვისმენს, საერთოდ აქ არავინ არავის არ უსმენს (მგონი გავგიჟდი), არც არავინ ჩაგაჯინდება მომისმინეო, ყველანი გაფიქრებულს უმალ ასრულებენ, ახლაც ნაზსაცოდავთვალება ქალი თეთრ-წითელა ზეწარს, რომელსაც სისხლისფერი აშკარად მომატებია, ხელს ჰიდებს და ცდილობს გვამს მოაშოროს, მიმხმარი სისხლი ხელს უშლის ქალს, მაგრამ მცირე ძალდატანება და იგი მიზანს აღწევს. გადაცვლილს სახე სისხლით აქვს მოსვრილი, ზეწარგადამხდელი ქალი წყლით და სველი ნაჭრით იწყებს გაწმენდას, ადამიანის პროფილი ნელ-ნელა იკვეთება, უკვე ჩანს ღიად დარჩენილი წაბლისფერი თვალები და ოდბავ კეხიანი ცხვირი, კიდევ ცოტაც და… მკვდარი მე ვარ. ყველაფერი სიზმარი მგონია და მუხლზე ჩქმეტას ვაპირებ, მაგრამ რით? Aრც ხელი მაქვს და არც ფეხი, შიშით გათანგული მივრბივარ კედელზე სურათივით გაკრული სარკისაკენ და ვიხედები, სარკიდენ ისეთივე არარაობა მოჩანს, როგორიც ვარ, ე.ი. არაფერი. ჩემდა გასაკვირად კოშმარს ნელ-ნელა ვეჩვევი, ერთგვარი ცნობისმოყვარეობითაც კი ვუყურებ ჩემთვის მკვდარ სამყაროს, ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებს, გავიგო - პატარა დანა, რომელიც ახლა კარადაზე დაუდვიათ, ვინ გამიყარა? Mივიწევ, როგორ ან რით არ ვიცი, მაგრამ მივიწევ და ყურს ვუგდებ ცოცხალი სამყაროს მოქმედ ორგანიზმებს. უეცრად ბნელდება (ჩემთვის ალბათ), თუმცა ჩამოწოლილ უკუნეთში მაინც ვარჩევ ოთახშიდაბრუნებულ მეგობარს და დიდყურება ექიმს, ხმაც მესმის მათი ,,დააპატიმრეთ საზოგადოება”, - ასე ამბობდაო - უხსნის ექიმი, მალე ისინიც ქრებიან. ბბო რატომღაც ირონიულად მიცქერის, ერთ თვალად და აპრეხილ ტუჩად გადაქცეული, ბოლოს ყველაფერი ქრება და წინ ვხედავ სიბნელეს, ოღონდ მისი ყურება როგორც სინათლის ისე შეიძლება, ვხარხარებ, ისიც ,,მგონი ვხარხარებ”, განცდაც ისეთივე უცნობი მაქვს, როგორიც რეალობა. დრო გაურკვევლად იფერფლება ჯოჯოხეთის ქვიშის საათში, ახალი სისებით გატენილი მოულოდნელს ველი უდროობაში, ისიც იქმნება, ხილული სიბნელიდან ცისფერ ნისლში ვიჭრები, თითქოს ქამელეონივით ფერს იცვლის ჯოჯოხეთი. თუმცა ახალი მეტამორფოზაც მალევე ქრება და შორს ნავის ფორმის ყავისფერ ყუთს ვლანდავ, მე მასთან არ მივდივარ, შეუცნობელი ენერგია სამფეხა ძუკნა ძაღლივით მიმათრევს მისკენ... ის კუბოა ჩემი. გინახავთ ალბათ მომღერალი, რომელიც დაბნელებულ სცენაზე დგას და მხოლოდ მასთან ანთია შუქი, ისე აღვიქვამ საკუთარ კუბოს გაუგებარ სივრცეში, უცებ თითქოს კონცერტი დამთავრდაო ყველაფერი ნათდება, გალერეასავით ჩანს უცნობი თუ ნაცნობი სახეები, რომლებიც ჩემს გვამს ეკვატორივით შემორტყმიან, მკივანა და მტირალა ბგერები კოღოებივით ულოგიკოდ დადიან ჰაერში, კიბეებზე ფეხის სმას ვგრძნობ და მეგობრების პლეადასაც ვამჩნევ, მათი შემოსვლისთანავე მტირალა და მკივანა ბგერები ერთი ოქტავით მაღლა იწევს, საინტერესო არაფერია (უკვე მოქმედების ალტერნატივები მაქვს) და ოთახიდან გავდივარ, სულელური განზრახვით - მინდა სუფთა ჰაერი გადავყლაპო. Eეზო სავსეა მეზობლებით, ნაცნობებით, ჩემთვის პირველად დანახული ადამიანებით, ზოგი მოწყენილია, ზოგი მომღიმარი, ვგრძნობ მომენტალურად როგორ ელავს სისხლიანი პატარა დანა, როთაც ჩემი სულის ნავსაყუდელი უხამსი წერილივით დაფხრიწეს, აზრში ჭაობივით ბუყბუყებს აზრი: იქნებ აქაა ჩემი მკვლელი? ყურადღებით ვაკვირდები ცოცხალ ორგანიზმებს, უშედეგოდ, სახეზე დოლბანდივით აკვრიათ თანაგრძნობა. ისევ იწყება მოულოდნელობა, ისევ უცნაური განცდა ირევა ერთმანეთში ხარხარისა და შიშის ზღვარზეამოტივტივებული, თუმცა ხალხს ვამჩნევ მომღიმართ თუ მოწყენილთ, ოღონდ სხვაგვარი ინტერპრეტაციით, მახინჯად, ბინძურ ცარცისფრად შეღებილი, დასისხლული ხელებით მოამაყეთ გამჭირვალე მუცელგატიკნულთ, ისინი ხარხარებენ, გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს სისხლიან ხელებს, მუცლებს ცომივით ზელენ ერთმანეთში, კვლავ ირონიობენ ერთ თვალად და აპრეხილ ტუჩად გადაქცეული, მიკვირს შერჩენილ სულსაც როგორ არ ვაზიდებ. Dდრო გარკვეულად იფერფლება ჯოჯოხეთის ქვიშის საათში, ცარიელ სივრცეში ვდგავარ, ოღონდ ნათEლია იგი, უცნობი ფერებით შეღებილი, ვფიქრობ, მახსენდება ყველა სულიერი, ვისაც სიცოცხლეში ვიცნობდი, მაგრამ მათთან დაკავშირებული ცხოვრება მკვდარია ჩემთვის, ეს რატომ? რატომ? ვეკითხები გაუგებრობას და თითქოს პასუხად შორს ფერადი კვამლისგან აწყობილ კუბურ საგანს ვხედავ, ის როიალია, ნისლის ფერადი როიალი, იმდენად ვარ შეშინებული ერთიდაიგივობით, რომ როიალი ჩემთვის უდიდესი განძია. ვუახლოვდები და ჩემდა გასაკვირად სულით ვხსნი ნისლის სახურავს. Mმხოლოდ შვიდი ნოტი ტორტმანობს საკრავზე დოდან დომდე, ვგრძნობ, დო ითხოვს მოფერებას, მეც ვწვდები და კდემით, მოწიწებით ვეამბორები, კლავიში ქვითინის ხმას გამოსცემს, შორს კი ქალის სხეული მოფრინავს, რომელსაც უამრავი ფერადი ჩიტი ახვევია და ქალღმერთის ფონს უქმნის, ის თანია, ჩემი დედამიწის ანგელოზი, ჩამავალმზისფერი კაბა აცვია, მუხლთან ვნებიანად გაჭრილი და მახსენდება.
დო (სიყვარული)
- თქვენი მოთხრობა წავიკითხე - მიახლოვდება ლამაზი, ცისფერთვალება ქალიშვილი. - და - და ისე რა, არა უშავს - მეუბნება ის კეკლუც ტონში და ჩემ წინ ჯდება. უნივერსიტეტის აუდიტორიაში საშინლად ცხელა, ყვითელი პერანგის ორი ღილი გახსნილი მაქვს, უხერხული სიტუაციის გასამუხტად სწორედ ამ ვითარებას ვიყენებ. - ცხელა - ვამბობ და გახსნილი პერანგით ტანს ვინიავებ. - თანი - ეცინება ქალიშვილს და ხელს მიწვდის. - სახი - ვეუბნები მეც და მისი ხუთი თითიდან ოთხს ვეხები. თანს ადრეც ვიცნობდი, ვიცნობდი ლამაზ ქალიშვილად, მომწონდა, მაგრამ მისი გაცნობა ვერ მოვახერხე, ახლა კი ჩემ წინ არაფიზიკური კანონით გამოცხადებული ანგელოზივით მიდგას და მიღიმის. დახუთულ აუდიტორიაში არაფერი ხდება, უაზროდ ვიყურები აღმოსავლეთით და დასავლეთით, თვალებთან თანის კაბა მეჩეჩება, ვაკვირდები, ჩამავალმზისფერი, ერთიანი კაბა აცვია ქალიშვილს, სადღაც მკერდთან ოდნავ ოფლს ვამჩნევ, თითქოს ნამი ღრუბელივით მიჰკვრია ტანზე მოტკეცილ კაბას და სხეულს უგრილებს, თანი უხერხულად იშმუშნება, ჰგონია მის მკერდს მივჩერებივარ, მიწყრება, თუმცა ქალური თვისებებიც უმჟღავნდება და ტუჩებში ჩახატულ სიმკაცრეში ღიმილიც ერევა. - თითქოს ვიღაცას ბაძავ წერაში - მომხიბლავი ნიშნისმოგებით მიყურებს ის. მიყვარს. - რაღაც აბსურდულიცაა - აგრძელებს იგი ჩემს ლიტერატურულ კრიტიკას. - მოდი კაფეში ვილაპარაკოთ - უკიდურესად მოკრძალებული ტონით ვთავაზობ ქალიშვილს ადგილმდებარეობის შეცვლას. თანი ისე ულოგიკოდ აქნევს თავს, რომ აუცილებლად დამთანხმდება. - იცით... - ვიცი - ვპასუხობ მე. თანს ეცინება, მხარზე ხელს მადებს და მომყვება. ოთხ მაგიდიან კაფეში ორნი სხედან, წინ წითელი საფერფლე დაუდგამთ და სიგარეტს აბოლებენ, ბარმენი უსაქმურობისგან მაგნიტოფონს აწვალებს, მე თანს ოდნავ ყეყეჩური სახით მივჩერებივარ, ქალიშვილს კი შავი პორტფელი მაგიდაზე დაუდვია და თვალებს ისეთ მიმართულებას აძლევს, რომ ვითომ ვერ მხედავს, არადა ვიცი, რომ მხედავს. მიყვარს. - რას დალევ? - ვეკითხები თანს. - მხოლოდ ყავას - მპასუხობს იგი. - 1 ყავა, 1 კონიაკი, 1 ხაჭაპური და 1 ნამცხვარი - ვიძლევი შეკვეთას მე და ალგებრაგახსენებულს ციფრი 1 ფრჩხილებგარეთ გამაქვს. მაგიდაზე გამეფებული დუმილის გამო, სხეულის ნაწილები უხერხულად გვიწრიალებს, თანს კი ძალიან ლამაზი ცისფერი თვალები აქვს, ვნებით ბოლომდე ავსებული. - იცით, თქვენს მოთხრობაში, რაღაც კარგიც არის - აუდიტორიაში შეწყვეტილ საუბარს აგრძელებს თანი. - თან, ასე მგონია, ახლა ჩემს მოთხრობაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. - აბა რა ვქნათ? - უკვირს ქალიშვილს. - სისულელეებზე ვილაპარაკოთ - მივანიშნებ მე. ხვდება და მპასუხობს: - სისულელეებზე მხოლოდ სიყვარულის დროს ლაპარაკობენ. ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ, მაგიდაზე დაგდებული სანთებელით ვუკიდებ, თეთრი ბოლი თვალებს მიწვავს, ცრემლი ნაკადულივით მეკიდება მარცხენა ლოყაზე. - იქნებ ახლა ეს დროა? - ვამბობ და თვალებს ვისრეს. თანს ჩემი წინადადება არ უკვირს, რადგან მისი წინადადების ლოგიკურ დასასრულად ეჩვენება, ტუჩის ქვედა ნაწილს წინ წევს, ლამაზ თავს ზემოთ და ქვემოთ რამდენჯერმე ამოძრავებს. - მგონი მიყვარდებით, თან - ვაძლიერებ მე პოზიციას. - სახ, გჯერა ერთი ნახვით შეყვარების? - ეღიმება თანს. შეკითხვა ხასიათს მიფუჭებს, რაღაც ძალზე მარტივი ჩანს, სიგარეტს ორ საშუალო ნაფაზს ვურტყამ და ირონიულად ვპასუხობ: - არა. თანს სისხლისფერი ტუჩი მკერდივით ებურცება, აშკარად ნაწყენია, ჩვენ შორის ჩამოწოლილ დუმილს ოფიციანტი არღვევს, რომელსაც ვარდისფერ ლარნაკზე ყავა, კონიაკი და ნამცხვარი უდევს. - ხაჭაპურიც მალე იქნება - ამბობს იგი და მიდის. თანი ყავას წრუპავს, მე კონიაკს პატარა ჭიქაში ვისხამ და სადღეგრძელოს გარეშე ვსვამ. - სულელი გგონივარ, არა? - თვალები ეცრემლება თანს. მე კონიაკს ისევ ვისხამ, ჭიქას ოდნავ დამცინავი მოძრაობით ვწევ და ღიმილით ვამბობ: - ნუ გეშინია, სულელი ქალი ლოგინშია ჭკვიანი. ვტიპობ რა. ჩემს ლოყას ხელისგული და 4 თითის სამი მეოთხედი მთელი ძალით ხვდება, ყვითელ პერანგზე აგურისფერი კონიაკი მესხმება, შერცხვენილი თავს ვხრი და მხოლოდ ყურით ვგრძნობ თანის კარისკენ მიმავალ აჩქარებულ ნაბიჯებს. კაფეში მჯდომი 2 ადამიანი ცნობისმოყვერად მიყურებს, მე ვითომ ვმშვიდდები და დინჯად ვიწმენდ დაწირწკლულ კონიაკს. - ხაჭაპური მოვიტანო? - დაცინვით მეუბნება ოფიციანტი. ფეხზე ვდგები, დახლთან მივდივარ და ფულს ვიხდი. - კრეტინი ვარ – ვაკეთებ შემდეგ დასკვნას და ქუჩაში გავდივარ. ღამით თითქმის არ მძინავს, ვფიქრობ, ლოყაზე ახლაც მეწვის ის ადგილი, სადაც თანის ლამაზი, თეთრი ხელი მომხვდა, მიყვარს - გამიელვებს ხანდახან თავში და მიხარია, მინდა გავაანალიზო, რატომ მიყვარს? Mხოლოდ ორი ფაქტი მახსენდება: თანის გაოფლილი კაბა და ლოყაზე არც თუ ნაზად შეხებული თითები, ნუთუ ოფლმა და სილის გაწვნამ შეიძლება შეგაყვაროს ქალი? ეტყობა, შეიძლება - ვამტკიცებ არსებული თეორემით აქსიომას და ლამაზი სიზმრის იმედით ვიძინებ. - მაპატიე, თან - ვეუბნები მეორე დღეს ქუჩაში ლამაზი რხევით მიმავალ თანს. ქალიშვილი არ ჩერდება, იგივე აჩქარებით მიდის და პასუხის ღირსადაც არ მხდის, შესანიშნავია ეს ყველაფერი. - თაან - მივსდევ მე და მხარზე ხელს ვახებ, ჩერდება, ამაყი, გოროზი მზერით მატყვევებს და თქვენობით მომმართავს: - რა გნებავთ? თუ რამეა მშვენიერი ამქვეყნად, ალბათ, ეს ლამაზი ქალის ამაყად ნათქვამი სისულელეა. - მე შენ მიყვარხარ, თან - ვამბობ მე და ქალიშვილს იმედიანად ვუცქერ. Aრაფერს ამბობს, გოროზ გამომეტყველებას ინარჩუნებს და ვითომ ზიზღით მომჩერებია, რამეს იტყვი და გაკოცებ - ვემუქრები სიტუაციით მოხიბლული თანს. თანი არაფერს ამბობს, ჯარისკაცივით სწრაფად ტრიალდება და ლამაზი ნაბიჯებით მიდის. - მიყვარხარ - ვყვირივარ მე და მის მოპირდაპირედ აქა-იქ ჩეტეხილ ასფალტს მივუყვები. ღამდება, შავი, ბრჭყვიალა წერტილევი აშკარად ჯაბნიან მზისფერს, ღამეს სიჩუმე მოაქვს, სადღაც მკვეთრად ისმის ჭრიჭინების ჭრიჭინი, რომელიც სიჩუმის შემადგენელი ნაწილი გეგონება კაცს. მე ნახშირისფერ, პატარა მაგიდასთან ვზივარ, ხელში თეთრი, ულოგიკოდ გახეული ფურცელი მიჭირავს და 6 ციფრს დავცქერი, მაგიდაზე ლურჯი ტელეფონი დგას, მარცხენა ხელით ყურმილს ვწვდები, ნომერს ვკრებ და რამდენჯერმე ვუსმენ ბგერა ,,ტუ”-ს. - გისმენთ – მესმის ყურმილიდან ნაცნობი ხმა. - თან, შენ ხარ? - ვეკითხები. -Dდიახ, რომელი ხართ? - სახი ვარ - ვამბობ მე, გულში კი ვფიქრობ, მტყუნის რამდენიც იცი, ვინა ვარ. - როგორ ხარ, სახ? - რატომღაც ტკბილად ნათქვამი წინადადება მესმის ყურმილიდან. ასეთი ტონით ნათქვამ ფრაზას არ ველი, განწყობა ოდნავ კონფლიქტური სიტუაციისთვის მაქვს მიმართული, ვიბნევი, ორ თრთოლვიან ამოსუნთქვას ვაკეთებ და ვპასუხობ: - კარგად. - რატომ დარეკე, სახ? - ისე. - აი, ახლა მე მგონიხარ სულელი - ეცინება თანს. - ნუ გეშინია, სულელი მამაკაცი ლოგინშია ჭკვიანი - დაბნეულობა მიქრება მე. ყურში ვნებიანი, გამომწვევი სიცილის ბგერები ჩამესმის. - მიყვარხარ თან. - სახ, გჯერა ერთი ნახვით შეყვარების? - დამცინის თანი, მაგრამ მაინც არ გავს ეს დაცინვას. - ხო – ვეუბნები მე და მის სიცილში ჩემს ღიმილს ვურევ. - მგონი, ჩემთან შეხვედრას აპირებ? - მესმის ყურმილში ახალი ფრაზა, ვერ ვხვდები ხუმრობაა, დაცინვა თუ სიმართლე. სტრატეგიისთვის მაინც დაცინვის ხაზს მივყვები. - დამცინი თან? - ხმას ვიბრაზებ მე. - არა, სრულიად სერიოზულად გეუბნები. - სადაც გინდა თან. - მაშინ უნივერსიტეტთან გადავწყვიტოთ. - ხო კარგი, კარგად - რატომღაც სწრაფად ვემშვიდობები ქალიშვილს. - კარგად - იძახის თანიც და მალევე ყურში მესმის აჩქარებული ბგერა, რომელიც უფრო ასო ,,ტუ”-ს მაგონებს. მოვიფიქრეთ, ეკლესიის ეზო, არც კი ვიცი, პაემნისთვის ეს ადგილი რატომ შევარჩიე, მგონი ტაძრის საიდუმლო სიმშვიდით მინდოდა უფრო მეტი დატვირთვა მიმეცა სიტუაციისთვის, თანიც უმალვე დამეთანხმა, მარჩხენა მკლავი 45 გრადუსით მოხარა და იგივე გრადუსით მოხრილ ჩემს მკლავში გაუყარა. Bედნიერი ვარ და ათას სისულელეს ვყვები, თანიც ბედნიერია და ათას სისულელეზე ეცინება, მალე ეკლესიის ეზოც მოჩანს, მოკრძალება გვიჩნდება, ერთმანეთის მკლავებისგან ვთავისუფლდებით და პირჯვარს ვიწერთ. - შემინდე ღმერთო ყველაფერი - ვფიქრობ მე და გუმბათის ზემოთ უზარმაზარ ჯვარს მივჩერებივარ. ხალხი ცოტაა ეკლესიაში, თანი თავსაფარს იფარებს და სანთელს ანთებს, ულოგიკოდ მეჩვენება მოდურ ტანსაცმელზე ზემოდან მაცქერალი თავსაფარი, თანს კი სანთელი სახეზე ანათებს და მხოლოდ მან და ღმერთმა იციან, რაზე საუბრობენ. - მიყვარხარ თან - ვამბობ მე, როცა ეკლესიას ორმოციოდე მეტრით ვშორდებით. - მეც - მესმის პასუხი დახრილი თავიდან, თანს ვუყურებ, უცნაური სახე აქვს, თითქოს გაფითრებულია, ქერა თმით შემოსილი თავი ძირს დაუხრია და ზიარჭურჭლურად დამდგარ გუბეს უაზროდ უყურებს. - მეც - იძახის ისევ და გულში მეკვრის. სხეულში სიამოვნებას ვგრძნობ, თანის შუბლი გულზე მაქვს მიბჯენილი, მარცხენა ხელს ქალიშვილს წელზე ვხვევ, თანი მკლავებს უფრო ძლიერ მიჭერს, მკერდზე რაღაც რბილი მეხება, ეს თანის მკერდია, მარტის ამინდივით სიყვარულიდან ვნებაში გადავდივართ, თანის სახეს ხელებში ვიმწყვდევ და მბრწყინავი ცრემლით დატვირთულ ქალიშვილს ტუჩებში ვკოცნი. სახლში ოდნავ შეშინებული მივდივარ, დიდი ბედნიერების მეშინია, რომელიღაც ბნელი ჩიხიდან დაბალი, მელოტი კაცი გამოდის, რომელსაც ხელში წაბლისფერი ხელჯოხი უკავია, რატომღაც მე მიახლოვდება, ფიზიონომია ისეთი მაქვს, ვითომ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ის სწრაფად ამცირებს ჩვენ შორის მანძილს და ჩემ წინ მეფის დესპანივით ჩერდება. - შენ, ეი - მიყვირის ის - შენ ხომ ჩემზე კარგად იცი, რომ სიყვარულის ღიღსი არ ხარ, მწერლობას ცდილობ და იტანჯე, თუმცა მწერლობასაც ვერ მოერევი, შენ გვამი ხარ. - რა თქვიით? - ენა მებმის, მიკვირს და მეშინია, მაგრამ მარტო მიკვირს და მეშინია, რადგან პატარა კაცის ხელჯოხის კაკუნი უკვე შორიდან მესმის, გავრბივარ. - რა გჭირს სახ? - მეუბნება ამ ამბიდან ზუსტად ერთ წელიწადში თანი - დღეს რაღაც უგუნებოდ ხარ? - ძალიან გიყვარვარ თან? - ვუბრუნებ კითხვას ქალიშვილს. - ძალიან. - რატომ? ვიცი, რომ შეკითხვა იდიოტურია, მაგრამ პასუხი მაინც მაინტერესებს, ტანი გაოცებულია, ლურჯი თვალები კითხვებით აქვს ამოვსებული. Mელოტი, პატარა კაცის სიტყვები ჩამესმის ყურში და საკუთარი გრძნობის წინააღმდეგ მინდება ქცევა, ხელოვანი ბედნიერი არ უნდა იყოს - ჩამძახის რაღაც ძალა და ამ ძალის ნააზრევს წინადადებად ვაქცევ: - მე შენ მიგატოვებ თან და მერე უფრო დიდი სიყვარულით დაგიბრუნდები. ქალიშვილის თვალებში შეკითხვები ქრება და მის ადგილს ტანჯვა იკავებს, უაზროდ და დამცინევედ მივჩერებივარ, მსიამოვნებს, რომ ვუყვარვარ, თავი ღმერთი მგონია, თანი კი იობი, მან უნდა დაითმინოს, რომ სიყვარულით დასაჩუქრდეს. - რა გინდა სახ? - ცრემლები მოსდის თანს. რომ არ მრცხვენოდეს, ამ ცრემლებს შუშაში შევინახავდი და დავლევდი. - რა გინდა სახ, რა სისულელეებს მეუბნები? - იმეორებს თანი. - არაფერი თან, არაფერი მინდა - ვფიქრობ ჩემთვის - ხელოვნებისთვის ვაკეთებ ყველაფერს. თანს ნიკაპთან ხელს ვკიდებ და ჩემი ტუჩისკენ მივიზიდავ (რომელიღაც უცხოურ ფილმში მაქვს ნანახი), ქალიშვილი მიძალიანდება, სახეში ხელს მირტყამს და გარბის. მე კი ვფიქრობ, ყველა მამაკაცის ინსტიქტი ვარ სპექტაკლად დადგმული, ვფიქრობ, რომ ამით საკუთარ გულჩვილობას ვებრძვი, ვფიქრობ, რომ ზიზღად გარდაქმნილ სიყვარულს ვნახავ. - შენ დიდ სიყვარულს ნახავ - ვიძახი მე და არაყს ვყიდულობ. ვტიპობ რა. - ეს ხუმრობა იყო თან – ვეუბნები მეორე დილით ეკლესიიდან მომავალ თანს. არაფერს მპასუხობს, მიდის და მიდის. - ეს ხუმრობა იყო გოგო - მაცინება მე (სიცილის გამოყენებით სიტუაციას ვმუხტავ). არაფერს მპასუხობს, მიდის და მიდის. - აკი მიყვარხარო -ნამუსზე ვაგდებ მე (ესეც ძალზე ამაზრზენად გამომდის შექმნილ ვითარებაში). არაფერს მპასუხობს, მიდის და მიდის. მის სხეულს წრეს ვურტყამ და წინ მეფის მუცელივით ვესვეტები. - გამიშვი - მეუბნება წყნარად. - მიყვარხაე - ვამბობ მე და მიზეზებს ვხსნი. -თფუ - იძახის თანი და გვერდს მივლის. Mიყვარს. ნაფურთხს ვიწმენდ და სახეში ვურტყამ, ვურტყამ გამეტებით, ცხვირიდან სისხლი მოსდის და ხელზე ეწვეთება. - ბოზო - ვიძახი ბოლოს და ამაყად მივდივარ. ვტიპობ რა. ცაზე სამი ვარსკვლავია, რომლებიც ერთმანეთს შეერთებიან და ადამიანის არტერიას გვანან, დიდი დანით დაჭრილ ადამიანის არტერიას. - მერე? - მეუბნება მამა პავლე. - მერე ხელი დავარტყი და ამაყად წამოვედი. - როდის იყო ეს? - ერთი თვის წინათ. - რატომ ჰქენი? - არ ვიცი, მე კეთილი ვარ და მინდოდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მემოქმედა. - ნუ მეპრანჭები ლამაზი სიტყვებით - სახე უმკაცრდება მამა პავლეს - შენ მწერალი ხარ, უფრო სწორად გინდა მწერალი იყო, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ გაქცევს, თანი შენი საკუთარი პატივმოყვარეობისათვის გალახე, ახლა, ალბათ, უფრო წაიკითხავენ შენს მოთხრობებს. - არ არის სწორი. - დიახ, ასეა, რაც უფრო უნიჭოა ხელოვანი, მით უფრო აქტიურობს იგი ცხოვრებაში ბოროტებით თუ უცნაური სისულელეებით. - არ არის სწორი - ვამბობ მე ხმადაბლა და ვგრძობ, მტკივა რაღაც, რომელიც სხეულის ორგანო არაა. - სახ, ბიბლია წაიკითხე - მეუბნება მამა პავლე და მიდის. სახლში მივდივარ, გზაზე ის დაბალი, მელოტი კაცი მხვდება, მისი აღარ მეშინია, მელოტს ეტყობა, რომ ნაწყენია, რაღაცის თქმასაც აპირებს. - წადი შენი - ვაგინებ მე და გავრბივარ. - თააან - ვყვირი მე, ზუსტად ახალი წლის ღამეს თანის სახლთან. არავინ მპასუხობს. - თააან - ვუმატებ ღრიალს. ისევ სიჩუმე. მთვრალი ვარ, ბიბლია წავიკითხე და აღსარებაც ვთქვი, ზიარებას ველი. - მიდი ახლა გაქვს უფლება - დამარიგა მამა პავლემ. - თაააან - არც კი ვიცი, მერამდენეჯერ ვეძახი მე და თანის ორსართულიან ულამაზო სახლს მაქსიმალურად ვუახლოვდები. კარი იღება და ღამის თეთრ შარვალში და წითელ ხალათში გამომწყვდეული ანგელოზი გამოდის, სახე ნამძინარევი აქვს, დიდ, ლურჯ თვალებში გაოცება უკრთის. - რა გინდა? - ცივად მეკითხება. ვიბნევი და შიშს ვგრძნობ, სიტყვები მეკარგება, ყელი თითქოს თიხით მაქვსამოვსებული, თანი კი ზედმეტად ირონიული სახით მიახლოვდება და ტუჩებში ვნებიანად მკოცნის, ვერ ვინძრევი, ქალიშვილს ხალათი ძვრება, თუმცა ყურადღებას არ აქცევს და კოცნას განაგრძობს. - არა, თან, ნუ იზამ ასე - ლაჩარივით ვეძახი მე. - ხომ ნახე ის, რაც გინდოდა - ხარხარებს თანი და სახლში შედის. ყურებში კარის მიკეტვის ხმა ჩამესმის და ვხვდები, რომ ვეზიზღები. - რომელი ხარ? - ავიღე ყურმილი მე. - მე ვარ, ნაკი - მომესმა ყურმილიდან მეგობრის ხმა. - ხო, რა იყო ნაკ ამ შუა ღამეს რომ გამაღვიძე? - თანი გათხოვდა სახ. ახლა ჩემსა და როიალს შორის თანი დგას, ჩამავალმზისფერი კაბა აცვია, ვამჩნევ პატარა, ღრუბლის ფორმის ოფლს, ქალიშვილი სადღაც შორს იყურება, გარშემო უამრავი ჩიტი ახვევია, რომლების 12 გენიოსი კომპოზიტორის მუსიკას ერთდროულად ჭიკჭიკებენ, უცებ ერთი ჩიტი მიახლოვდება და სულში მინისკარტებს, უაზროდ ვაფაფხურებ სულს აქეთ-იქით და ჩიტის მოშორებას ვცდილობ. - მაპატიებ თან? - ბოროტ ჩიტთან ერთად ვუახლოვდები ქალიშვილს, ჩიტი მშორდება და ჭიკჭიკს იწყებს, თანს თავი ზურგთან მიაქვს და თვალებს ხუჭავს, მე მის ფეხებს ვეხები, რომლებიც ფეხები კი არა, ფეხებფორმამიღებული ჰაერია და სულს ვუბერავ, თანი ხელს მადებს, სულიერ ორგანიზმს ვგრძნობ, ვტირი, სულს იმქვეყნიური მარტო ცრემლები აქვს, თანიც ტირის, ვგრძნობ როგორ მეწვეთება წითელი ფერის ცრემლები, ჩიტები კი 12 გენიოსის სიმღერას ჭიკჭიკებენ. - მაპატიე თან - კიდევ ერთხელ ვიძახი მე, თანი კი პატარავდება და ჩემს წინ პატარა ჩიტად იქცევა, ბოლოს ისიც სხვა ჩიტებში ირევა და სადღაც მიფრინავს,მიფრინავს ბევრი ჩიტი სადღაც, ერთი მათგანი კი თანია, ჩამავალმზისფერი ჩიტი. უკნიდან ხმაური მესმის, როიალი ზემოთ და ქვემოთ დახტის, სწრაფად მივდივარ მასთან და მეორე ნოტს, რეს ვეამბორები, გარემო მოეყენილ ფერს იღებს, სიჩუმე მესმის როგორც ხმაური და ჩემ წინ დედაჩემს ვხედავ, ხელები თიხასავით აქვს დედას გამაგრებული, იგი არასდროს ყოფილა ბედნიერი - ვფიქრობ მე, დედაჩემი კი სიყვარულით მიყურებს და მძიმედ სუნთქავს, მერე თავზე დაფარებულ შავ შალს თოვლის გუნდის ფორმას აძლევს და მესვრის, თავშალი ჩემს სულს ეხვევა და შიგ რაღაცეებს ყრის, მე ვგრძნობ, როგორ ვივსები წარსულით და მახსენდება.
რე (დედა)
- უნდა წავიდე სახლიდან, სხვა ქვეყენაში უნდა წავიდე, მეზიზღება აქაურობა, - რაც შეიძლება მშვიდად ვამბობ მე და გაზთან მდგარ დედას მივჩერებივარ. დედა სახამებელს ხარშავს, ქვაბიდან ულოგიკო ორთქლი პირდაპირ სახეში ხვდება, ტკივა, დაღლილია, მაგრამ მაინც რეცხვას აპირებს. - დედა, უნდა წავიდე – ხმას ვუწევ მე. კვლავ დუმილი, დედაჩემი ჯიუტად მისჩერებია ადუღებულ სახამებელს. სიმშვიდე თუ სხვა რაღაც კონტროლს მაკარგვინებს და ხმამაღლა ვბღავი: - უნდა წავიდე დედა. - წადი მერე, ვინ გიშლის? - მეუბნება დედა. ასეთი პასუხი მაიძულებს, დაბალი ხმით ვილაპარაკო. - ფული მინდა. - იშოვე მერე. - სად ვიშოვო? - მე არ მაქვს ფული. - ისესხე. - ვისგან, გეკითხები? - ვინმესგან. - მაინც სად აპირებ წასვლას? - არ ვიცი, სადღაც. - ვერაფერს ვერ გააკეთებ. - რატომ? - ჩემი შვილი ხარ და ვიცი, შენ ფულს ვერ იშოვი. - არა, ვიშოვი და მალე დავბრუნდები. - არსადაც არ წახვალ. - წავალ. - არ წახვალ - ამოგუდული ხმით ამბობს დედაჩემი და ცრემლი ერევა - არ წახვალ, მე ავად ვარ, მარტო მტოვებ? არ წახვალ. წასით უნდა დავამშვიდო დედა, მაგრამ ეს სისაწყლე უფრო მაცოფებს, მისი ქვითინით ჩემს უბადრუკობას ვგრძობ, არ შემიძლია მივიდე და დავამშვიდო, პირიქით, ფეხს ბრაზიანად ვიქნევ და კარს ვურტყამ. - ვიშოვი და წავალ - ვიძახი გაცოფებული, ოთახიდან გავრბივარ და ლოგინზე ვემხობი. დაკეტილი კარებიდან დედაჩემის ჩუმი ქვითინი მესმის, ნერვები გულში კოღოებივით მესევა და მკბენს, სიმწრისაგან ტუჩებს ვიჭამ, ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, გულს ვტკენ, უფრო ის მაცოფებს, რომ შემიძლია გული არ ვატკინო და მაინც ვტკენ, ახლაც იმის მაგივრად რომ ლოგინში ვეგდო და მის დამშვიდებას დაველოდო, დედაჩემთან მივდივარ და ვამბობ: - მეზობელს რომ ვუთხრათ ფული? მე რომ დედაჩემი ვიყო, ჩემნაირ შვილს შევიზიზღებდი, მაგრამ დედაჩემი ანგელოზია დედამიწაზე, თვალები ჩემი სიყვარულით აქვს სავსე და ტირის. - კარგი რა დე, ფულს ჩამოვიტან და ჩამოვალ, შენთან მეზობლები დარჩებიან. დედაჩემი მოულოდნელად ფეხზე დგება და გულში მიკრავს. - არ წახვიდე შვილო - ჩურჩულებს და კისერთან მის ცრემლებს ვგრძნობ. - კარგი რა, ნუ ტირიხარ, მალე ჩამოვალ - ვიძახი მე. დედა ხელს მიშვენს, თეთრი, ოდნავ დაჭმუჭნული ცხვირსახოცით თვალებს იწმენდს და მეუბნება: - რამდენი გინდა? ამ სიტყვებში არის რაღაც ამაზრზენი, ვტრიალდები და სხვა ოთახში გავდივარ.
***
- ანკეტა შეავსეთ - მეუბნება აეროპორტში ქერა, უცნობი გოგონა და ქაღალდს მაწვდის, კარგ გუნებაზე ვარ და ქალისადმი ქათინაურების ფრქვევით ვავსებ ფურცელს. - კარგად იყავით - მემშვიდობება ქერა და მიღიმის. სიცივეა, თეთრი თოვლი მკვდარი თოლიასავით გდია ქალაქში, წითელზოლიან ტაქსის ვაჩერებ და სასტუმროში მივდივარ. ოთახში ათას გეგმას ვაწყობ, ოცნებებში უკვე მდიდარი ვარ და სახლში ამაყად ვბრუნდები, გვერდზე თეთრი, არცთუ ლამაზი გოგო მიწევს, რომელიც ოცნებებში ხელს არ მიშლის, ხანდახან სიგარეტს გამომართმევს და მეუბნება: ხომ კარგი ძუძუები მაქვს? Mე გულაღმიდან გულდაღმა გადავბრუნდები და მკერდს ვუკოცნი. თენდება, ტაქსის ოფისთან ვაჩერებ და დინჯი იერით გადმოვდივარ, ქიმიის უახლესი მიღწევებით გალამაზებულ ოთახში ღიპიანი კაცი მხვდება და მესალმება. - გაგიმარჯოს - ვამბობ მეც. - ბევრი არ მცალია - დამცინავად მიყურებს ღიპიანი - აი შენი კონტრაქტი. Uცხო ასოებით დაწერილ ფურცელს თვალს ვაყოლებ და ხმის კანკალით ვიძახი: - ჩვენ ხომ 300-ზე შევთანხმდით? - გასაგებია, არ ხართ თანახმა - კიდევ უფრო დამცინავად იძახის ღიპიანი და ხელით მანიშნებს თავისუფალი ხარო. თვალწინ დედა მიდგას, მისი სიტყვები მახსენდება, დედაჩემი ახლა ალბათ ლოგინზე წევს და ჩემი ლანდით გულს აყოლებს. - თანახმა ვარ - ჩუმად ვლუღლურებ მე და ფურცელზე ხელს ვაწერ. დიდ, ყინვით გამწარებულ მინდორზე ვდგავარ, მძიმე, უხეში ტანსაცმელი მაცვია. - აი ეს უნდა გავხეხოთ და შევღებოთ - მეუბნება ჩემი მეწყვილე მუშა და უზარმაზარ ძრავას მაჩვენებს. თოვს და თოვს, ჯოჯოხეთში აკივლებული ეშმაკივით კივის ქარი. - ნუ გეშინია, მიეჩვევი - მამშვიდებს კეთილთვალებიანი მეწყვილე და უშაქრო ჩაის მთავაზობს. ვხეხავ ძრავას, ამ სამუშაოთი ბინის და საჭმლის ხარჯებს, ალბათ, გავისტუმრებ. - არაყს სვამ? - მეკითხება კეთილთვალება და უფერო სათვალიდან ღიმილით მიყურებს. - ხო - ვპასუხობ მე. - აჰა ფული, წადი, იყიდე, საღამოს დავლიოთ. ვგრძნობ, რომ მეწყვილეს ვეცოდები, თითქმის მამად მეკუთვნის, ჩაის ჭიქას თოვლზე ვდგამ და მაღაზიაში მივდივარ. ხომ ძნელია მარტოობა, მაგრამ სხვაგან მარტოობა თვითმკვლელობაა. 2 თვე გადის, ყოველდღე ვსვამ, არ დალევ და მოკვდები - მეხუმრება კეთილთვალება, საღამოს სახლში თეთრი, არცთუ ლამაზი გოგო მხვდება და ალბათ უკვე მეათასედ მეკითხება: ხომ კარგი ძუძუები მაქვს? ამ ქალს რაღაც მაინც აქვს საამაყო - ვფიქრობ მე და დედა მახსენდება, სახლში ნახევრად დამტვრეულ საწოლში წევს, ჩემი ლანდით გულს იწყნარებს. Fულს სახლში ვერ ვაგზავნი, ის კი არა დედაჩემმა ორჯერ აქეთ გამომიგზავნა თანხა, ნამუსი ყოველ ღამე კიბოსავით მღრღნის, საყვედურსაც არ მითვლის, მირჩევნია მლანძღოს და მწყევლოს, მაგრამ დედაჩემი მაქებს. - გაყოჩაღებულია სახი, თავს არ ზოგავს იქ - მომესმა ერთხელ დედაჩემის ხმა ტელეფონში, მეზობლებში და ნათესავებში ასე ამბობს იგი. მძულს და მეზიზღება ჩემი თავი, ხანდახან მოთხრობები მახსენდება, ქვრივი ქალივით მიტოვებული, რამდენჯერმე წერაც ვცადე, არ გამომდის, რაღაც ფილოსოფიურ სისულელეს ვიღებ, ვსვამ, არაყს ვერ ვიტან, მაგრამ მაინც ვსვამ, რადგან სიმთვრალეში ირონიული, ზიზღიანი ფიქრები უფრო თამამი მიხდება და რეალობისაგან მთიშავს, ხანდახან ისეთ რამეს გავიფიქრებ, ჩემი სხეულის ფერფლად ქცევა მინდა, სიმთვრალეში კი საკუთარი თავის სიძულვილი მიყუჩდება და მის ადგილს ირონია იკავებს კაცობრიობისადმი, ირონიას კი შვება მოაქვს. სად არ ვსვამ, სახლში, ქუჩაში, ქვაზე, კეთილთვალებიან მეწყვილესთან, შემდეგ ცხოვრებაზე დაბოღმილი ვბღავი, სიყვარულს ვადიდებ, ადამიანად ყოფნა მინდება. გათენდება, მყრალი ფიქრები ისევ მასკდება და ისევ არაყი. არაყი ქუჩაში, სახლში, ქვაზე. ისევ გათენდება. და ერთ გათენებაზე სიკვდილი მოგინდება ადამიანს. ო, ღამევ, შიში თორემ არ გაგათენებდი - ვემუქრები ღამეს. სწორედ უცხო ქვეყანაში მიყალიბდება ცხოვრების ჩემებური და ურყევი კონცეფცია. ფულია ყველაფერი, სიყვარული, მეგობრობა, თავდადება, კაცობა, თვით სიკეთეც ფულია, სრულყოფილი არაფერია ამქვეყნად, მაგრამ ყველაზე მეტად ფული განთავისუფლებს შიშისგან. შიში ორნაირია: სიკვდილის და სირცხვილის. ხიფათი - სიკვდილის შიშს შობს, ფიქრი სირცხვილის, გმირები სირცხვილის შიშით არიან ატანილნი, ლაჩრები ორივეს შიშით, მნიშვნელობა არა აქვს, ორივე შისი ეგოისტად აყალიბებს ადამიანს, ყველა ადამიანი ეგოისტია - ლაჩარიც და გმირიც. ყველაზე მეტად თავისუფალი მაშინ ხარ, ფული თუ გაქვს, მაშინ შენში უფრო მეტი ,,ჩვენაა” ვიდრე ,,მე”. ფული თავისუფლებაა. თავისუფლება ყველაფერია, გარდა ეგოიზმისა. ეგოიზმი შურია. შური ბოროტებაა. ფული ყველაფერია, მაგრამ ის რომ იშოვო, უნდა მოიტყუო, მოკლა, დაჩაგრო, შეგშურდეს. ფული რომ იშოვო, უფრო ,,მე” უნდა გქონდეს, ვიდრე ,,ჩვენ”. Fფული რომ იშოვო ეგოისტი უნდა იყო. ეგოიზმი შურია. შური ბოროტებაა. რა გამოდის? კეთილი რომ იყო, ფული უნდა გქონდეს, ფული რომ გქონდეს, ბოროტი უნდა იყო. ო, ღამევ, შიში თორემ არ გაგათენებდი - ვემუქრები ყოველდღე ღამეს. მაგრამ მაინც ვითენებ და მეწყვილესთან ერთად უზარმაზარ ძრავას ვხეხავ. თბება ქალაქში, ხის ბუმბლი მოსდებია ყველაფერს, მე ჭუჭყიან ოთახში ვზივარ და არაყს ვსვამ, მოულოდნელად კარი იღება და ღიპიანი უფროსი შემოდის. - მოდი აქ - სიძულვილით მეძახის ის. მივდივარ. - პირი გააღე. ვაღებ. ღიპიანი პირში მყნოსავს, შემდეგ ბრაზიან სახეს იღებს და თავში მუჭს მირტყამს. - სვამ არა, შენი დედა - მაგინებს. დედა მახსენდება, იგი ალბათახლა ლოგინზე წევს და ჩემი ლანდით მშვიდდება. პირველი მუშტიპირდაპირ ცხვირში ხვდება, მერე წიხლი უღებავს წითლად მსუქან სახეს, ბოლოს მოურიდებლად მოქნეული ხელი მუცელს უტორტმანებს და ძირს ვარდება. ფანჯარაზე ორი, უემოციო სახის ბეღურა ზის და ულოგიკოდ ხტის. - სახელი? – მეკითხება შავთვალა გამომძიებელი. - სახი - ვპასუხობ მე და კანკალს ვერ ვიკავებ. - რატომ დაარტყი? - მყრალი ოხშივარი ამოსდის პირიდან გამომძიებელს. ვუხსნი, არ სჯერათ, ერთი წელიწადი ციხეში მიწევს ყოფნა. Dა მაშინ პირველად ვგდძნობ, რომ ცუდი ადამიანი არა ვარ, რადგან მთელი ეს დღეები ჩემზე კი არა დედაზე ვფიქრობ. არა, არი კიდევ რაღაც ფულის გარდა სახ - ვეუბნები ჩემს თავს საკნის მართკუთხედ ნარზე შემომჯდარი. ღამდება, ნესტით გატენილ საკანში ნივთები ერთმანეთს ემსგავსება, მესმის 4 პატიმრის განსხვავებული ინტერპრეტაციის ხვრინვა, რატომღაც, რაღაც გაურკვეველ საგანს დაჟინებით მივჩერებივარ, უცებ საგანი ირყევა და ადამიანის ფორმას იღებს, მოუშორებელი მზერით ამ ადამიანში მელოტ, ხელჯოხიან კაცს შევიცნობ, სწრაფი მოძრაობით სხეულით 90 გრადუსიან კუთხეს ვქმნი და ყვირილს ვაპირებ, მელოტი ჰაერში დაფრინავს და ქალივით პლასტიკურად ცეკვავს. - რა გინდა? - ჩურჩულით ვეკითხები მე. - თაობები იცვლებიან, ღარიბები ტირიან, მდიდრები იცინიან - მღერის ის და გრძელ ენას ძაღლივით მიყოფს. - ვინ ხარ? - ჯამბაზი, ყველასგან მიტოვებული, ნიჭიერი ჯამბაზი. - რა გინდა ჩემთან ჯამბაზო? - მინდა გასწავლო, რომ სიკეთე ბოროტთა თვალში აიაულელეა, შურიანთა თვალსი - მეტიჩრობა, მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია, აღიარონ იგი უპირატესობად, ღირსეულები კი არ არიან, ჩვენ დავრჩით ჯამბაზები დედამიწაზე. სიტყვებთან ერთად მელოტი ქრება და ღამეში ადამიანის ანაბეჭდს ტოვებს, - თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ. - ადე ზევით ნაბოზარო - ჩამესმის ძილსი ხმა და წელში წიხლი მხვდება, თვალებს სწრაფად ვახელ, წინ უცნობი მამაკაცი დგას და საჩხუბრად გამზადებული ქშინავს. - დღეიდან საკანში გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი - მეუბნება უცნობი, რომელსაც დიდი თავი აქვს. - დღეს შემოიყვანეს - ვხვდები და დანარჩენ პატიმრებს ვაკვირდები, ყველას შიში აქვს სახეზე აღბეჭდილი. - მკიდიხარ - ვიძახი და ფეხზე ვდგები. დიდთავა სახეში მუჭს მირტყამს, სისხლი თაფლივით ნელა მოწვეთავს ლოყაზე, უცნობს სხვა პატიმრებიც ეხმარებიან და სასტიკად მცემენ. - შენი ეროვნების ხალხი ფეხებს უნდა მიკოცნიდნენ - ამბობს უცნობი და ტკივილებით მოკანკალე სხეულზე მაფურთხებს. სიცოცხლე მინდა, დედის ნახვა მინდა, ჩემს ქვეყანაში მინდა და ბედს ვეგუები. სული იმუნიტეტად სილაჩრეს ირჩევს, ამიტომ საცოდავი მზერით ნარიდან ჩამოვდივარ და უცნობს ვუთმობ. - მკვლელია - მეუბნება ღამით ერთი პატიმარი. ჭუჭყიან იატაკზე თავის სამყოფელში ჟანგისფერი პატარა ტარაკანა მიხოხავს. ოთახს ვგვი, დანარჩენი პატიმრები კარტს თამაშობენ, მხოლოდ დიდთავა არის ნარზე წამოწოლილი. - მოდი აქ - მეძახის ის. მივდივარ. - ჩემთან ნარის ქვეშკარგად არ არის გამოგვილი. მივდივარ და ხელმეორედ ვგვი. - მალადეც – მეუბნება ის და სტვენს. მხოლოდ ბოროტ ადამიანებს ანიჭებთ მბრძანებლობა სიამოვნებას - ვასკვნი მე და ეჭვი მიჩნდება, რომ მეც ბოროტი ვარ. ორ თვეში კიდევ ექვსჯერ მცემა, ხელსაც არ ვუბრუნებ, ვიცი მომკლავს, არადა რამდენჯერ მიფიქრია აქ, უცხო ქვეყანაში თვითმკვლელობაზე, ახლა კი ეს ,,ღვთისნიერი” გამათავისუფლებდა უდიდესი ცოდვისგან, მაგრამ მათ, ვინც ბევრს ფიქრობს თვითმკვლელობაზე, ყველაზე მეტად უყვართ სიცოცხლე, მეც იმუნიტეტად სილაჩრეს ვიყენებ და ვცოცხლობ. ჯამბაზი ვარ. დედა კი სახლში ზის და ჩემი ლანდით სულდგმულობს. - მამა პავლე, აქ საიდან მოხვედით? - მიხარია მე და მამაოს ვეხვევი. - სახ, დედაშენი... მახსენდება უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, დედა ძალიან გახარებული იყო, პირველად და უკანასკნელად გავიგონე მაშინ მისი სიმღერა. - ჯადოსნურ, ჯადოსნურ ქალაქში მივქრივარ - მღეროდა ის. - გარდაიცვალა - დაასრულა მამა პავლემ. დიდთავაც კი თანაგრძნობით მიყურებს, მე კი მისკენ გავრბივარ და სახეში ფეხს ვურტყამ. - მოკვდება - ყვირის მამაო და დიდთავს სისხლით შეღებილი კარისკენ მივყავარ. შურისძიებაა ცხოვრების მთავარი არტერია. - რამ მოკლა? - ვეკითხები მამა პავლეს. - გულმა. გული და მე სინონიმები ვართ დედაჩემისთვის.
***
- დედა, სამოთხე როგორია? - ვეკითხები დედის სულს, ჩემი ცრუ დაფიცებით დანაოჭებულს. დედა თავშალს იხვევს და გარბის, იცის, რომ სინანული უნდა გავუზიარო, მას არ სჭირდება ჩემი პატიება. - დედა, როგორია სამოთხე? - მივდევ მე. ის კი ქრება და სუნს ტოვებს, საოცრად ლამაზ სუნს, რომელსაც საგნის ფორმა აქვს მიღებული და სანთელს ჰგავს. ღოიალის ხმა მესმის, მალაყებით მივფრინავ მისკენ და ,,მის” ვიღებ, როიალის წინ დიდ ჯვარს ვხედავ, რომელიც ადამიანის მთელ სხეულზე არის მიკრული, ჯვრისა და ადამიანის ჰიბრიდი მიახლოვდება და მამა პავლეს სახეც იკვეთება, იგი ჯვარს იხსნის და მისი დახმარებით ჩემს სულს მაღლა სწევს, მე ვგრძნობ, როგორ ვივსები წარსულიღ და მახსენდება.
მი (მამა პავლე)
- ვიცოდი, მონასტერში რომ ვერ გაჩერდებოდი - ეღიმება მამა პავლეს. - საიდან იცოდი? - მიკვირს მე. - ადამიანების ორი კატეგორია არსებობს, ერთნი, შეიძლება ბოროტებიც იყვნენ, მაგრამ შეუძლიათ მონასტერში ცხოვრება და მეორენი, რომლებიც შეიძლება ძალიან კარგი პიროვნებები იყვნენ, მაგრამ მონასტერში ვერ ჩერდებიან, მონასტერში ყოფნას რაღაც თვისება უნდა, რომლის სახელიც არ ვიცი, შეიძლება ნებისყოფა ჰქვია, მაგრამ ,,შეიძლება”. მამა პავლეს თეთრი შუბლი აქვს, სულ მიკვირს, რატომ აქვთ სასულიერო პირებს თეთრი შუბლი, - მარხვამ იცის - მიხსნის მამაო, მაგრამ არ მჯერა. - მაინც რატომ ვერ გაჩერდი? - მეკითხება მამა პავლე. - არ ვიცი, ვერ გავუძელი - ვპასუხობ მე. - ახლა რას აპირებ? - წერას. - რომ არ გამოგივიდეს? - მაშინ გავყვები ცხოვრების დინებას იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც დადის. - სიტყვებით პრანჭვას მაინც ვერ გადაეჩვიე არა? - იცინის მამაო. მეც ვიცინი. - ცოლი მოიყვანე სახ - სერიოზულად მეუბნება მემე პავლე. - ვეცდები. მგონი, ერთი მეგობარი მყავს - მამა პავლე - ვასკვნი მე. - თანი ქმარს გაშორდა სახ - მაკვირდება მამაო. თანის ქმარგაცილება არავითარ რეაქციას არ მაძლევს. - მერე რა ვქნა, მე მოვიყვანო? - ვიღვარძლები და უხერხულად ვახველებ. - არა, მიხედე, არ გაბოზდეს. - რატომ უნდა გაბოზდეს? - მიხედე - მეუბნება მამა პავლე და მიდის. გზაზე დაბალი, მელოტი ხელჯოხიანი კაცი მელასავით მოცუნცულებს, სწრაფად მიახლოვდება, არ ვიცი როგორ, მაგრამ პირს მაღებინებს და ქაღალდს მტენის. კბილებში გაჩხერილ ფურცელს სწრაფად ვიღებ და ნაწერს ვამჩნევ - კერპები იმსხვრევიან - წერია დალორწკილ ქაღალდზე. - გაიგე - სიცილში არეული ხველებით ამბობს ხელჯოხიანი - ისე, მე მოგატყუე, ჯამბაზი არა ვარ, მე ხის ფანჯრებს ვამსხვრევ, ვერ ვიტან დურგლებს. მელოტი ქრება და ადგილზე დიდ ნახველს ტოვებს. - სააახ - ყვირის ჩემს კარებთან მამა პავლე - სახ, კარი გამიღე. კარს სწრაფად ვაღებ და გაფითრებული მამა პავლესაგან მინდა შევიტყო, რა მოხდა. მამაო ტირის და ტუჩებს იჭამს. - რა მოხდა მამაო? - კიდევ ვიმეორებ შეკითხვას. - მე მკვლელი ვარ სახ. ტვინი ვერ ხარშავს ამ სიტყვებს, ამიტომ ვიცინი. - დალიეთ მამაო? - მე მკვლელი ვარ, სახ. - რატომ ხართ მკვლელი, ქალს ნდომით შეხედეთ? - კვლავ ვიცინი. მამა პავლე ოთახში შემოდის და წყალს ითხოვს, შემდეგ ქაღალდის ნაგლეჯს მაძლევს და მეუბნება: - წაიკითხე. ვკითხულობ. ,,შენი ნაყოფი ცოდვითაა სავსე, ამიტომ ის და მე მვათხოვრობთ განსაწმენდად“. - რა არის ეს მამაო? - მიკვირს მე. - ჩემი ცოლის წერილია, სახ, მომისმინე, მე 14 წლის წინათ მილიციაში ვმუშაობდი და ხალხს ვხვრეტდი. მეცინება. - რა გაცინებს, მართლა ვხვრეტდი, ერთ ბნელ იზოლატორში, მხოლოდ ორი მოვკალი, მე უპატრონოთა სახლში გავიზარდე და იქიდან პირდაპირ წავედი ჯოჯოხეთში, მერე ცოლი შევირთე სახ, მონასტერში გაზრდილი გოგო, შვილიც მეყოლა, მერე მან ყველაფერი გაიგო და გამშორდა, 10 წელია არ მინახავს, მე კი თვითმკვლელობისგან მეუფემ მიხსნა და სამ წელიწადში მღვდლად ვეკურთხე. გაოგნებისგან პირი მიშრება და წყალს ვსვამ. - მონასტერში რატომ არ წახვედი? - მეუფე მიხვდა, რომ მონასტერში მოვკვდებოდი და სიკეთის კეთების საშუალება მომცა, მონასტერში მალე წავალ, მე უკვე ვალი ნაწილობრივ მოვიხადე, მთლიანდ კი ვერასდროს მოვიხდი, სახ, მინდა, რომ ჩემი ცოლი და შვილი ნახო, მე ვერ ვიპოვი და თუ ვიპოვი, აზრი არა აქვს, მე წავედი სახ. მამაო მეხვევა და მიდის. - ახლა უკვე მარტო დავრჩები დედამიწაზე - ვფიქრობ მე. მამა პავლე ჯვარს ხელში ატრიალებს, იცინის და მეუბნება: - გახსოვდეს სახ, ერთხელ რა მითხარი - მხოლოდ დიდი ცოდვის მონანიებას აქვსო ხიბლი, არა სახ, ასე არაა, მხოლოდ მონანიებული ცოდვების მერე იწყება ცხოვრება, ახლა მე მონასტერში ვარ და არ არსებობს ჩემზე ბედნიერი ადამიანი, დაიმახსოვრე სახ, მოძღვარი მანამდეა საჭირო, სანამ ადამიანი არ ფიქრობს მოძღვარზე, მოძღვართან მისულ ადამიანს მოძღვარი აღარ ჭირდება. მამა პავლე სწრაფად მიდის და ჯვარს მიტოვებს, უკნიდან საათის წიკწიკი მესმის, როიალს ვუახლოვდები და ,,ფას” ვიღებ, შორიდან მელოტი, დაბალი, მსუქანი კაცუნა მოდის და მახსენდება.
ფა (ექვსი საათი სიცოცხლიდან)
- ეძიეთ და ჰპოვებთ, დააკაკუნეთ და გაგიღებენ, გაიღეთ მოწყალება კეთილო ადამიანებო, თორემ გამოდის ქრისტე ცდებოდა შეფასებებში - მესმის გარედან მათხოვრის ხმა. მოწითალო, არაბულ ტახტზე ვწევარ და გაშეშებული თვალებით თეთრად შეღებილ ჭერს მივჩერებივარ, ვფიქრობ, თუმცა არაიდენტური შინაარსის აზრები ერთ მთლიან ფიქრად არ მიყალიბდება, სხეულიც თვალებივით მაქვს გაშეშებული, გეგონებათ დიდი, ტალახიანი ქვა დევს ტახტზე, მოულოდნელადფიქრებში მუქი საღებავივით საათის წიკწიკი ირევა, მარცხენა ხელს ვხრი და მაჯაზე ძლოკვივით დახვეულ საათს ვუყურებ, ორი ისარი სმენაზე დაყენებული ჯარისკაცივით დგას და 6-ს უჩვენებს. ბნელდება, შავი წერტილები აშკარად ჯაბნიან მზისფერს, ოთახში სხვადასხვა დანიშნულების და ფერის საგნები ღამეს ემსგავსება. 8 საათისათვის მამა პავლეს მეუღლე და შვილი უნდა ვნახო, რომელთაც ახლად აშენებულ ეკლესიასთან მივაგენი, იქ მათხოვრობენ. თეთრი თოვლი დაუნდობლად ცვივა ციდან და ანაფორისფერ ღამეს ოდნავ ათეთრებს, ორი მტვრისფერი ბეღურა რაფაზე შემომჯდარა და სიცივეს ეურჩება. 7 საათზე სხეულს პალტოს ვმატებ და კიბეს თანაბარი ნაბიჯებით მივუყვები. ოზონით გაჟღენთილი ჰაერი სასიამოვნოა, 150 ნაბიჯით ვტკეპნი ქუჩაზე დაფენილ თოვლს და კლიენტის საძებრად გამოსულ ტაქსის ხელს ვუქნევ. - საით? - ხარბი ცნობისმოყვარეობით მკითხა მძღოლმა. - ახალ ეკლესიასთან - ვუხსნი და უკანა კარს ვაღებ. მძღოლის ცნობისმოყვარე სახე სინათლის სხივის სისწრაფით იცვლება სიხარულად, რადგან ეკლესიამდე მანძილი სრულ უფლებას აძლევს ბევრი ფული მოითხოვოს. ქალაქის ხმაურში მანქანას ღრიალი შეუმჩნევლად ემატება. თეთრ, გამყარებულ წყალზე დადიან ადამიანები, ღირსეულად შეუცვლია თოვლს მიწა და ვაჟკაცურად იტანს მოსიარულეთა ჭუჭყიან ნაფეხურებს. Mანქანის სალონში სიგარეტის კვამლი მთვრალი კაცივით დაბანცალებს, მძღოლი გამალებით ისუნთქავს თამბაქოს კვამლს და ცხვირიდან ნისლისფერ ჰაერს უშვებს. - ბედნიერი თუ ყოფილხარ ოდესმე? - ვეკითხები მძღოლს. - მე კოჭლი ვარ - მპასუხობს ის. - მერე კოჭლები არ არიან ბედნიერები? - კოჭლები ხანდახან არიან ბედნიერები, მათთვის სრული ბედნიერება არ არსებობს. - მაინც რა არის ბედნიერება? - ფული და სიამოვნება. - სიამოვნება არაა ბედნიერება. - აბა რაა? - უკვირს კოჭლს. - ფული - მეცინება მე. - თქვენ თუ ყოფილხართ ბედნიერი? - ხანდახან მგონია, რომ ვარ - ვიძლევი არცთუ გასაგებ პასუხს და თვალებს ვხუჭავ. მძღოლი მეტს არაფერს მეკითხება, მექანიკურად ატრიალებს საჭეს და წინ მიმავალ მწვანე მანქანას ჯიუტად მისჩერებია. - მივედით - ამბობს ბოლოს და ხარბად მიყურებს. სავარძელზე დაკუჭულ ფულს ვაგდებ და მანქანიდან გადმოვდივარ, მაჯის საათზე ისრებს მახვილი კუთხე შეუქმნიათ და რვის ნახევარს აჩვენებს. ტალახითა და თოვლით აზიზნილ ქუჩაში 4 მათხოვარი დგას და სალოცავად მიმავალ მრევლს დახმარებას სთხოვს. ეკლესიას ვუახლოვდები, ჩემ წინ 4 ხელი კითხვის ნიშანივით იხრება და დახმარებას მთხოვს, თითები ჯიბისკენ მიმაქვს, მოულოდნელად ფეხებთან ვიღაცის ტანს ვგრძნობ, დავყურებ, პატარა მუხლებზე შემომხვევია და საცოდავად იცქირება. ეს მამა პავლეს შვილია. - მშია - ერთი სიტყვით გამოხატავს დაჩოქილი გრძნობას. ვიმუხლები, ჭუჭყიან ბავშვს სიცივისგან შეკუმშული კანი მოუჩანს, უხეში, დიდი ფეხსაცმელები აცვია. სცივა, თუმცა ჯიუტად ებრძვის ყინვას და მოწყალებას ითხოვს. ჩემს მზერას ბავშვის ყური იპყრობს, საიდანაც წითელი სისხლი შეუმჩნევლად მოჟონავს. - რა დაგემართა? - ვეკითხები პატარა მათხოვარს და ჭრილობაზე ხელს ვადებ. ბავშვი არაფერს მპასუხობს, რადგან უშნოდ შეხორცებული იარა ეხსნება, სისხლი ყურს ნახევრად უღებავს, ტკივილი სახეს უცვლის, სადაცაა ატირდება, თუმცა ეწინააღმდეგება მოწოლილ ცრემლს, მისი ბავშვური ტვინი სადღაც აფიქსირებს, რომ შეიძლება ატირებულს ფული აღარ მისცენ, მხოლოდ სევდიანი, დიდრონი თვალებით მიყურებს და დაკრუნჩხულ თითებს მიშვერს. შეკავებულ ტანჯვას ბავშვის თვალებსი წიგნივით ვკითხულობ. - ღმერთო, რა სუფთაა აქ ყველაფერი - ვფიქრობ მე და ბავშვს გულში ვიკრავ. Gაკვირვებული, პატარა მათხოვარი სისხლიან ყურთან გულის სითბოს გრძნობს, მეტს ვეღარ უძლებს მისი ბალრური სული და ცრემლს თვალებისკენმიმავალ კაპილარს უხსნის. - დედა სადაა? - ვეკითხები ბავშვს და ფულს ვაძლევ. - მალე მოვა - სიხარულისგან სახე უნათდება პატარას და მირბის. დათოვლილ ქუჩაზე მათხოვრები კეთილ ადამიანებს ელიან, თეთრი თოვლი კი დაუნდობლად ცვივა ციდან და მოსიარულეთ მიწას აშორებს, მე ეკლესიასთან მდგარ ძელსკამზე ვზივარ და ბავშვის დედას ველოდები. - სად მუშაობთ თქვენ? - მომესმა უცებ ხმა, გვერდით ვიხედები, ძელსკამზე დაბალი, მელოტი, ხელჯოხიანი კაცი ზის და დანით რაღაც წიგნს ხევს. - არსად, მე მწერალი ვარ - მელოტის შიში საერთოდ აღარ მაქვს. - დაიმახსოვრე ,,მწერალო” ფული და ძალაუფლება მარადიულია, სიყვარული კი ჯერ ფერმკრთალდება, ბოლოს კი ქრება, ფულს და ძალას საზღვარი არ გააჩნია, სიყვარული კი მიიღწევა, აღსრულდება, ერთფეროვნებაში გადადის, ამიტომაა ფულისთვის და ძალაუფლებისათვის ადამიანები მთელი ცხოვრება იბრძვიან, ხოლო სიყვარულისთვის ცხოვრების ნაწილი ემეტებათ. გაოცებით ვუყურებ მელოტს, უძრავად ზის იგი, თვალები ეკლესიის გუმბათისათვის აქვს მიშტერებული. - მაინც ვინ ხარ შენ? - მე რომ ღმერთი ვიყო, ქვეყანა ბედნიერი იქნებოდა - იდუმალი კილოთი ამბობს კაცუნა და ხელჯოხს მიწაზე აკაკუნებს. - ახლა რას იზამ, გაქრები? - მეცინება მე. - დროებით გავქრები - ამბობს ის და ქრება. ჭუჭყიან ასფალტზე ბავშვი და ქალი გამოჩნდა, ბავშვს ქალისათვის ხელი მაგრად აქვს ჩაბღუჯული და გახარებული ტკეპნის მოყინულ თოვლს. - დე, ეს არის - ხელით ანიშნებს პატარა ჩემზე, - მაკოცა და ფული მომცა. - გამარჯობათ - რაღაც დამცინავად მომმართავს ქალი - დიდი მადლობა. ბავშვის დედას ვაკვირდები, დახეული წინდები აცვია, მხრებზე შალის შარფი მოუხურავს, ნაცრისფერი წამწამები ულამაზოდ აქვს შეღებილი. - არ გეცოდება სავშვი? - ვეკითხები მე. - არა - ირონიულად მპასუხობს ის - ასეთმა ნაყოფმა უნდა იტანჯოს. Qალს ვუახლოვდები, ფრთხილად ვხსნი შარფს და თვალებში ვუყურებ, ორი ნაცრისფერი წერტილიდან სევდა ილანდება. - გინდათ, ჩემთან ერთად იცხოვროთ? - ვეკითხები მე. ქალი დაკვირვებითმიყურებს, არ ტირის, მაგრამ მე ვგრძნობ თვალს უკან დამალულ უფერო ცრემლს. - მამა პავლემ მოგაგზავნათ, არა? - არა - ვტყუი მე - მე დედა მომიკვდა და თქვენ დედაჩემი გამახსენეთ, თანაც მარტოობის მეშინია, გევედრებით, იცხოვრეთ ჩემთან. ბავშვის დედას შუბლი ოფლით დაეცვარა, მარცხენა ხელი პატარას თავზე გადაუსვა და მკითხა: - სად ცხოვრობ? (მამა პავლე, არ გამომადგა ლამაზი სიტყვები - გულში მეცინება მე). მისამართს ვუხსნი. ქალი მიდის და თან მიძახის: - მამა პავლეს გადაეცი, რომ მიყვარს, მაგრამ არ გაბედოს და ჩვენთან არ მოვიდეს. - ვეტყვი - ვპირდები მე და საათს ვუყურებ, ისრები 10-ის 25 წუთს აჩვენებს. ერთმანეთის შიშით ადამიანები ფრთხილად დადიან ქუჩაში, მხოლოდ რამდენიმე მთვრალი გამოხატავს არსებობას უაზრო ყვირილითა თუ სიმღერით, აქა-იქ ძუკნა ძაღლები დარბიან და გულისამრევ საჭმელს ეძებენ, ღამეში გახვეული ქალაქი დასაძინებლად ემზადება. - ახლა კი დროა, ცოტა გავერთო - ვფიქრობ მე და ბნელ ღამეს სხეულით ვარღვევ. მოთეთრო ბინას ვუახლოვდები, სირბილით ავდივარ აივნის ჩატეხილ საფეხურებზე და მწვანედ შეღებილ კარზე ვაკაკუნებ. - ვინაა? - მესმის შიგნიდან ხმა. - მე ვარ, ნაკ გააღე - ვპასუხობ მეგობარს და ფეხებს ვიწმენდ. - ვაა, ვინ მოსულა - უხარია ნაკს და ლოყაზე მკოცნის. მასპინძელს თვალები ბედნიერად უელავს, პირიდან ალკოჰოლის მძაფრი სუნი ამოსდის. - სტუმრები მყავს - ხალისიანად ამბობს ის და ოთახისკენ მიმიძღვება. სიგარეტის სუნით გაჟღენთილ ოთახში სამი გოგო და ერთი მოკლეთითება ბიჭი ზის, მოკლეთითებას ერთ-ერთი ქალიშვილი მუხლებში ჩაუსვამს და კისერს უკოცნის, მოკლეთითებას გვერდით ცისფერ სავარძელში მჯდარ ქალიშვილს დიდხანს ვაკვირდები, მას თმა ხელოვნურად გაუქერავებია, სახეზე იაფფასიანი პარფიუმერია აცხია, ის თანია, გაფითრებული ზის სავარძელში და თვალებით მთხოვს, რომ არაფერი ვთქვა. თანის გვერდით ვჯდები. - ხელოვნება უკურნებელი სენის მხოლოდ მანუგეშებელი ექიმია - ამბობს მოკლეთითება სადღეგრძელოს და ქერათმიან მოკისკისე გოგოს ტუჩებში კოცნის. დიდი ჭიქით კიდევ ვსვამ კონიაკს. - ნახე, რა ძუძუები აქვს ბიჭო, ხელი გადახვიე - მიცინის ნაკი. სხეულში ალცოჰოლს ვგრძნობ. თანი იღიმის, მე ხელს ვხვევ და ვეუბნები: - მაინც ლამაზი ხარ, თან. - ქალი სექსამდეა ქალღმერთი, მერე ჯერ ქალი ხდება, ბოლოს კი ქალო - მიჩურჩულა ქალიშვილმა. - წავედით რა, თან, აქედან. - ჯერ შენ წადი, 11-ზე გნახავ თეტრთან. ქალიშვილს მხარზე ხელს ვაცილებ და გაკვირვებულ ნაკს ვემშვიდობები. სუფთა ჰაერი ალცოჰოლს მიძლიერებს, გულის რევასაც ვგრძნობ, თვალებარეული საათს დავცქერი, ისრები 11-ის 15 წუთს უჩვენებს. - ნეტა მართლა თუ მოვა - ვფიქრობ მე და ამ კითხვით დატენილი ქუჩაში გვამივით გაწოლილ ასფალტს მივუყვები. ცივი ქარისგან დახეული ცელოფნები ხეებზე მიკრულა, პარალელებზე მდგარ ნაგვის ყუთებში ვიღაცეებს ცეცხლი დაუნთიათ და უპატრონოდ მიუტოვებიათ. არაიდენტური ნაბიჯებით მივდივარ, წინ მთვრალი ადამიანების ღრიანცელი მესმის, ვხედავ ჩემგან რამდენიმე მეტრში ორ ბიჭს დახეულტანსაცმლიანი მოხუცი ძირს დაუგდიათ და დასცინიან. - ღმერთი ნახე? - ხარხარებს ერთი. - როცა ნახავ, უთხარი რომ მაგრად გცემეთ - დასცინის მეორე და გვერდებში ურტყამს. სხეულში ყინულივით ცივი შიში დამირბის, ფრთხილად ვუახლოვდები მთვრალ ბიჭებს და დასისხლულ მოხუცთან ვჩერდები. - ეს ვინღაა? - დამცინავად უკვირს ერთ მათგანს და პატარა, წითელი თვალებით მიყურებს. - ფული გაქვს? - მიყვირის მეორე, რომელსაც ხელში მწვანე ლუდის ბოთლი უკავია. - არა - წყნარად ვპასუხობ მე (სიწყნარე ჩემი შინაგანი მდგომარეობის ადეკვატური არაა). - პალტო გაიხადე - ცივად, სადღაც კბილებიდან აგდებს სიტყვას წითელთვალებიანი. არ ვინძრევი, სინანულით დავსცქერი დასისხლულ მოხუცს და შიშის დამალვას ვცდილობ. - ჩქარა შენი - მაგინებს იგივე ხმა და სახეში თავი მხვდება. სიმწრისაგან ვიკეცები, თუმცა მალევე ვდგები და ლუდისბოთლიანს თვალებში ვუყურებ. - რა გინდათ? - ახლავე გაიგებ - ბოროტად იღიმის წითელთვალებიანი და ფეხში ფოლადის დანას მიყრის. ხორცის გაგლეჯას ვგრძნობ, ერთხანს უაზროდ ვუყურებ თოვლზე დაწინწკლულ სისხლს, ფეხზე დგომა მიჭირს და ძირს ვჯდები. - არ მოკვდეს ეს ჩათლახი, წავედით - იძახის ლუდისბოთლიანი. ბიჭები სირბილით არღვევენ ცივ ჰაერს და იმალებიან. თოვლსი ჩამხობილს შავთმიანი, ჭუჭყიანი მოხუცი მიახლოვდება, ჯიბიდან ბინძურ ჩვარს იღებს და ფეხზე მახვევს, მე მოხუცს მუხლებზე ხელს ვადებ და ვეკითხები: - წავიდნენ? - ჰო, წავიდნენ. - რა უნდოდათ? - ბოროტება. მოხუცმა ამოიოხრა, მე ფეხიდან ბინძურ ჩვარს ვიშორებ და ლურჯ ცხვირსახოცს ვიდებ. - ძალიან ბევრმა ადამიანმა იყიდა ძაღლი ქალაქში, იმიტომ რომ ადამიანებმა ერთმანეთის ნდობა დაკარგეს. ბიჭების ყვირილი მახსენდება, შავთმიან მოხუცს თვალებში ვუყურებ და ვეკითხები: - ,,ღმერთი ნახეო“ რატომ ყვიროდნენ ბიჭები? მოხუცს ეცინება, მარცხენა ხელით ლოყას იქავებს და მეუბნება: - მე გიჟი ვარ, ყოველშემთხვევაში ყველა ასე მთვლის, არა უშავს, მე მირჩევნია გიჟობა. - თქვენ გიჟი არ ხართ - თავს ვაქნევ მე - მითხარით, რა გინდათ ღმერთთან? - 20 საუკუნის შემდეგ უნდა ვკითხო: ღირდნენ ადამიანები ჯვარცმად? - მთელი სიცოცხლე ღმერთს ეძებთ? - მიკვირს მე. - არა, ადრე სანთელს ვეძებდი, ალალ სანთელს. - მერე? - კარგა ხანს ვეძიე, მაგრამ ყველა სანთელი ფულს ითხოვდა, ბოლოს მაინც მივაგენი, ბავშვს ეკავა ხელში და ღმერთს დედის სიცოცხლეს სთხოვდა, აი, აგერ მაქვს - თქვა მოხუცმა და სამად გატეხილი სანთელი მაჩვენა. - მოხუცო, ღმერთი მარტო ბავშვებში დარჩა? - ღმერთი არ მომკვდარა, ღმერთი მოკლეს ადამიანებმა და ახლა არცთუ სინანულით მის მოსაგონარს სვამენ. ფეხის ტკივილი მიძლიერდება და სიმწრისაგან იარაზე ხელს ვიჭერ. - არა, მოხუცო, ადამიანები უღმერთოდ ვერ გაძლებენ. შავთმიანი მწარედ იცინის. თავი ჩემს ყურთან მოაქვს და ხმადაბლა ამბობს: - ყური დაუგდე ცოტა ხანს ქუჩას. ვირინდები, საიდანღაც ქალის ავხორცი ხარხარი მესმის ( ქალი რომ ხარხარებს ის ბოროტია, კაცი პირიქით - კეთილი), რომელიც მთვრალი კაცების უხეშ გინებაში ირევა, დათოვლილ ასფალტზე ძვირადღირებული მანქანიდან მუსიკა ხმამაღლა წივის. - გესმის? - ჩურჩულებს მოხუცი - ეს ფულის ხმაა, ესაა დედამიწის ახალი ღმერთი, ადამიანებს ხანდახან სიკეთის კეთებაც უნდათ, მაგრამ ახალ ღმერთს სხვა ათი მცნება აქვს. თანი მახსენდება, საათს ვუყურებ, ისრები 11-ის ნახევარს აჩვენებენ, ფეხზე წვალებით ვდგები და მოხუცს ვემშვიდობები. Mანქანები ღრიალით დარბიან ტალახითა და თოვლით აზელილ ასფალტზე, ყინვა მედუზასავით ასლიპინებს დედამიწას, გარინდულ ქაჩაში დაყუდებული ფარნები მთვარისფრად ანათებენ გათეთრებულ მიწას. თეატრამდე აღმართი მაქვს ასავლელი, მტკივან ფეხს გაჭირვებით მივათრევ, ტკივილისგან და ყინვისგან თვალებიდან მლაშე ცრემლი მომდის, რამდენიმე მეტრში აფთიაქს ვხედავ და შევდივარ. - იქნებ ფეხი შემიხვიოთ, ფულს ხვალ მოგცემთ - ვეხვეწები თეთრხალათიან გამყიდველს. შხვა ოთახიდან მრგვალსახა, მწითური კაცი გამოდის და ზიზღით მიყურებს. - გადი აქედან - ყვირის ის - მათხოვრები მაკლია აქ. - მე დაჭრილი ვარ. - გადი მეთქი - მიბღავის მწითური და გარეთ მაგდებს. - არაკაცო - ვყვირი მე და შეძლებისდაგვარად გავრბივარ. ფეხის ტკივილი შემაწუხებელ ჟრუალში გადამდის, ვხვდები იარა მსუბუქია, მაგრამ მიხედვა უნდა. რომელიღაც კარზე ვაკაკუნებ, ოთახიდან სიმღერის და სიცილის ხმა ისმის, კაკუნზე ხმები ქრება და ფრთხილი ნაბიჯების ხმა ისმის. - ვინაა? - მეკითხება შიშნარევი ადამიანი. - იცით, დაჭრილი ვარ, იქნებ ჭრილობა შემიხვიოთ - ოდნავ დაბნეული ვიძახი მე. მეორე მხრიდან ვიღაცა პაუზას აკეთებს და ბოდიშის მოხდით კარებს არ მიღებს. პაუზა ადამიანებში დარჩენილი ღმერთია. ვხვდები, სახლში არ სემიშვებენ, გაჟრუებულ ფეხზე ხელს ვიკიდებ და ცივ მოაჯირზე ვჯდები. თეთრი თოვლი დაუნდობლად ცვივა ციდან, ქუჩაში ადამიანის ფეხის ნაკვალევიც აღარ ჩანს, მხოლოდ მტვრისფერი ბეღურები ფრთხიალებენ მწვანე ნაძვზე, უცნაურ სახლთან ულამაზოდ რომ ამოსულა. - აქ რა გინდა? - მესმის უცებ ნაცნობი ხმა, ჩაფიქრებულ თვალებს
ხვალ დავდებ დასასრულს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მინდა გასწავლო, რომ სიკეთე ბოროტთა თვალში სიაულელეა, შურიანთა თვალსი - მეტიჩრობა, მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია, აღიარონ იგი უპირატესობად, ღირსეულები კი არ არიან, ჩვენ დავრჩით ჯამბაზები დედამიწაზე. 5555555 მინდა გასწავლო, რომ სიკეთე ბოროტთა თვალში სიაულელეა, შურიანთა თვალსი - მეტიჩრობა, მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია, აღიარონ იგი უპირატესობად, ღირსეულები კი არ არიან, ჩვენ დავრჩით ჯამბაზები დედამიწაზე. 5555555
13. ...დაიმახსოვრე სახ, მოძღვარი მანამდეა საჭირო, სანამ ადამიანი არ ფიქრობს მოძღვარზე, მოძღვართან მისულ ადამიანს მოძღვარი აღარ ჭირდება.
...მე გიჟი ვარ, ყოველშემთხვევაში ყველა ასე მთვლის, არა უშავს, მე მირჩევნია გიჟობა. - თქვენ გიჟი არ ხართ - თავს ვაქნევ მე - მითხარით, რა გინდათ ღმერთთან? - 20 საუკუნის შემდეგ უნდა ვკითხო: ღირდნენ ადამიანები ჯვარცმად?
ბრავო "მე"! ტყუილად არ ვითხრი აშკარად თვალებს! ...დაიმახსოვრე სახ, მოძღვარი მანამდეა საჭირო, სანამ ადამიანი არ ფიქრობს მოძღვარზე, მოძღვართან მისულ ადამიანს მოძღვარი აღარ ჭირდება.
...მე გიჟი ვარ, ყოველშემთხვევაში ყველა ასე მთვლის, არა უშავს, მე მირჩევნია გიჟობა. - თქვენ გიჟი არ ხართ - თავს ვაქნევ მე - მითხარით, რა გინდათ ღმერთთან? - 20 საუკუნის შემდეგ უნდა ვკითხო: ღირდნენ ადამიანები ჯვარცმად?
ბრავო "მე"! ტყუილად არ ვითხრი აშკარად თვალებს!
12. - რამ მოკლა? - ვეკითხები მამა პავლეს. - გულმა. გული და მე სინონიმები ვართ დედაჩემისთვის.
აუუუ! მაგარო შენ! ხვალ რომ მოვალ ამისთვის ჩაგეხუტები და მერე არ მკითხო "რა ხდება ნეკერ"-ო :) - რამ მოკლა? - ვეკითხები მამა პავლეს. - გულმა. გული და მე სინონიმები ვართ დედაჩემისთვის.
აუუუ! მაგარო შენ! ხვალ რომ მოვალ ამისთვის ჩაგეხუტები და მერე არ მკითხო "რა ხდება ნეკერ"-ო :)
11. საინტერესოდ ყვები, მომეწონა . "- 20 საუკუნის შემდეგ უნდა ვკითხო: ღირდნენ ადამიანები ჯვარცმად?" :-? :) 5 საინტერესოდ ყვები, მომეწონა . "- 20 საუკუნის შემდეგ უნდა ვკითხო: ღირდნენ ადამიანები ჯვარცმად?" :-? :) 5
10. - დიახ, ასეა, რაც უფრო უნიჭოა ხელოვანი, მით უფრო აქტიურობს იგი ცხოვრებაში ბოროტებით თუ უცნაური სისულელეებით.
ვააა! მიგნებები მე? :) თან რა მიგნებები... მერე გავაგრძელებ აუცილებლად! არადა პროზას არ ვკითხულობ ხოლმე... - დიახ, ასეა, რაც უფრო უნიჭოა ხელოვანი, მით უფრო აქტიურობს იგი ცხოვრებაში ბოროტებით თუ უცნაური სისულელეებით.
ვააა! მიგნებები მე? :) თან რა მიგნებები... მერე გავაგრძელებ აუცილებლად! არადა პროზას არ ვკითხულობ ხოლმე...
9. დავიწყე კითხვა და უცებ შევნიშნე, რომ ძალიან საინტერესოდ წერ! გავაგრძელებ აუცილებლად:) დავიწყე კითხვა და უცებ შევნიშნე, რომ ძალიან საინტერესოდ წერ! გავაგრძელებ აუცილებლად:)
8. მეე, გაგრძელებას როდის დადებ? მეე, გაგრძელებას როდის დადებ?
7. არა ნინი ეტყობა დამეცირა, საერტოდ არვიცი როგორაა დაბლოკვამიტხარი და ავუსვებ არა ნინი ეტყობა დამეცირა, საერტოდ არვიცი როგორაა დაბლოკვამიტხარი და ავუსვებ
6. ვაი დღიურში დამბლოკე? ოკ ანუ აღარ უნდა გეწვიო ხო,ნება შენია :) ვაი დღიურში დამბლოკე? ოკ ანუ აღარ უნდა გეწვიო ხო,ნება შენია :)
5. ეს გუშინვე წავიკითხე. მომეწონა შენს პირველ ნაწერზე აქ დაგიკომენტარე.მიყვარს ავტორი მასთან ლაპარაკს,ან კამათს რომ მთხოვს. ეს ნაწერი ძალიან კარგია,ჩემი აზრით გახსოვს იმაზე დაგიწერე(პირველზე) კარგი ''ჩონჩხია'' და ''ხორცი ''ჭირდება-მეთქი. აქ ჩონცხიცაა,ხორციც და რაც ძალიან იშვიათია სულიც.მომწონს თხობაში,უცეგ ზოგად განზოგადებებს (მე ამას ღრმა ფსიქოლოგიურ პასაჟებს,ტექსტში გონივრულ ''ჩაჭრებს''ვეძახი და ძალიან ღირებულია ჩემთვის,რადგან უკვე უბრალო თხრობა და ამბის გადმოცემა კი აღარაა,მეტია,აქ არის ,ლიკა საჯაია და მას აქვს ასეთი რაღაცეები და ძალიან მომწონს)... აკეთებ საკმაოდ კარგად. ყველაფერში არ გეთანხმები,ამ განზოგადოებებში(მესმის,რომ ზოგს ეს კონრეტული ნაწერი ითხოვს) ასაკი,როგორც კომენტარებიდან მივხვდი,ძალიან ახალგაზრდა.მოკლედ ლიტ-გეზე იყო მგონის ''პეტრეც''ნიკით ,აი აქ ''მიგამსგავსეთ''უბრალოდ. იქ მას სულ ვუწერდი,რომ ჭკვიანი , საინტერესო და პერსპექტიული იყო.ამ ნაწერით ამას გეტყვი შენ. თუ ცოტა ხელს ''შეავლებ'',და ცოტასსსსსსსსსს ''დახვეწავ''(მცირე ,მცირეეეეეეეე:) :) გრამატიკულ-პუნქტუაციურ-ლიტერატურულ ''შპაკლს'' ჩაუტარებ) ვაბშე''მაგარი ვეში'' გამოვა . მოკლედ აქ მოგნიშნე როგორც ახალი (ან ნაცნობი?) ნიჭიერი ახალგაზრდა ავტორი და მაქვს სურვილი გავეცნო შენს შემოქმედებას. მკითხველი თუ გინდა,მე თუ ავტორი მომეწონა და კიდევ(მეჩემა)ანუ თუ ჩემი ავტორი გახდა ,ბოლომე ''ვჭამ'' :) ეხლა გულწრფელი სიმპატია და 5 ჩემგან ...
ეს გუშინვე წავიკითხე. მომეწონა შენს პირველ ნაწერზე აქ დაგიკომენტარე.მიყვარს ავტორი მასთან ლაპარაკს,ან კამათს რომ მთხოვს. ეს ნაწერი ძალიან კარგია,ჩემი აზრით გახსოვს იმაზე დაგიწერე(პირველზე) კარგი ``ჩონჩხია`` და ``ხორცი ``ჭირდება-მეთქი. აქ ჩონცხიცაა,ხორციც და რაც ძალიან იშვიათია სულიც.მომწონს თხობაში,უცეგ ზოგად განზოგადებებს (მე ამას ღრმა ფსიქოლოგიურ პასაჟებს,ტექსტში გონივრულ ``ჩაჭრებს``ვეძახი და ძალიან ღირებულია ჩემთვის,რადგან უკვე უბრალო თხრობა და ამბის გადმოცემა კი აღარაა,მეტია,აქ არის ,ლიკა საჯაია და მას აქვს ასეთი რაღაცეები და ძალიან მომწონს)... აკეთებ საკმაოდ კარგად. ყველაფერში არ გეთანხმები,ამ განზოგადოებებში(მესმის,რომ ზოგს ეს კონრეტული ნაწერი ითხოვს) ასაკი,როგორც კომენტარებიდან მივხვდი,ძალიან ახალგაზრდა.მოკლედ ლიტ-გეზე იყო მგონის ``პეტრეც``ნიკით ,აი აქ ``მიგამსგავსეთ``უბრალოდ. იქ მას სულ ვუწერდი,რომ ჭკვიანი , საინტერესო და პერსპექტიული იყო.ამ ნაწერით ამას გეტყვი შენ. თუ ცოტა ხელს ``შეავლებ``,და ცოტასსსსსსსსსს ``დახვეწავ``(მცირე ,მცირეეეეეეეე:) :) გრამატიკულ-პუნქტუაციურ-ლიტერატურულ ``შპაკლს`` ჩაუტარებ) ვაბშე``მაგარი ვეში`` გამოვა . მოკლედ აქ მოგნიშნე როგორც ახალი (ან ნაცნობი?) ნიჭიერი ახალგაზრდა ავტორი და მაქვს სურვილი გავეცნო შენს შემოქმედებას. მკითხველი თუ გინდა,მე თუ ავტორი მომეწონა და კიდევ(მეჩემა)ანუ თუ ჩემი ავტორი გახდა ,ბოლომე ``ვჭამ`` :) ეხლა გულწრფელი სიმპატია და 5 ჩემგან ...
4. უფ, მომეწონა ძაან :) უფ, მომეწონა ძაან :)
3. ბოლომდე არ წამიკთხავს..წავიკითხავ მომწონს ბოლომდე არ წამიკთხავს..წავიკითხავ მომწონს
2. მე გავწირე თვალები:) მე გავწირე თვალები:)
1. ძააან დიდია მეგობარო... ცოტ ცოტა დადე.. დავიწყე კითხვა და თვალები ამტკივდა.. ისე ვფიქრობ რომ ღირს წაკითხვა რაც წავიკითხე მომეწონა.. და თუ პატარ-პატარა ნაჭრებს დადებ მალ-მალე.. უფრო მშვიდად წავიკითხავ.. მონიტორიდან ამხელა ცოტა ძნელია... ძააან დიდია მეგობარო... ცოტ ცოტა დადე.. დავიწყე კითხვა და თვალები ამტკივდა.. ისე ვფიქრობ რომ ღირს წაკითხვა რაც წავიკითხე მომეწონა.. და თუ პატარ-პატარა ნაჭრებს დადებ მალ-მალე.. უფრო მშვიდად წავიკითხავ.. მონიტორიდან ამხელა ცოტა ძნელია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|