ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2009


down to you

დავივიწყებ მიტევებას,
მიგატოვებ ჩაძინებულს
და როდესაც თვალს გაახელ
თმა ჩამოშლილს,გაღიმებულს-
-ვეღარ მნახავ,
შემეხები,
ფიქრიდანაც გაგექცევი,
(მე ვიცი,რომ ცხოვრებაში
სწორ გზაზეც კი წამექცევი)
მაგრამ რა ვქნა შემიყვარდი,
საგიჟეთად მომევლინე,
ყველაფერი დამავიწყე,
ვიბრძოლეთ და მომერიე.

ჩემი თავი შემებრალა,
თუმცა ამით მოვიწყინე.
მოგონებებს გადავხედე
(არა-რით ვერ მოგიცილე!)

ჩახლართული აზრები გაქვს,
და ხანდახან ესეც მხიბლავს,
(ცოტა ხანში კიდევ დავწერ
...ჩაი უნდა ჩემს თეთრ ჭიქას)

...დავივიწყებ მიტევებას?
მიგატოვებ ჩაძინებულს?
და როდესაც თვალს გაახელ
თმა ჩამოშლილს,
გაღიმებულს
დამინახავ-მეყვარები,
წვენს მოგიტან გაციებულს,
ქვეყნის ჭორებს მოგიყვები,
მოგეხვევი ჩაფიქრებულს.

-აი ასე მოვიქცევი,
ხომ ვნატრობდით სითბოს,ბავშვებს,
როგორ მინდა კოცნის  გემო
სახლამდე,რომ მაინც გაგყვეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები