ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2009


წყევლა

როგორ მეჯავრები,
როგორ მეჯავრები!
თითქოს ასი ცხენი ერთად ახვიხვინდა,
შენ რომ გაიცინე.

ნეტა გარეთ გასულს რამე დაგეჯახოს!
ნეტა მოცურავეს ფეხი გაგიკავდეს და ზღვაში ჩაიხრჩო!
ნეტა ალალბედზე ნასროლი ტყვია გულში ჩაგაცივდეს!

ჩაგაწვენთ კუბოში,
მიწასაც დაგაყრით,
მაშინ ხომ დადგები!
ყოველდღე მოვალ და
ყვავილებს დაგაწყობ.
- როგორ გავიხარებ!

სეფისკვერს გიყიდი,
სანთელსაც დაგინთებ,-
რა კარგი იქნება!

როგორ მეჯავრები,
როგორ მეჯავრები...
ო, როგორ მიყვარხარ!!!

1983

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს