 | ავტორი: არგონავტი ჟანრი: პოეზია 18 ოქტომბერი, 2009 |
დუბლი 1
დაიბადე უბრალობით დაქანცული, შემჩნეული შეუმჩნევთა გრძელ რიგებში, აღარ გინდა დასაწყისით დასასრული, დაიღალე ცხოვრებასთან შერიგებით.
ჰო და ... ნიჩბებს მორევისკენ ფრთხილად უსვამ, და გრძნობ სურნელს აწმყოსაგან განშორების, გადაგღალა გაწერილმა სილაბუსმა, გეზიზღება გაცვეთილი შაბლონები!..
მალე, დროში შეუზღუდავ ცურვის რიტმებს, გაცვლი ძნელად გადასასვლელ აღმართებზე, მწვერვალისგან მიმავალი ვეღარ ითმენ, განდიდების უღმრეთობა გააღმერთე...
თავს დასახულ მიზნებისკენ მიუთითებ, სტანდარტების ყველა ზღვარი გადაკვეთე…
დუბლი 2
მწვერვალისკენ ნაბიჯებით - გაბედული, ფეხქვეშ თელავ ცხადად ქცეულ ლამაზ სიზმრებს, გაამეფე პრინციპები – ზღვად ქცეული, წარსული კი – ჭაობიდან შურით გიმზერს.
გაიზარდე, ახლა ახლოს არც იკარებ, პირველ დუბლში, პირველ სტროფის მოქმედ გმირებს, უბილეთოდ აღარავის უხსნი კარებს, გულში ყველა ნაზი გრძნობა განიგმირე...
აღარ რჩება შენში წვეთი სტანდარტული, უკვე ყველა ჩარეცხილ წყლებს გააყოლე, დაიპყარი ყველას წილი საგანძური ახლა ქვემოთ მხოლოდ შენით ამაყობენ.
მაგრამ ... უკვე მწვერვალზე ხარ, სხვა სიმაღლე არ არსებობს, ვერც ვერავის შეებმები, უკვე ყველა მიზნისაგან განინაღმე, დრო გიდგება კვლავ დაღმართის შემეცნების...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთ ადგილას იყინები, აღიარებ, ბრბოსგან ალესილი ჩლუნგდება ეშვებიც...
და ჯოჯოხეთის კარს სიფრთხილით შეაღებ... მაღალ მწვერვალიდან უფსკრულში ეშვები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. გუც :-* ეს აქ თუ იყო არ ვიცოდი ;;) რა თქმაღა უნდა, მმაგარია! :-* გუც :-* ეს აქ თუ იყო არ ვიცოდი ;;) რა თქმაღა უნდა, მმაგარია! :-*
21. აღარ რჩება შენში წვეთი სტანდარტული, უკვე ყველა ჩარეცხილ წყლებს გააყოლე, დაიპყარი ყველას წილი საგანძური ახლა ქვემოთ მხოლოდ შენით ამაყობენ.
ნიჭიერო შენა :) აღარ რჩება შენში წვეთი სტანდარტული, უკვე ყველა ჩარეცხილ წყლებს გააყოლე, დაიპყარი ყველას წილი საგანძური ახლა ქვემოთ მხოლოდ შენით ამაყობენ.
ნიჭიერო შენა :)
20. ძალიან მომეწონა, დროულია. ძალიან მომეწონა, დროულია.
19. ძალიან კარგია!
5 ძალიან კარგია!
5
18. კარგი ხარ :) საინტერესო კარგი ხარ :) საინტერესო
17. არ დვამალავ ,,არ მევასები"-ის კომენტარმა შემომიყვანა აქ,ნეტა რა წერია მანდ ასეთი სისულელეთქო....
და ჯოჯოხეთის კარს სიფრთხილით შეაღებ... მაღალ მწვერვალიდან უფსკრულში ეშვები...
ზოგისთვის სისულელეა, ზოგისთვის პირიქით :) არ დვამალავ ,,არ მევასები"-ის კომენტარმა შემომიყვანა აქ,ნეტა რა წერია მანდ ასეთი სისულელეთქო....
და ჯოჯოხეთის კარს სიფრთხილით შეაღებ... მაღალ მწვერვალიდან უფსკრულში ეშვები...
ზოგისთვის სისულელეა, ზოგისთვის პირიქით :)
15. დაიღალე ცხოვრებასთან შერიგებით. დაიღალე ცხოვრებასთან შერიგებით.
14. აღარ რჩება შენში წვეთი სტანდარტული, უკვე ყველა ჩარეცხილ წყლებს გააყოლე, დაიპყარი ყველას წილი საგანძური ახლა ქვემოთ მხოლოდ შენით ამაყობენ.
მშვენიერია თავიდან ბოლომდე აღარ რჩება შენში წვეთი სტანდარტული, უკვე ყველა ჩარეცხილ წყლებს გააყოლე, დაიპყარი ყველას წილი საგანძური ახლა ქვემოთ მხოლოდ შენით ამაყობენ.
მშვენიერია თავიდან ბოლომდე
13. მოწონება დავტოვე აქ! 5 მოწონება დავტოვე აქ! 5
12. ძალიან კარგი! 5 ძალიან კარგი! 5
11. მომეწონა... მომეწონა...
10. კარგია გუუც. ;;) 5555 შენო. კარგია გუუც. ;;) 5555 შენო.
9. აღმართს დაღმართი მოჰყვება, რას იზამ! რატომღაც ფილმები გამახსენდა ინდიანა ჯონსზე. მთავარია ბოლოს გაიმარჯვო, მეთანხმები? აღმართს დაღმართი მოჰყვება, რას იზამ! რატომღაც ფილმები გამახსენდა ინდიანა ჯონსზე. მთავარია ბოლოს გაიმარჯვო, მეთანხმები?
8. დაშვება აღარ მინდოდა:D
აღარ რჩება შენში წვეთი სტანდარტული, უკვე ყველა ჩარეცხილ წყლებს გააყოლე, დაიპყარი ყველას წილი საგანძური ახლა ქვემოთ მხოლოდ შენით ამაყობენ
მომეწონა:) დაშვება აღარ მინდოდა:D
აღარ რჩება შენში წვეთი სტანდარტული, უკვე ყველა ჩარეცხილ წყლებს გააყოლე, დაიპყარი ყველას წილი საგანძური ახლა ქვემოთ მხოლოდ შენით ამაყობენ
მომეწონა:)
7. აღარ გინდა დასაწყისით დასასრული, დაიღალე ცხოვრებასთან შერიგებით. ძალიან ახლობელია აღარ გინდა დასაწყისით დასასრული, დაიღალე ცხოვრებასთან შერიგებით. ძალიან ახლობელია
6. საინტერესო(ხ)ა(რ)!:) საინტერესო(ხ)ა(რ)!:)
5. დასასრული საშინელი იყო , მაგრამ მაინც 555 :) დასასრული საშინელი იყო , მაგრამ მაინც 555 :)
4. ყოჩაღ!!! :-* ყოჩაღ!!! :-*
3. აღარ რჩება შენში წვეთი სტანდარტული....
კარგია!
აღარ რჩება შენში წვეთი სტანდარტული....
კარგია!
2. შენი ხმით როდის დადებ ლექსს? :) შენი ხმით როდის დადებ ლექსს? :)
1. განდიდების უღმრეთობა გააღმერთე... +2! განდიდების უღმრეთობა გააღმერთე... +2!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|