 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 14 ოქტომბერი, 2009 |
იცი, როგორი ბავშვი ვიყავი? დამჯერი და ნაპატივები. მარტო დარჩენაც შემეძლო მაშინ, შემეძლო, კარზე სკამი მიმედგა და შუქჩამქრალში აჩრდილებთან გულახდილად მელაპარაკა, მემღერა კიდეც.
როდესაც ვინმე გულს მატკენდა, ვხედავდი უხმოდ თვალდახუჭული, როგორ ხრიალით ეყრებოდა მიწა სახეზე, ხელებზე, გულზე, ანდა დამხრჩვალი მდინარის წყალს როგორ მიჰქონდა; თუ მამწარებდა, მიგორავდა ცეცხლმოდებული და იმის ფერფლი ქარს მიჰქონდა უფსკრულებისკენ.
ანგელოზებსაც რომ დაეფიცათ, თავს იკატუნებს, თორემ ნამდვილად ბოროტიაო, ვინ მოუსმენდა, ვინ ირწმუნებდა, რომ კარგი კი არ ვიყავი მაშინ, კარგს ვთამაშობდი.
ადრევე მივხვდი, მთავარი იყო, უნებურად არ დამემსხვრია ტკბილი ბავშვობის მყიფე მითი და რომ ცბიერი მორჩილებით მეტს მოვიგებდი.
რას მემართლები! მე ხომ სიკეთით არ დამიწყია. ოღრო-ჩოღროზე სინათლისაკენ მივებღოტები. რა ახლო ჩანდა! კიდევ რამდენი უნდა გავძლო, რომ ქანცგაცლილი იმად ვიქცე, ვინაც გგონივარ!
1984-2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ეს კარგი ლექსი არ ვიცოდი-პირველად ახლა წავიკითხე... ეს კარგი ლექსი არ ვიცოდი-პირველად ახლა წავიკითხე...
11. "ადრევე მივხვდი, მთავარი იყო, უნებურად არ დამემსხვრია ტკბილი ბავშვობის მყიფე მითი და რომ ცბიერი მორჩილებით მეტს მოვიგებდი." საინტერესოდ აღიქვამს ცხოვრებას შენი ლირიკული გმირი. ასეთ აზრებს ქალები (მით უფრო კაცები) ხმამაღლა არ აფრქვევენ, იმიჯი დაემსხვრევათ...ამას მხოლოდ გამორჩეული ხელწერის მქონე ძლიერი პიროვნებები ახერხებენ... მიყვარხარ შენი ლექსიან-დედიან-ბუდიანად!!! - ისკრენნე ტვოია -თანანა
"ადრევე მივხვდი, მთავარი იყო, უნებურად არ დამემსხვრია ტკბილი ბავშვობის მყიფე მითი და რომ ცბიერი მორჩილებით მეტს მოვიგებდი." საინტერესოდ აღიქვამს ცხოვრებას შენი ლირიკული გმირი. ასეთ აზრებს ქალები (მით უფრო კაცები) ხმამაღლა არ აფრქვევენ, იმიჯი დაემსხვრევათ...ამას მხოლოდ გამორჩეული ხელწერის მქონე ძლიერი პიროვნებები ახერხებენ... მიყვარხარ შენი ლექსიან-დედიან-ბუდიანად!!! - ისკრენნე ტვოია -თანანა
10. momwonsss++ momwonsss++
8. გილოცავ სვეტიცხოვლობას! გილოცავ სვეტიცხოვლობას!
7. რენუარ საყვარელო! რასაც პოეზიაში ’’ვიბრალებ’’, ის რომ მართლა თავს გადამხდენოდა, სულს ვერ მოვატანდი აქამდე.
რენუარ საყვარელო! რასაც პოეზიაში ’’ვიბრალებ’’, ის რომ მართლა თავს გადამხდენოდა, სულს ვერ მოვატანდი აქამდე.
6. მე კარგ ბავშვად მახსოვხარ, ნი:) მე კარგ ბავშვად მახსოვხარ, ნი:)
5. მე თითქოს წინა ვერსია მეტად მომეწონა...შეიძლება პირველი რომ ის წავიკითხე,მაგიტომ... რა ვიცი... მე თითქოს წინა ვერსია მეტად მომეწონა...შეიძლება პირველი რომ ის წავიკითხე,მაგიტომ... რა ვიცი...
3. უძლიერესია! :) 55555555555555555555555555555555555555555 უძლიერესია! :) 55555555555555555555555555555555555555555
2. რას მემართლები! მე ხომ სიკეთით არ დამიწყია. ოღრო-ჩოღროზე სინათლისაკენ მივებღოტები. რა ახლო ჩანდა! კიდევ რამდენი უნდა გავძლო, რომ ქანცგაცლილი იმად ვიქცე, ვინაც გგონივარ!
სალამი და წარმატებები .ლექსს- რათქმა ტაში!
რას მემართლები! მე ხომ სიკეთით არ დამიწყია. ოღრო-ჩოღროზე სინათლისაკენ მივებღოტები. რა ახლო ჩანდა! კიდევ რამდენი უნდა გავძლო, რომ ქანცგაცლილი იმად ვიქცე, ვინაც გგონივარ!
სალამი და წარმატებები .ლექსს- რათქმა ტაში!
1. წინა ვერსია დევს ველისციხელის ნიკით აქ:
http://www.urakparaki.com/?m=4&ID=19674 წინა ვერსია დევს ველისციხელის ნიკით აქ:
http://www.urakparaki.com/?m=4&ID=19674
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|