ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2009


(მთაწმინდა... პანთეონი... )

არტახებივით შემოგარტყეს გზები ფერდებზე,
ლამის ყელამდე წაჭერილია,
ელვა საკრავსაც კბილი მოტყდა – მატარებელი.
თუმცა, ვინღაა სატარებელი?
ანძა – ეკალი,
ფთილა ღრუბლის დასაშინებლად –
მაგრამ ამაოდ!
ციდან მანანას მოელიან მიწიანები,
არა, მამაო?
და შენც წმინდაო, ოღონდ მთაო,
დღეიდან დაო,
ცა დაგინამავს გაჩერებულ გულს –
(ხსნად) დროსთან შებმულს.

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
მამა დავითზე პან–თე–ონ–მა ფერი იცვალა,
ოთართან ერთად გარდაიცვალა...
                                        14.10.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები