ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2009


ბავშვობა

ბარში მწყერს ადევნებული,
დაღლილა ჩემი ბავშვობა
და ნაპურალში მიმჯდარა
პაპას დაგროვილ კალოსთან...

იქნებ ისვენებს, ან იქნებ
იპოვნა პაპას ბავშვობა,
ისიც  მწყერს ადევნებული,
ოდესღაც აქ რომ დარბოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები