 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2009 |
(ანას)
გადაწყდა, დაო! დაიწყება ყველაფერი ისევ თავიდან: -ჰო, აი,ასე, კედელ-კედელ, გაბედულად, გადაადგი კიდევ ნაბიჯი, ჯერ ამ იატაკს მიეჩვიე, ვიდრე ფეხქვეშ მიწას იგრძნობდე!
ო, გრძნეულო სამშობიაროვ, რომ არ ციოდეს, ეს ქალები ნალოგინევი თხელ პერანგებსაც არ ჩაიცვამდნენ, დედიშობილნი დერეფანში შემოხვედრილ ბატონ ექიმებს მაინც უმანკოდ, ასე უმანკოდ გაუღიმებდნენ...
ო, გრძნეულო სამშობიაროვ, შენ ერთადერთი ადგილი დარჩი დედამიწაზე, პირველყოფილი უბიწოების გამხსენებელი.
ჩვენი შვილები, წეროების მოყვანილები, კომბოსტოებში ნაპოვნები, მებატიბუტეს ხურჯინიდან ამოყვანილნი თუ ნაყიდები საჩუქრების მაღაზიაში, ვერ აუდიან ათასნაირ სათამაშოებს, მაგრამ მოწყენით სხედან მარტონი იატაკზე, და უცხო ეჭვით აკვირდებიან მობაჯბაჯე დედიკოებს, მუცლები რომ უფრო ეზრდებათ.
1983
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ++ dzalian kargiaaaaaaaaaaaaaaaaaaa ++ dzalian kargiaaaaaaaaaaaaaaaaaaa
4. მართლაც საინტერესო ჩანაფიქრი :) 5 მართლაც საინტერესო ჩანაფიქრი :) 5
3. იდეა საინტერესო. აი შესრულების ხარისხზე კი რა გითხრათ... წარმატებები იდეა საინტერესო. აი შესრულების ხარისხზე კი რა გითხრათ... წარმატებები
2. ო, გრძნეულო სამშობიაროვ, რომ არ ციოდეს, ეს ქალები ნალოგინევი თხელ პერანგებსაც არ ჩაიცვამდნენ, დედიშობილნი დერეფანში შემოხვედრილ ბატონ ექიმებს მაინც უმანკოდ, ასე უმანკოდ გაუღიმებდნენ...
რამოდენიმეჯერ წავიკითხე და... ისე დაემთხვა ჩემს,რაღაც წამიერ შეგრძნებებს,გამახსენა...აი,უცებ რომ გაგიელვებს თავში და ვერც მოასწრებ გააზრებას.... ო, გრძნეულო სამშობიაროვ, რომ არ ციოდეს, ეს ქალები ნალოგინევი თხელ პერანგებსაც არ ჩაიცვამდნენ, დედიშობილნი დერეფანში შემოხვედრილ ბატონ ექიმებს მაინც უმანკოდ, ასე უმანკოდ გაუღიმებდნენ...
რამოდენიმეჯერ წავიკითხე და... ისე დაემთხვა ჩემს,რაღაც წამიერ შეგრძნებებს,გამახსენა...აი,უცებ რომ გაგიელვებს თავში და ვერც მოასწრებ გააზრებას....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|