ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2009


შეყვარებული ნარცისი

მიყურებ და მეუბნები - გიჟი ხარო,
და მგლის თავზე სახარების კითხვას ცდილობ,
აღიარებ, რომ არ გინდა შემიყვარო,
თუმცა მაინც, მთხოვ სახლამდე მიგაცილო,

ცივ ხელებზე მიჭერ გამთბარ ხელისგულებს,
ცდილობ რაღაც წაიკითხო თვალით - თვალში...
ძალზედ ახლოს, სადღაც შიგნით დამიგულე,
ჩემ ნებაზე გათამაშებ მზერით ბავშვის...

მტოვებ მარტო, მპირდები, რომ შემიძულებ,
მეორე დღეს დათქმულ დროსა და თარიღზე,
მხვდები ისევ, რომანტიულს იწვევ მუზებს.
მაფრთხილებ, რომ კიდევ უფრო გამაგიჟებ...

არ აღიარებ, რომ გიყვარვარ, თანაც გაშინებ,
თუმცა ვასრულებ შენთვის აღთქმულ ყველა პირობას,
და გულში მიკრავ ასეთ გულქვას, ასეთ საშინელს,
მიღებ - აქამდე მიუღებელ ბუნებრიობას!

იმედით სავსე, მოთმინებით ელი გაზაფხულს,
ვერც კი შენიშნე-
შემოპარული მაისი...
დღეს კი ვერ ხედავს ვერც საზღვრებს და ვეღარც დასასრულს
და გელოდება -
შეყვარებული ნარცისი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს