 | ავტორი: severusLP ჟანრი: პროზა 19 ოქტომბერი, 2009 |
გზით
უკეთეს შემთხვევაში ადამიანები კიდეც ,,არიან”, კიდეც ,,ჰყავთ” და კიდეც ,,აქვთ”. ჯანბეგი კი მხოლოდ ,,იყო”, მას არც ,,ჰყავდა” და არც ,,ჰქონდა”. იმ ადამიანს კი, რომელიც მხოლოდ არის, ბევრს არაფერს ეუბნებიან ადმიანები, რომლებიც კიდეც ,,არიან”, კიდეც ,,ჰყავთ” და კიდეც ,,აქვთ”... ამიტომაც არხეინად იყო ჯანბეგი, არც დავალებული იყო ცხოვრებისგან და არც თვითონ ავალდებულებდა მას... ჯანბეგს ადრე ვიღაცები ,,ჰყავდა” და რაღაცებიც „ჰქონდა”. მაშინ მან ნახა, თუ როგორ იკეტებოდა ერთი ქალაქის უზარმაზარი კარიბჭე... ისიც ნახა, რომ ხანდახნ ადამიანები კარგ საქმეს აკეთებენ... კიდევ ის, რომ მთაზე ფეხით ასვლისას, კარგი შეგრძნება მოდიოდა და სუნთქვა მთის ჰაერით ადვილი და სასიამოვნო იყო... ნახა დიდი ჩახჩახა მზე, თაკარას რომ ეძახიან... ამის გარდა ბევრი რამ ნახა და გაიგო ჯანბეგმა და ბოლოს გადაწყვიტა ენახა, თუ როგორ ღელავს ზღვა, მაგრამ სწორედ ამ დროს დაკარგა ის ვიღაცები, ვინც ,,ჰყავდა” და ის რაღაცები, რაც ,,ჰქონდა” - საყოლებელი უფალს მიაბარა, საქონებელი კი თვითონ მიიბარეს ადამიანებმა, რომლებიც ხანდახან ცუდ საქმესაც აკეთებენ... მაშინ გახდა ჯანბეგი ადამიანი, რომლიც მხოლოდ ,,არის”... მას მერე ჯანბეგს არაფერი უნახავს ისეთი, რაც დაამახსოვრდებოდა, ვერ ნახა თუ როგორ ღელავს ზრვა და დაკარგა თავი… და ახლა, როცა უკვე ნანახი თაკარა მზის ნახვა არ უნდოდა, ჯანბეგი იწვა ხის ძირში, რომელიც წარმოქმნიდა ჩრდილს და არ ანახებდა ჯანბეგს უკვე ნანახ მზეს.… ჯანბეგს ეძინა, როცა უთხრეს: - ადექი! ჯანბეგს მაშინაც ეძინა, როცა გაუმეორეს: - ადექი! როცა დაუმატეს: ,,ადექი, კაცო, რით ვერ გაიგეო!”, მაშინ გამოეღვიძა და ისე, რომ მზისთვის არ შეეხედა, თვალები მიმართა მთქმელისკენ, გამღვიძებლისკენ - რა გინდა?! - მოსვენება. - მშვიდად უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, მაღალმა, კუნთიანმა და სახით სანდომ. - რატომ?! განა აქ სხვა ადგილი არ არის, თუნდაც ჩრდილიანი, შეგიძლია იქ დაისვენო - უპასუხა ჯანბეგმა, ოდნავ გაკვირვებულმა იმით, რომ მისგან რაღც მოითხოვეს. - ეს იქნება საფასური. - კიდევ უფრო მშვიდად თქვა ახალგაზრდა კაცმა. - საფასური? რის, განა რამე მომეცი? - არა, მოგცემ. Mმე გეტყვი, რა უნდა ქნა. თუ გინდა გითხრა, წამოდექი. ჯანბეგს სწორედ ის აინტერესებდა, რა უნდა გაეკეთებინა. იმიტომ გახდა ასეთი, რომ ეს არ იცოდა... ჯანბეგი მიხვდა, რომ სჭირდებოდა ძალა წამოსადგომად და გაუწოდა ხელი ახალგაზრდას. Aახალგაზრდამ წამოაყენა, - ადრე შენ დადიოდი შენი გზით. Mმერე შენ გაგიცრუვდა იმედი და ისე მიატოვე შენი გზა, რომ ბოლომდე არ მისულხარ და გახდი ისეთი, როგორიც ხარ. არადა ამ გზის ბოლოს შენ იპოვიდი ჭეშმარიტებას, ანუ საკუთარ თავს. შენ ჯერაც არ გინახავს, თუ როგორ ღელავს ზღვა... წადი, ნახე და იპოვი!
ჯანბეგს არაფერი უთქვამს ახლგაზრდა დამრიგებლისთვის, რადგან არც არაფრის თქმას ითხოვდა ეს კაცი მისგან, თუნდაც მადლობის, ჯანბეგი ხვდებოდა, რომ ხალხისთვის ასეთი რამის თქმა ამ კაცისთვის მთავარი და ერთადერთი საზრუნავი უნდა ყოფილიყო. ჯანბეგი გაუდგა გზას, რომელსაც ის საკუთარს უწოდებდა. მან იცოდა, რომ ამ გზის ბოლოს იპოვიდა იმას, რაც დაკარგა, რადგან გაკეთებული ექნებოდა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა ცხოვრებაში. ის იქნებოდა ერთ-ერთი იობი, რომელსაც დაკარგული დაუბრუნდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ..........გაუდგა გზას, რომელსაც ის საკუთარს უწოდებდა. მან იცოდა, რომ ამ გზის ბოლოს იპოვიდა იმას, რაც დაკარგა, რადგან გაკეთებული ექნებოდა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა ცხოვრებაში. ის იქნებოდა ერთ-ერთი იობი, რომელსაც დაკარგული დაუბრუნდა........
ეჰ!
..........გაუდგა გზას, რომელსაც ის საკუთარს უწოდებდა. მან იცოდა, რომ ამ გზის ბოლოს იპოვიდა იმას, რაც დაკარგა, რადგან გაკეთებული ექნებოდა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა ცხოვრებაში. ის იქნებოდა ერთ-ერთი იობი, რომელსაც დაკარგული დაუბრუნდა........
ეჰ!
10. კარგი ნაწერია. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ წაკითხვის შემდეგ გიტოვებს საფიქრალს და სათქმელი სწორადაა განაწილებულ-ჩადებული კარგი ნაწერია. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ წაკითხვის შემდეგ გიტოვებს საფიქრალს და სათქმელი სწორადაა განაწილებულ-ჩადებული
9. warmatebebi . momewona warmatebebi . momewona
8. თვალი გადავავლე ჰქვია ახლა ამას და ხვალ მოვალ კიდევ :) :) თვალი გადავავლე ჰქვია ახლა ამას და ხვალ მოვალ კიდევ :) :)
7. ცოოტა მძიმე წასაკითხია, ენის თვალსაზრისით..... აკლია მხატვრული სიმსუბუქე.....ისე კი საინტერესოა.... თავად ჯანბეგი მომეწონა, ბევრისმომცველი სახეა...შეიძლებოდა მეტად გაგეშალა თემა...... წარმატებები და კეთილი სურვილები საინტერესო ავტორს...ვეცდები სხვა თხზულებებსაც გავეცნო....;) ;) ;) ცოოტა მძიმე წასაკითხია, ენის თვალსაზრისით..... აკლია მხატვრული სიმსუბუქე.....ისე კი საინტერესოა.... თავად ჯანბეგი მომეწონა, ბევრისმომცველი სახეა...შეიძლებოდა მეტად გაგეშალა თემა...... წარმატებები და კეთილი სურვილები საინტერესო ავტორს...ვეცდები სხვა თხზულებებსაც გავეცნო....;) ;) ;)
6. იქნებ შენიი ლექსებიი დაგვანახოოო გენიიოოს :) იქნებ შენიი ლექსებიი დაგვანახოოო გენიიოოს :)
5. აი ეს მომწონს მეგობარო! წარმატებები აი ეს მომწონს მეგობარო! წარმატებები
4. 1 კომენტარს ვეთანხმები. წარმატებები! +2! 1 კომენტარს ვეთანხმები. წარმატებები! +2!
3. საინტერესოა, აზრიანი. საინტერესოა, აზრიანი.
2. არადა, სწორედ ბოლოშია რაცაა, ფინალურმა ნაწილმა შესაძლოა სხვასაც გდაანახოს გზასავალი, ჯანბეგის განზოგადება შეიძლება, ისევე, როგორც საკუთარი თავისთვის მისადაგება. აი სწორედ საკუთარი გზის პოვნაა მტავარი, რომლისგანაც ერთხელ, რაღაც მანქანებით გადმოგისროლეს...
ჩემთვის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო ის, რაც წავიკითხე, თანაც შესაძლოა ეს რჩევა რაღაცაში მეც დამეხმაროს, ვიცნ იცის, მწერალიც ხომ იმას ცდილობს რომ მოძესა სიძნელე გზისა გაუადვილოს. 555555555555555 არადა, სწორედ ბოლოშია რაცაა, ფინალურმა ნაწილმა შესაძლოა სხვასაც გდაანახოს გზასავალი, ჯანბეგის განზოგადება შეიძლება, ისევე, როგორც საკუთარი თავისთვის მისადაგება. აი სწორედ საკუთარი გზის პოვნაა მტავარი, რომლისგანაც ერთხელ, რაღაც მანქანებით გადმოგისროლეს...
ჩემთვის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო ის, რაც წავიკითხე, თანაც შესაძლოა ეს რჩევა რაღაცაში მეც დამეხმაროს, ვიცნ იცის, მწერალიც ხომ იმას ცდილობს რომ მოძესა სიძნელე გზისა გაუადვილოს. 555555555555555
1. ცეკვის სემინარზე მომისმენია: "ცეკვაში თავიდან თუ გაგიჟდები, ბოლომდე მასე უნდა იყოო, ან სწორად უნდა შეარჩიო კულმინაციის მომენტიო". ხოდა თავიდან, თითქოს, "გაგიჟებაა", ითრევ მკითხველს სიტყვების თამაშში. ბოლო ნაწილისკენ კი მარტივდება და მთავარი პერსონაჟისაგან განსხვავებით გზის ბოლოს ის არ მივიღე, რასაც დასაწყისში მოველოდი.
პატივისცემით. დეუს. ცეკვის სემინარზე მომისმენია: "ცეკვაში თავიდან თუ გაგიჟდები, ბოლომდე მასე უნდა იყოო, ან სწორად უნდა შეარჩიო კულმინაციის მომენტიო". ხოდა თავიდან, თითქოს, "გაგიჟებაა", ითრევ მკითხველს სიტყვების თამაშში. ბოლო ნაწილისკენ კი მარტივდება და მთავარი პერსონაჟისაგან განსხვავებით გზის ბოლოს ის არ მივიღე, რასაც დასაწყისში მოველოდი.
პატივისცემით. დეუს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|