ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2009


ღამის წერტილი

რა იწყებს სიზმარს? -
- სიტყვები,
ფერად-ფერადები,
ერთმანეთისკენ
მარცვალ-მარცვალ რომ მიილტვიან
და ირევიან,
თუ მიგდებული ტანისამოსის
ხმაჩხრინწული აჩრდილები?

არასოდეს გაგიღვიძია გულგახეთქილს,
''ხმამაღლა ხომ არ ვიძახდიო''?
არ მიგიგდია ყური მშვიდი ხვრინვებისათვის?

ღამის სიზმრები - დესპანებია,
ნიადაგს ფრთხილად რომ გისინჯავენ
და მთავრისაკენ მიგანიშნებენ.

ის მოვა, როცა,
ის მოვა,
როცა ღამეც მილულავს დაღალულ მთვარეს,
ოღონდ, იჩქარე,
თორემ საცაა,
ბასრი სისხამი გადასერავს გამოწვდილ ხელებს,
მოსწყდები ჰაერს,
ცხადს ხელებში ჩაუვარდები,.
იჩქარე, თორემ
უკვე თვალები სადაცაა დღეს გააღებენ...
...
დილის სიზმარი - ღამის წერტილია და
დღის - მრავალწერტილი.

1982

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები