ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოძერია
ჟანრი: პროზა
25 ოქტომბერი, 2009


თბილი სიტყვის მათხოვარი ანუ ნარკომანის აღსარება

ვუძღვნი ჩემს მეგობარს რომელსაც ხელი დროულად ვერ გავუწოდეთ...






ისევ აუტანელმა ტკივილმა გამაღვიძა, სხეულში გახურებული რკინის ნაკუწები დადის და მშანთავს, უკვე ზუსტად 387 დღეა ყოველი დილა ასე იწყება, აუტანლი ტკივილით ქაოსით და სიცოცხლის უიმედობით, ასე ნელა და ზანტად რატომ მოდის ეს წყეული სიკვდილი, ერთხელაც მოვიდეს და გამათაოს, თავს ვერ ვიკლავ იმიტომ რომ მეშინია, ჯოჯოხეთის კი არ მეშინია ჯერ არც კი ვიცი რა არის იგი და ალბათ ამიტომ ვერ ვაცნობიერებ თუ რა მელის. მე სიკვდილის მეშინია, განცდის მეშინია იმისა რომ მიწისათვის გამზადებული ლეში ვარ და არაფერი არა მაქვს ჩემის სახელის მოსაგონრად დატოვებული.
  ნეტა ვინ მოიგონა ეს წყეული, ასე რომ მითხრის ძირს და უფსკრულისაკენ მიმაქანებს, თან არც არაფერი მაქ ხელი რომ ჩავჭიდო, მისკენ წავიდე და გავექცე ამ უაზრო ტრაგიკომედიას.
  არ მინდა არა, რომ ყოველი დღე უაზრო ომით იწყებოდეს სიკვდილთან დაახლოებასა და სიცოხლის გახანგრძლივებას შორის, სადაც ბოლოს სიკვდილი იმარჯვებს, არ მინდა ყოველი დილა ჩემს ოთახში ერთჯერადი ნემსები და თავწატეხილი "ამპულები" ეყაროს, არც ის მინდა დედაჩეის ბალიში ცრემლით იყოს გალუმპული, არ მინდა იცით არა.... სიცოცხლე მინდა, სიყვარული მინდა, სითბო მინდა ადამიანებო, თბილი სიტყვები მინდა თქვენს მიერ ჩამდამი თქმული, როგორც ამას ორიოდ წლის წინათ აკეთებდით. თქვენ რა გგონიათ მე ადამიანი არ ვარ??? ვიცი შევცდი ადამიანებო, ვიცი, წყეულიმც იყოს ის დღე, ის საათი ის წუთი და წამი როდესაც ნებით თუ უნებლიეთ ვიგემე ეგ სატანის ნექტარი. მიშველეთ ადამიანებო, დამეხმარეთ, შეიწყალეთ თბილი სიტყვის მათხოვარი, ხელი გამომიწოდეთ მტკიცე ხელი, რომ ჩავეჭიდო და გადავრჩე, სიცოცხლე მინდა ადამიანებო და გემუდარებით შეიწყალეთ თბილი სიტყვის მათხოვარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს