უსიყვარულოდ ვინა თქვა ფიქრის და ლოცვის ძალაო, ან-ბედნიერი ვენახი და სხივოსანი ყანაო, ან-წყაროების გალობა, ქვის სითბო,ძუძუს ღალაო, ან-ოქრომკედის სართველად დაბრუნებული ჯარაო, ან-სამარეში ნათქვამი: “სულ მანდ მენახე,ქალაო.”
უსიყვარულოდ ვინა თქვა სიმთა და სხივთა წკრიალი, ან-ვარსკვლავების დობილი ფრინველი,ღმერთის ხმიანი, ან-ჰორიზონტზე ელვისგან დაჭრილი ალვის შრიალი, ან-ზამთრის შუაღამეში იის თვალები,მზიანი, ან კიდევ-ზესკნელ-ქვესკნელში სამოთხის ფერთა ბრიალი.
უსიყვარულოდ ვინა თქვა კლდეზე ბიბინი იფქლისა, სიკვდილ-სიცოცხლის ნათება, უცნაურობა იღბლისა, ან-ქარიშხალში ტარება მარადიული ტვირთისა, ან-სასწაული უებრო, საუნჯე ყველა დღისთვისა- ცამყარის მამშვენებელი ფერისცვალება სიტყვისა.
უსიყვარულოდ ვინა თქვა უსასრულობა გზებისა, ან-სიღრმეები სივრცისა და სილამაზე ზღვებისა, ან-ყვავილობა გულისა და სიმსუბუქე ფრთებისა, ან-ამაღლება დროშისა და სინანული მტრებისა, ან-მწვერვალებზე მბრწყინავი სანთლები უკვდავებისა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. სამყაროს საძირკველი სიყვარულიაო... ანთა ნათელიძე 555555555555555555 სამყაროს საძირკველი სიყვარულიაო... ანთა ნათელიძე 555555555555555555
14. გაიხარე, ლომი ხარ! გაიხარე, ლომი ხარ!
13. აქ ყოველთვის სულ სხვაგნიდან წამოსული წყლებია.... ნიავიც კი მედიდურად,თავდადივით დადის... აქ ყოველთვის სულ სხვაგნიდან წამოსული წყლებია.... ნიავიც კი მედიდურად,თავდადივით დადის...
12. სიყვარულის აპოგეა! სიყვარულის აპოგეა!
11. უფალმა მოგცეთ მადლი...... სიყვარულის საგალობელია....;) უფალმა მოგცეთ მადლი...... სიყვარულის საგალობელია....;)
10. ლამაზია...:) ლამაზია...:)
8. მოგესალმები, ვაჟაო! ,,იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი...'' (,,მაგრამ ვინ არის აქ განმკითხველი?!.'') მოგესალმები, ვაჟაო! ,,იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი...`` (,,მაგრამ ვინ არის აქ განმკითხველი?!.``)
7. რა სისუფთავე და სისადავეა ყოველთვის თქვენს ლექსებში! 55555 რა სისუფთავე და სისადავეა ყოველთვის თქვენს ლექსებში! 55555
5. ძალიან გულიანი.წარმატებები კვლავაც! ძალიან გულიანი.წარმატებები კვლავაც!
4. უსიყვარულოდ... თოვლიც არ თოვლობს და სასწაული არ სასწაულობს, უსიყვარულოდ_ეგებ იცოცხლო... მაგრამ სიკვდილი... უსიყვარულოდ?.. :) უსიყვარულოდ... თოვლიც არ თოვლობს და სასწაული არ სასწაულობს, უსიყვარულოდ_ეგებ იცოცხლო... მაგრამ სიკვდილი... უსიყვარულოდ?.. :)
3. უსიყვარულოდ ვინა თქვა...
ლამაზია და სუფთა.... უსიყვარულოდ ვინა თქვა...
ლამაზია და სუფთა....
2. უსიყვარულოდ ვინა თქვა სიმთა და სხივთა წკრიალი, ან-ვარსკვლავების __________დობილი ფრინველი,ღმერთის ხმიანი,
უსიყვარულოდ ვინა თქვა უსასრულობა გზებისა, ან-სიღრმეები სივრცისა და სილამაზე ზღვებისა, ან-ყვავილობა გულისა და სიმსუბუქე ფრთებისა, ან-ამაღლება დროშისა და სინანული მტრებისა, ან-მწვერვალებზე მბრწყინავი სანთლები უკვდავებისა.
საოცრებათა საოცრება უსაყვარლესი 5555555555555555555555555 უსიყვარულოდ ვინა თქვა სიმთა და სხივთა წკრიალი, ან-ვარსკვლავების __________დობილი ფრინველი,ღმერთის ხმიანი,
უსიყვარულოდ ვინა თქვა უსასრულობა გზებისა, ან-სიღრმეები სივრცისა და სილამაზე ზღვებისა, ან-ყვავილობა გულისა და სიმსუბუქე ფრთებისა, ან-ამაღლება დროშისა და სინანული მტრებისა, ან-მწვერვალებზე მბრწყინავი სანთლები უკვდავებისა.
საოცრებათა საოცრება უსაყვარლესი 5555555555555555555555555
1. "თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ" +2!!! "თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ" +2!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|