ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2009


იწვიმებს, ალბათ

მწერდი,
ილევაო ძაფი,
სწრაფად  ილევაო,  რადგან
წერტილს  ვერ  ვუსვამო ფიქრებს,
აზრს  ვერ  ვუძებნიო  სადგამს,
საყრდენს_ მომავალს  და  აწმყოს,
დღეებს  მოწყენილს  და  სადაგს,
ყვითლად  დასცვივდაო  დარდი
ალვას,  და ჭაღარა  ბალბას,
ვინ იცის,  შეცივდაო ბაღში,
გზებიც  გაიყინა, ალბათ...

მე  კი  ძველებურად  ისევ,
ვგრაგნი  მოგონების  ქარგას,
გრიგის  ეტუდების  ფონზე
როგორც  მონატრებულ  ნახატს,
ფანჯრიდან  გავყურებ  ქუჩებს
წვიმიანს_ვაფარებ  ფარდას_
გახსოვს? სუნი ჰქონდა  ნესტის,
ობის,  თუ...ძველებურ  ლარნაკს,
ძირი  უხმებოდათ  იებს,
წვიმაში  გავრბოდით  ხან  და...
გვიყვარდა...  გიყვარდი  მაშინ...
გვართობდა  მაისის  თავსხმა...

საქსოვ  ჩხირებივით  სხარტი
ფიქრები  ხლართავენ  ამბავს,
ქსოვენ  და  არღვევენ  რიტმებს_
წარსულს  ძაფებივით  სამმაგ
წვერში  და  მკვეთრდება  ძველი
გაცრეცილ  დღეების  საგა...

მახსოვს,
სწორედ  ასე  წვიმდა,
ხალიანს  ვისწორებ  ხალათს,
_იწვიმებს?_ძველებურად  გკითხავ
და  თუმცა,  არ  ვიცი  სად ხარ,
ვხედავ,  აიჩეჩავ  მხრებს  და  მპასუხობ:
_იწვიმებს,  ალბათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს