 | ავტორი: ნინი1 ჟანრი: პროზა 27 ოქტომბერი, 2009 |
შემოდგომის მოღრუბლული ამინდი იდგა, უნივერსიტეტის ეზოში შემორჩენილი რამდენიმე სტუდენტი გამვლელ-გამომვლელს ინტერესით ადევნებდა თვალს, კიბეებზე ნაცრისფერ ჯინსებში გამოწყობილი გოგონა გამოჩნდა, სავარაუდოდ რომელიმე რაიონიდან ახლახან იყო ჩამოსული და ვერცხლისფერი ნაგვის ურნისკენ აიღო გეზი, მაგრამ ამაოდ უარა ირგვლივ, მაინც ვერ მიხვდა საიდან ახერხებდნენ მაისში რაიმეს ჩაგდებას, შემდეგ მიმოიეხდა და როცა დარწმუნდა იმაში, რომ არავინ უყურებდა ,,პეპსის” ცარიელი ბოთლი იქვე ქუჩაში დააგდო და მოსახვევში მიიმალა, მან არ იცოდა რომ მეექვსე სართულიდან მისი მზაკვრული საქციელი ,,გამოცდილ თვალს” მხედველობიდან არ გამოჰპარვია, -0,5 ლიტრი გაზიანი სასმელი პლუს 250მლ საჩუქრად, აი რატომ ირჩევენ ადამიანები ,,პეპსის” და არა სხვა სასმელს, ეგღა აკლია შენს ჩამრგვალებულ თეძოებს, ფიქრობდა ჟალუზის უკან ჩასაფრებული არსება.. ცნობისათვის ამ არსებას 2 სანტიმეთრით უშველა ბუნებამ, თორემ ჯუჯა იქნებოდა, აი წონას რაც შეეხება აქ სამყაროს ზებუნებრივი ძალებიც კი უძლურნი იყვნენ, რადგანაც მეექვსე სართულზე მადას არ უჩიოდნენ, მითუმეტეს ეს უკანასკვნელი ქალბატონი, უფრო სწორად კი საქალბატონე, რომელიც გათხოვების იმედს მაინც არ კარგავდა და ,,სკიპეთი” ამაოდ დაეძებდა ოცნების პრინცს, უფრო სწორად დაეძებდა, თორემ ბოლო დროს აღარც სანტექნიკოსზე და არც ხელოსანზე იტყოდა უარს. ,,მთავარია შინაგანი სამყაროო" _იმშვიდებდა თავს, მაგრამ ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ არაფერი იყო მთავარი, ოღონდაც კი გვერდით ვიღაც ჰყოლოდა, სულ ერთი იყო მაღალი იქნებოდა თუ დაბალი, ქერა თუ მელოტი, ოღონდ ტკბილი სიტყვის თუ არა ,,ქალო საჭმელი მაჭამეს” მთქმელი მაინც ჰყოლოდა ოჯახში. ერთი სიტყვით უნდოდა უფრო მეტი ყოფილიყო ვიდრე ბიბლიოთეკარი, დიახ ის ბიბლიოთეკარი იყო და ძალიანაც ამაყობდა ამით, უფრო სწორად ამბობდა, რომ ამაყობდა სინამდვილეში კი,..… კომპიუტერების რიგი არასდროს უჩიოდა ,,მკითხველებს” რასაც წიგნის თაროებზე ვერ ვიტყოდით, კომპიუტერის რიგში იყრიდა თავს უნივერსიტეტის ,,ინტელიგენცია" და ბჭობდა ახალ დიეტებზე, მეზობელი სახლის ბინადრებზე, თანაკურსელების უმზგავსო საქციელებზე და მზგავს ამაღლებულ საკითხებზე. აქ ეტრფოდნენ პირველი კურსის სტომატოლოგები მესამე კურსელ იურისტებს, აქ იმალებოდნენ ბავშვები, რომლებსაც სწავლის გადასახადის ჩარიცხვა დაავიწყდათ ან უბრალოდ შემოეხარჯათ, შემდეგ კი გამწარებული ქალბატონი_დეკანატიდან ამ რიგებში დაეძებდა მათ და პოულობდა კიდეც. აქ კედლებზე უცნაური არსებები აკრავდნენ განცხადებებს შინაარსით ,,გასართობ საიტებზე შესვლა აკრძალულია!” და ამ რიგის ხშირი სტუმრები ზრუნავდნენ ამ წარწერების სხვადასხვა ხერხით გაქრობაზე და ეს რიგი ეზიზღებოდა ყველაზე მეტად ნერვებმოშლილ ბიბლიოთეკარს. ერთი სიტყვით საოცარი ამბები ხდებოდა მეექვსე სართულზე და სიმშვიდე მხოლოდ მაშინ ჩამოვარდებოდა ხოლმე, როცა მომსახურე პერსონა და სტუდენტები ერთდროულად შედიოდნენ გასაცნობ გვერდებზე და გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ. თითქოს ჯიბრზე შემოდგომის დადგომასთან ერთად ყველა გასათხოვარს და გაუთხოვარს ერთდროულად გამოუჩნდა ,,ვიღაც” მხოლოდ ბიბლიოთეკარს არ სწყალობდა ბედი და ის ყოველდღე შურით აკვირდებოდა დაქალების ჩაბრილიანტებულ ხელებს, რომლებსაც ეს უკანასკვნელები დემონსტრირებას მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით უწევდნენ, არადა ყველა ანგელოზი კიარაა, მაგალითად, ბუღალტერს ქმარი ჰყავს და ახალ ლექტორს კარგად უნაბავს თვალებს, ბრაზობდა ბიბლიოთეკარი და სინანულით აქნევდა თავს. ცხოვრებაა ეს, როცა თავის ქნევასაც არ გაცლიან?! უცებ დიდი ლურჯი კარი საშინელი ხმაურით გაიღო და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ისეთი სისწრაფით შემოცვივდნენ, რომ ადამიანი ,,თქვენ გაწყდით ერთ დღეს!” გაფიქრებასაც ვერ მოასწრებდა. კარის ჭრიალს ათ წუთიანი პრეტენზიების მოსმენა, შემდეგ წიგნების დარიგება მოჰყვა და ინტრიგანთა ოთხეული ჩვეული ხმაურით შემოუსხდა მაგიდას, წიგნები ტრადიციისამებრ გვერდით გადადეს, (საერთოდ ამ ტრადიციას ყველა სტუდენტი მკაცრად იცავს ჩვენს უნივერსიტეტში) და ეჭვიანი ადამიანისთვის საეჭვო ჩურჩულს მოჰყვნენ, ,,რადაც არ უნდა დამიჯდეს დღეს მაინც გავარკვევ რას ლაპარაკობენ ჩემზე, სხვა რა თემა უნდა ჰქონდეთ, ამ შენობაში ხომ ყველას მარტო მე ვაინტერესებ"_გაიფიქრა ჩვენი მოთხრობის გმირმა და კედელს გაეკრა, მაგრამ ყურმოკრული ფრაზები ერთმანეთთან ლოგიკურად მაინც ვერ დააკავშირა, (საერთოდ მისი აზროვნება ლოგიკას ისედაც ძალიან იშვიათად სცნობდა) და პირდაპირ დააცხრა თავს ,,შეთქმულთა ოთხეულს” რა გაცინებთ უნამუსოებო? ვის ხედავთ აქ თქვენზე ნაკლებს? ჩუ, თავის მართლება არ უნდა! თავის დროზე რომ გავთხოვილიყავი ახლა თქვენხელა შვილები მეყოლებოდა, არა არა შენ სხვანაირი ურცხვი ხარ მაჭარაშვილო, შენს დაქალს გამოახედე რა ჰგონია ვერ ვხედავ?! ესენიც აიყოლიეთ არა?! ხმა აღარ გავიგო თორემ გაგყრით აქედან! ამდენ ყვირილში სულ დაავიწყდა, რომ სადილობის დრო მოახლოებულიყო ჩანთა გახსნა და IXX საუკუნის მხატვრობის წიგნზე ,,დიდებული სუფრა” გაშალა. ფერადყდიან წიგნს ძალიან უხდებოდა ხაჭაპურის ნამცეცები, ელექტროჩაიდანში მოხარშულ ყავას კი მხოლოდ ის ნაკლი ჰქონდა, რომ ჭიქა რამდენიც არ უნდა გებრუნებინა კიდეზე ლამაზი ნახატები მაინც არ რჩებოდა და მკითხაობასაც რა აზრი ჰქონდა აბა?! აქვე პატარა დასკვნა: უნივერსიტეტი საერთოდ არ ზრუნავს თავის მომსახურე პერსონალზე და ყველა კაცი ერთნაირია! მკითხველს ალბათ დააინტერესებს რა შუაში იყო აქ, ეს უკანასკვნელი ფრაზა და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მოგახსენებთ, რომ ეს ჩვენი საყვარელი ბიბლიოთეკარის 47 წლიანი ცხოვრების დევიზიც, თავისი შინაბერობის ამხსნელი მიზეზიც და საერთოდ, დიდი გამოცდილებით დამტკიცებული თეორემაც იყო. ეჰ, დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან _გაიფიქრა და თავი შეეცოდა, ამას წინათ თავხედმა მესამე კურსელმა ,, ჩიპოლინოს” შეადარა, ,,არადა ახალგაზრდობაში რა ფერის კაბაც მეცვა იმ ფერის ბჭედი მეკეთა შე ნამუსგარეცხილო, შენ არ მოესწრე კაცის ალერსს"-მიაძახა გულმოსულმა და მეორე დღეს თავის ეზოში გახსნილ საეჭვო რეპუტაციის მქონე სალონში 3 ლარად ახალი ვარცხნილობა დაიყენა, მაგრამ გესლიანმა კომენტატორმაც არ დაიზარა და უნივერსიტეტში შემოსვლისთანავე ზურგსუკან მოისმა სისინი ,,სათლელში ედო თავი!”. ფიქრებით მოცულს კომპიტერების რიგიდან ისეთი ნარნარი ხმა შემოესმა, რომელსაც მხოლოდ ცარიელ თავში კლავიატურის ჩარტყმა იწვევს, მაგრამ პირი საჭმლით ჰქონდა გამოტენილი და ყვირილი გადაიფიქრა, ამის ნაცვლად ღიპზე დაყრილი ძეხვის ნამცეცები კოხტად გადაიბერტყა, შემდეგ კი ისევ ძეგლზე ფიქრმა შეაწუხა და თვითონაც გაუკვირდა ეს წუხილი რა მაინცდამაინც მარჯვენა ფეხის თითებზე მოთავსებულიყო და ტკივილის რედუქციისათვის მომზადებაც კი ვერ მოასწრო, რომ წინ აღმართული საგანი, რომელიც ოცნებებში წასულს კარადა ეგონა, მოტრილდა და ჭარბწონიანობით დაკომპლექსებულმა მეოთხე კურსელმა ფეხზე დაბიჯებისთვის უზარმაზარი ბოდიში მოუხადა, თან წყევლა-კრულვის მოლოდინში გაინაბა. ჭეშმარიტება ზოგჯერ რა ახლოსაა და ჩვენ რა შორს ვეძებთ, გაუნათდა გონება ბიბლიოთეკარს, მაგრამ დროებით ჩააქრო და თავისი მარჯვენა ფეხის კასტრაციის მცდელობაში ეჭვმიტანილს ჭექა-ქუხილად დაატყდა თავს. ამის მიზეზი კი 18 წლის წინ მოსკოვში უფროსი მამიდაშვილის ნაყიდი ,,კაზაჩოკები” იყო, რომელიც მემკვიდრეობით ერგო და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ისე იყო გამწარებული ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჩივრის წარდგენას აპირებდა, მაგრამ უცებ გახსენდა, რომ უძეგლოდ კვდებოდა და თან უკვე ექვსის ნახევარი იყო, 15 წუთში თავისი ცხოვრების მთავარ აზრს_ბიბლიოთეკას დაკეტავდა, იისფერ ქოლგას მოიმარჯვებდა, გზად აფთიაქში შეივლიდა ,,კლიმაქტორიცის” ახალ ყუთს შეიძენდა და ნაწვიმარ ქუჩას მეტროსკენ დაუყვებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. არ მომეწონა, არც იდეა, არც თხრობა არ მომეწონა, არც იდეა, არც თხრობა
10. აქაც იგივე შენიშვნა მაქვს,ძალიან მინდა წავიკითხო,მაგრამ არც აბზაცია და ერთი თვალის გადავლებითაც მოჩანს მრავალი ლაფსუსი. თუ თქვენ გეზარებათ თქვენივე ნაწარმოების გადაკითხვა,ჩვენ როგორღა წავიკითხოთ? აქაც იგივე შენიშვნა მაქვს,ძალიან მინდა წავიკითხო,მაგრამ არც აბზაცია და ერთი თვალის გადავლებითაც მოჩანს მრავალი ლაფსუსი. თუ თქვენ გეზარებათ თქვენივე ნაწარმოების გადაკითხვა,ჩვენ როგორღა წავიკითხოთ?
8. რა ვიცი, მე არ მოვიხიბლე დიდად, თუმცაღა ბოლომდე ჩავიკითხე... არის ბევრი ლაფსუსი და თხრობის დროებიც არეულია, ვისურვებდი უფრო შეკრულ ნაწერს, რომელიც დინამიურად გადავა აბზაციდან აბზაცზე და აზრსაც უფრო გაუსვამს ხაზს. თუმცაღა არის რაღაც ელემენტები, რაც აცოცხლებს ნაწერს... დაველოდოთ სხვასაც. რა ვიცი, მე არ მოვიხიბლე დიდად, თუმცაღა ბოლომდე ჩავიკითხე... არის ბევრი ლაფსუსი და თხრობის დროებიც არეულია, ვისურვებდი უფრო შეკრულ ნაწერს, რომელიც დინამიურად გადავა აბზაციდან აბზაცზე და აზრსაც უფრო გაუსვამს ხაზს. თუმცაღა არის რაღაც ელემენტები, რაც აცოცხლებს ნაწერს... დაველოდოთ სხვასაც.
7. აუF, მეზარება წაკითხვა მერე მოვალ აქ ;;) აუF, მეზარება წაკითხვა მერე მოვალ აქ ;;)
6. თავისი მარჯვენა ფეხის კასტრაციის მცდელობაში ეჭვმიტანილს
ფეხის ამპუტაცია. თავისი მარჯვენა ფეხის კასტრაციის მცდელობაში ეჭვმიტანილს
ფეხის ამპუტაცია.
5. საკმაოდ კარგი ტრაგი -კომედიააა ;) საკმაოდ კარგი ტრაგი -კომედიააა ;)
4. ნიჭი აშკარად იგრძნობა! წარმატებები ავტორს! ნიჭი აშკარად იგრძნობა! წარმატებები ავტორს!
3. კარგია,მომწოოონს :) :) :) კარგია,მომწოოონს :) :) :)
1. მაგრად ვიხალისეეე, კარგი თხრობა გაქვს ნინი, წარმატებები :) მაგრად ვიხალისეეე, კარგი თხრობა გაქვს ნინი, წარმატებები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|