კლდეებზე აქა-იქ ანთია მკრთალად თეთრი და ყვითელი სტრიქონები- შემოდგომის ბოლო დღიურები.
ზამთარი ახლოვდება…
ვინ იცის,რამდენჯერ მსმენია ამგვარი ხმაური და ფუსფუსი. ტყიდან ბრუნდებიან თაგვები ტუსტუსით.
ტყეს,სიბნელეში გარინდებულს, მუშტს უღერებს კერკეტიუსი- თაგვების წინამძღოლი: “ბეწვზე არ გადავრჩი?! ლამის არ დავკარგე კაკალი?! მე რომ ქვა მესროლა, იმ ტურას გავკარი!”
მერე ნაბიჯები- ჩუმი,შემპარავი /კატა მეზობლისა!/. თაგვების გულთა ბაგაბუგი. და უცებ ბრახ! /ნახტომი კატისა/ სხვენიდან ფხაკაფხუკით თაგვები გასხლტნენ და ჩაცვივდნენ ჭინჭრიანში, ერთმანეთის “ვაი-ვუი” არ გაუგონიათ მდინარის ხმაურსა და ტყის შრიალში. ხოლო უშიშარი და ამაყი კერკეტიუსი- თაგვების ლიდერი, ოდესღაც ბინადარი ქალაქის, კატის კლანჭებში მოქცეული წუთისოფელს ემშვიდობება, ვითარცა ზვარაკი!
მთელ ღამეს ტყეში ვიშვიშებდნენ თაგვები: ფცქვნიუსი და ხრიუსი, ჭაღარა დისიდენტი რკოლიო კაკლიუსი, ფეხმძიმე თოთილია თხილიუსი, აი,ის /გვარი აღარ მახსოვს/- საოცრად გამხდარი და განათლებული სორილიო- შვილი მეჩონგურე ღუტუსი, მათილა-მშვიდი Q ქალბატონი, მსოფლიო მოქალაქე, სანჩესის ნათლია, ნათლული ძუკუსი, ოდნავ ელამი და ძალიან გულკეთილი Qქერელო ბუნტუსი, არისტო ხორბალინი- დამფასებელი მამის ულვაშების, თაგვების რესპუბლიკის დროშისა და დედის ძუძუსი. ვიზიტდაწყევლილი, თასმასავით მოქნილი დიპლომატი, დესპანი მარსისა- მარცვალა ცურცუსი. ფეტველო- მღვდელი ხმანექტარა მქადაგებელი, არასდროს გამპარსავი წვერის და ბუსუსის. სადგისა –განთქმული კარატისტი, პრესას თუ დავუჯერებთ- გენებით ულუსი. ფხაჭელო კრაწულისი- ბრეზენტის და თუნუქის მკვნეტელი /მეშვიდე ბაბუით ინგლისელი,მულატი თუ რუსი/- საიმედო აგენტი სუკისა, მარტო ხალხისათვის კი არა, სამი ცოლისა და ერთი შვილისთვისაც უცხო და ნიღბიანი, მოცული ბურუსით. ჯიგიტო- თეთწარბა და შავქოჩორა, ციხე-სათაგურის მუშტით დამფშვნეტელი, ღირსეული მეტოქე დურუსი, წრუნო ფხორილია- კარგი პოეტი და მუსიკოსი, შვიდ ხმაზე მგალობელი “წრუწუსი.” და კიდევ ვინმე- ლოთი და ჩხუბისთავი რიკარდო კუტუსი, სიცრუის არმთქმელი, სიფხიზლეში ჩუმი და ნათელი, მემკვიდრე თაგვებთან ომში დაღუპული, ტანკისტად დაბერებულ ზუზუსი, სიმთვრალეში /მტერსაც არ ვუსურვებ!/ კატისთვის გადამგრეხი მაჯების, სახლში დამლეწავი ჭურჭლის და ფანჯრების /უარესს რას იზამენ ქაჯები!/, კომპიუტერივით რთული პიროვნება და ნაბახუსევზე- მონანიე,გულჩვილი თუქსუსი. თორმეტი თხუნელას გამლახავი, ვირთხების მუსიე და მუსუსი.
მთელ ღამეს თაგვები ტყეში ვიშვიშებდნენ, შიშინი გაჰქონდა სიტყვა “შეთქმულებას”, მომავალში გამოჩნდებაო ჩვენი ძალა და ერთგულება.
მთელ ღამეს კატა მეზობლისა კერკეტიუსის რბილ ნეკნებს ლოკავდა, თან გულში იცინოდა,- რევანში არა,ტოროლაო, ყურებზე ხახვს ვერ დამაჭრისო, ფეხებსაც ვერ მომჭამსო თაგვების ბლოკადა!.. და მზის ამოსვლისას, აისისას, კატამ-ფისკონტო კნავილისმა, მოწმეა ღმერთი, საკუთარი კოშკის გალავანზე კერკეტიუსის კუდი ჩამოჰკიდა სხვა,უკვე დამჭკნარი, კუდების გვერდით!
ხვალ თუ ზეგ ისტორია კვლავ განმეორდება: მდუმარე სხვენი კვლავ გამოცოცხლდება, კვლავ იქნება თხილ-კაკლის ჩხრიალი, ფაჩუნი,ფუსფუსი. ტყიდან თუ მინდვრებიდან კვლავ დაბრუნდებიან თაგვები ტუსტუსით . მერე კი ისევ კატა და მისი ნახტომი, ახალი ლიდერის თავგანწირვა, თაგვების გულთა ბაგაბუგი და ძველი, ნაცნობი მელოდია სხვენიდან კისრისტეხით გაქცეული თაგვების ფხაკაფხუკის…
აქა-იქ იშვიათად ეცემა დედამიწას პეპელას ფრთასავით გამსუბუქებული ფოთოლი.
აქა-იქ ანთია და მალე ჩაიწვება ცისგან ანთებული სანთელი.
მიდის შემოდგომა, ზამთარი ახლოვდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. აქა-იქ იშვიათად ეცემა დედამიწას პეპელას ფრთასავით გამსუბუქებული ფოთოლი.
საუკეთესო! ძალიან ვიმხიარულე.
აქა-იქ იშვიათად ეცემა დედამიწას პეპელას ფრთასავით გამსუბუქებული ფოთოლი.
საუკეთესო! ძალიან ვიმხიარულე.
20. საქართველოში ყველა ოჯახს თავისი ტრაგედია აქვს, თაგვებზე გვინდა ახლა ჩვენ ტირილი და ვაი-ვიში? ალოგიკური გაადსვლებია, ხელოვნური სახელები საქართველოში ყველა ოჯახს თავისი ტრაგედია აქვს, თაგვებზე გვინდა ახლა ჩვენ ტირილი და ვაი-ვიში? ალოგიკური გაადსვლებია, ხელოვნური სახელები
19. როგორც ყოველთვის5555 როგორც ყოველთვის5555
18. ეს არაკი, როგორც მე ვგრძნობ, ან როგორც ვარ გამგებია, სულ ქართული სინამდვილით ნაშენი და ნაგებია! მეცნაურნენ, განა მართლა რომაელი თაგვებია! კიდევ ერთხელ ანთა-ავტორს ენა უბადაგებია!
ეს არაკი, როგორც მე ვგრძნობ, ან როგორც ვარ გამგებია, სულ ქართული სინამდვილით ნაშენი და ნაგებია! მეცნაურნენ, განა მართლა რომაელი თაგვებია! კიდევ ერთხელ ანთა-ავტორს ენა უბადაგებია!
17. მომეწონა... მდიდარი ფანტაზია და იუმორი დავინახე... 555555 მომეწონა... მდიდარი ფანტაზია და იუმორი დავინახე... 555555
16. მშვენიერი, ზღაპარ-იგავარაკივით რამე არა და ყველაფერი ნამდვილია!!! ბევრი ვიხალისე გაიხარეთ! 5555555555 მშვენიერი, ზღაპარ-იგავარაკივით რამე არა და ყველაფერი ნამდვილია!!! ბევრი ვიხალისე გაიხარეთ! 5555555555
15. zamTari axlovdeba, |TUmca jer kidev zafxulia gulshi :) +2 zamTari axlovdeba, |TUmca jer kidev zafxulia gulshi :) +2
14. მე ჯილა ვირთხებზეც მაქვს ლექსი წაგაკითხებთ მერე... მე ჯილა ვირთხებზეც მაქვს ლექსი წაგაკითხებთ მერე...
13. მართლაც ძალიან საინტერესოა.... მართლაც ძალიან საინტერესოა....
12. საინტერესო იყო :) 5555 საინტერესო იყო :) 5555
11. მშვენიერია!!! ძალიან მომეწონა!!!555555555555 მშვენიერია!!! ძალიან მომეწონა!!!555555555555
10. როგორ შეეშინდათ ჩამოკიდული კუდებისა?... ლაცარი თაგვები...555555555555
ვიზიტდაწყევლილი, თასმასავით მოქნილი დიპლომატი, დესპანი მარსისა- მარცვალა ცურცუსი.
ფცქვნიუსი და ხრიუსი, ჭაღარა დისიდენტი რკოლიო კაკლიუსი, ფეხმძიმე თოთილია თხილიუსი, ამათი იმედი მქონდა...ასეთისაინტერესო კაი ხანია არაფერი წამიკითხავს... როგორ შეეშინდათ ჩამოკიდული კუდებისა?... ლაცარი თაგვები...555555555555
ვიზიტდაწყევლილი, თასმასავით მოქნილი დიპლომატი, დესპანი მარსისა- მარცვალა ცურცუსი.
ფცქვნიუსი და ხრიუსი, ჭაღარა დისიდენტი რკოლიო კაკლიუსი, ფეხმძიმე თოთილია თხილიუსი, ამათი იმედი მქონდა...ასეთისაინტერესო კაი ხანია არაფერი წამიკითხავს...
9. რა ბევრი თაგვი მეცნაურააა !!! ;) რა ბევრი თაგვი მეცნაურააა !!! ;)
8. 55555555 და მოგიკითხეთ ბატონო ვაჟა. :) 55555555 და მოგიკითხეთ ბატონო ვაჟა. :)
7. გახალისდი! ფისკონტო კნავილისი...ოღონდ ერთი მინდა გითხრათ- იქნებ თუქსუსი შეგეცვალათ?ლექსი საბავშვოა,როგორც ვხვდები და სიტყვით დაინტერესების შემთხვევაში, მშობელს ან ტყუილის თქმა მოუწევს,ან ...
გახალისდი! ფისკონტო კნავილისი...ოღონდ ერთი მინდა გითხრათ- იქნებ თუქსუსი შეგეცვალათ?ლექსი საბავშვოა,როგორც ვხვდები და სიტყვით დაინტერესების შემთხვევაში, მშობელს ან ტყუილის თქმა მოუწევს,ან ...
6. ჯონათან სვიფტს შეშურდებოდა! +2!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ჯონათან სვიფტს შეშურდებოდა! +2!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
5. როოგრც ყოველთვის ცასავით ხალასი განცდები...
აქა-იქ ანთია და მალე ჩაიწვება ცისგან ანთებული სანთელი.
მიდის შემოდგომა, ზამთარი ახლოვდება.
:) 5555555555555555555555555555555555555
როოგრც ყოველთვის ცასავით ხალასი განცდები...
აქა-იქ ანთია და მალე ჩაიწვება ცისგან ანთებული სანთელი.
მიდის შემოდგომა, ზამთარი ახლოვდება.
:) 5555555555555555555555555555555555555
4. სტაბილურად საუკეთესო! სტაბილურად საუკეთესო!
2. ვაიმე ეს რა ეშმა ამომიხტა მე გაღიმება დავდე :( ვაიმე ეს რა ეშმა ამომიხტა მე გაღიმება დავდე :(
1. როოგრც ყოველთვის ცასავით ხალასი განცდები...
აქა-იქ ანთია და მალე ჩაიწვება ცისგან ანთებული სანთელი.
მიდის შემოდგომა, ზამთარი ახლოვდება.
:) 5555555555555555555555555555555555555
როოგრც ყოველთვის ცასავით ხალასი განცდები...
აქა-იქ ანთია და მალე ჩაიწვება ცისგან ანთებული სანთელი.
მიდის შემოდგომა, ზამთარი ახლოვდება.
:) 5555555555555555555555555555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|