 | ავტორი: ნინი1 ჟანრი: პროზა 31 ოქტომბერი, 2009 |
დილის 7 საათი, ლამპიონებით განათებული სველი ქუჩა. ბრძანება-ძებნა! სამი წამი და და ნაცრისფერი კორპუსი, მეთერთმეტე სართული, მწვანეშპალერიანი ოთახი, რკინის საწოლი, თეთრ ზეწარში გახვეული თბილი მასა.. ძილშიც კი არ ასვენებს დამქანცველი ფიქრები. ოდნავ გამოღებული კარის უკან ვიღაც დგას და მის წილ ჰაერს სუნთქავს. საჭიროა დაზუსტება-მიზანში ამოიღეს და წავიდა... გრძნობის რეცეპტორები-წესრიგში აქვს, სიამაყის მაჩვენებელი-არაამქვეყნიურად მაღალი, ემოციები-პაროლს ითხოვს, წარსული-დაბლოკილია, მომავალი-პაროლს ითხოვს ისევ... ძიება დასრულებულია, ობიექტი აღმოჩენილია, სიგნალმა ქვესკნელამდე ჩააღწია, ადრესატი კმაყოფილია, ინფორმაციის წყარო-განადგურებული.. საწოლი შეირხა, 8 საათი დაიწყო, ცივ იატაკზე წყვილი გამხდარი ფეხი გამოჩნდა, ლანდი კედელზე გაწვა და ფანჯარას მიუახლოვდა.. დამიმახსოვრე სამყაროვ, უფალი გესალმები! ირგვლივ სიბნელეა, გაყინული მინა თითების მიახლოებით დაიორთქლა, მაგრამ ანაბეჭდი არ ჩანს.. ჰმ, ანაბეჭდი? მერედა არ იცით, რომ ღმერთებს ის არ გაგვაჩნია? მიმიფუთხებია თქვენი თავდაცვის მექანიზმის მთლიან სისტემაზე, გიმეორებ, ჰეი, კაცობრიობავ! მე საკუთარი თავის და შენი უფალი ვარ. ნუ გიკვირს, სიცივე მეც თქვენსავით მაღიზიანებს, თვალებში რას მიყურებ, რას დაინახავ საცოდაო ქმნილებავ, ვიღაცამ შენი დღიურის ფურცელზე მიგიჟღაბნა ,, თვალები სულის სარკეაო “ და შენც გჯერა არაა? მანდ ავხორცი ღმერთების შთამომავლებზე არაფერი წერია? მე კი გეტყვი, რომ ჩემს თვაელებში ვერაფერს დაინახავ, მე მხოლოდ მკერდზე დამეტყო როგორ მოქმედებს სიცივე ჩემზე.. რაო? სისხლი მოგაწვა? მაგრამ რა მიკვირს ადამიანის, რომლის მახვილმა გონებამ ,,ინცესტიც” კი აღიარა და შეისისხლხორცა. იქნებ შემდეგი მეც კი ვარ რიგში, მაგრამ ვერ მოგართვით, იქნებ დროს ჩამორჩა თქვენი ღმერთი, მაგრამ მაინც მოვითხოვ თაყვანი თუ არა პატივი მაინც მცეთ! უბრალო მოკვდავებო ერთმანეთით მოიკალით ჟინი, ჯავრი იყარეთ იმ ხორცის ნაგლეჯებზე, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს შეეხრწნებით შემდეგ კი თქვენი პირმშოც წინაპრების განვლილ გზას დაადგება და ასე გაგრძელდება, სანამ ყელში არ ამომივა ეს ამაზრზენი სანახაობა რასაც თქვენი ცხოვრება ჰქვია, დაწყევლილი გენი გაქვთ, მაგრამ არ მეცოდებით, საკუთარი თავი მეცოდება თქვენი ყურება რომ მიწევს. თქვენი ვედრებისთვის ყურის დაგდება, თქვენი ყალბი ცრემლების ღვრა ჩემს კერპებთან. ზაფხულის ცხელ საღამოს როცა რომელიღაც თქვენგანი, ერთ-ერთი გზააბნეული მდედრი კუთხეში იქნება მიმწყვდეული, მაშინ ვახსენდები, მხოლოდ შემდეგ იწყებს ვედრებას, მე კი მაგ დროს ცხელ ჩაის ვსვამ ლიმონით და აივნიდან ვიყურები, შენ კი საცოდავო ჰომოსაპიენსო ტანსაცმელს გახევენ, მტვერში გსვრიან, ძალას გატანენ. შენი აზრით არ დავიღალე ერთიდაიმავეს ყურებით მთელი მარადისობა? შენ ჩემს ადგილას მაშინვე გავარდებოდი გაჭირვებულის დასახმარებლად? დავიჯერო შენ არ გიყვარს ლიმონიანი ჩაი? მე კი მიყვარს და მილიონობით შენნაირს მირჩევნია, ეგრე ნუ მიყურებ, ღმერთი ვარ, დაე იყოს ნება ჩემი... მაგრამ, როცა შენი ,,ნაპოლეონი” საბოლოოდ დაგიპყრობს, მერე მე დაგეხმარები სულ რაღაც 9 თვეში, შემდეგ კი მიხვდები მაინც რა კარგია მე, რომ ვარსებობ ამ ქვეყნად. ნუ გეშინია, თუ ბევრს ილოცებ-ვეცდები ბავშვს ,,ნაპოლეონის” თვალები არ გამოჰყვეს, ეგრე რატომ მიყურებ? მიხვდი, რომ დაგცინი ?! მოიცა! ვინ ხმაურობს? ვინ გაბედა ჩემს ხუმრობაზე სიცილი?! ოოო, მამაკაცებო. ადამის მოდგმავ! ხელოსნებო და მეხანძრეებო, სანიმუშო მამებო და ,,მარადიულო ქმრებო," თქვენ რაღა გაცინებთ? მათზე უკეთესი გგონიათ თავი? მოდი მაშინ სხვაგვარად დავიწყოთ. "დუბლი 2,,- ოოო, მამაკაცებო ადამის მოდგმავ, ხელმოცარულო ბიზნესმენებო და არშემდგარო მეწარმეებო, გაკოტრებულო ბანკირებო და დაპატიმრებულო დირექტორებო, ბოლოსდაბოლოს მარადიულად ქმრობისთვის განწირულო არსებებო! რა გიხარიათ, თქვენს ნაშიერებს იქნებ სხვისი თვალები გამოჰყვა... მაგრამ, თავს მაინც სამყაროს ღერძად თვლით, მე გაკვირდებით და გეთანხმებით, განსაკუთრებით დილით ნაგვის გადასაყრელად, როცა მიდიხართ მაშინ, მაგ დროს ერთ ხელში ნაგვის პარკი უნდა გეჭიროთ მეორეში კი კვერთხი გეპყროთ, მაგრამ არა უშავს ისედაც სასაცილოები ხართ. არცერთი არ ხართ მოკვდავებში ერთმანეთზე უკეთესი. ცხვრები ხართ და თქვენგან ფარას მე ვქმნი, მსახიობები ხართ და სპექტაკლს კი მე ვდგამ. ცრუმორწმუნეები ხართ და აჰა მეც აქ ვარ! მონობა გიდევთ გენში და მიმიღეთ მე, თქვენი მბრძანებელი! საუკუნეში ერთხელ თუ გამოერევა თქვენში ღირსეული, თქვენ კი ღირსების დანახვა არ გსურთ, ათასში ერთი ქადაგებს ჭეშმარიტებას თქვენ კი არ გსურთ გაგება. მე რითი გიშველოთ? ფრთები შეგასხათ? არც ეგაა პრობლემა, მაგრამ ფრთები ხოხვაში ხელს შეგიშლით, თქვენ კი რა უძლურები ხართ ამ ცდუნების წინაშე. განთიადი არ მიყვარს თქო ვამბობდი რამდენიმე საუკუნის წინ, მაგრამ მაინც დამათენდა. ეზოში ნარინჯისფერ ფორმებში გამოწყობილი მეეზოვეები დავლანდე, უკვე გათენდა, თქვენთან საუბარი კარგია, მაგრამ გვერდით ოთახში უნდა გავიდე და ელექტრომადუღარაში ჩაის ადუღებას დაველოდო. ხომ ხედავთ ყოფით პრობლემებს ვერც მე გავურბივარ, მაგრამ სანამ კარს გავიხურავ დღევანდელი საუბრით დაზაფრულო და შეძრწუნებულო ადამიანო, კიდევ ერთს გეტყვი: წადი და ნუღარ ცდილობ სხვებისგან გამოირჩეოდე, წადი ჩაები სიცრუისა და პირფერობის ფერხულში, საკუთარი როლი ითამაშე, შენ გადაწყვიტე ეს როლი დადებითი იქნება თუ პირიქით, წადი და იცხოვრე შენი ცხოვრებით, ოღონდ ღმერთი გირჩევს: ,,ნუ დაეცემი სულით, მუხლებს გადაიტყავებ “
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. მორჩიით? უუუჰ ... მორჩიით? უუუჰ ...
31. დამღალა ნაწერმა... თუმცა მგონი ხელის გავარჯიშების ამბავია... და მე ავატარს შევცვლიდი იმისთვის, რომ უფრო სერიოზულად მომკიდებოდნენ, ნუ თუკი ამის პრეტენზია მექნებოდა... იმიჯი კარგი რამ არის :) დამღალა ნაწერმა... თუმცა მგონი ხელის გავარჯიშების ამბავია... და მე ავატარს შევცვლიდი იმისთვის, რომ უფრო სერიოზულად მომკიდებოდნენ, ნუ თუკი ამის პრეტენზია მექნებოდა... იმიჯი კარგი რამ არის :)
30. საღამო მშვიდობისა, რა ქარბორბალა დატრიალებულა ამ კომენტარებში ჰა?? :D
ნაწერი ვარ წავიკითხე, სამწუხაროდ დრო ამომეწურა, ლიმნიანი ჩაის დიდი მოტრფიალე ვარ, ამიტომაც და იმიტომაც, გზა თუ ბნელია, კეთილი ვინებოთ და ჯიბის ფანარი ვიქონიოთ თან, რომ ჩვენივე გზა ჩვენვე გავანათოთ :) (ეს ისე, ზოგადად ვთქვი, ნაწერის წაკითხვა ვერ მოვასწარი, დრო გამიფრინდა :D)
მშვიდობიანი ღამე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
საღამო მშვიდობისა, რა ქარბორბალა დატრიალებულა ამ კომენტარებში ჰა?? :D
ნაწერი ვარ წავიკითხე, სამწუხაროდ დრო ამომეწურა, ლიმნიანი ჩაის დიდი მოტრფიალე ვარ, ამიტომაც და იმიტომაც, გზა თუ ბნელია, კეთილი ვინებოთ და ჯიბის ფანარი ვიქონიოთ თან, რომ ჩვენივე გზა ჩვენვე გავანათოთ :) (ეს ისე, ზოგადად ვთქვი, ნაწერის წაკითხვა ვერ მოვასწარი, დრო გამიფრინდა :D)
მშვიდობიანი ღამე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
29. რა აზაბოჩენი საზოგადოებაა. სხვა აზრი არავის გააჩნიაა? ;) რა აზაბოჩენი საზოგადოებაა. სხვა აზრი არავის გააჩნიაა? ;)
28. :)) ხო აზაბოჩენი.
და თუ შენ ეხლა წერის მუღამზე არ ხარ, რატომ წერ რომ დამკაწრე ხომ არ მომიწერიაო.
აზაბოჩენი მგონი შენ უფრო ხარ ეხლა კომენტარების წერის მხრივ : ))
მე რა სიტყვაც ავღნიშნე, ესეიგი ეს სიტყვა იწვევს და არა რამე სხვა, სხვა რომ ყოფილიყო იმასაც დავწერდი ალბათ. ბლინ, საქმე არ გაქვთ? : )
ხოდა დამკაწრე რატომ, დამკაწრე იწვევს ასეთ აზრებს ?
პ.ს.
პასუხს არ ვკითხულობ, თორემ ისევ გამოიწვევს ასეთ აზრებს ჩემში.
ნასკები სველია და მოკლე. :)) ხო აზაბოჩენი.
და თუ შენ ეხლა წერის მუღამზე არ ხარ, რატომ წერ რომ დამკაწრე ხომ არ მომიწერიაო.
აზაბოჩენი მგონი შენ უფრო ხარ ეხლა კომენტარების წერის მხრივ : ))
მე რა სიტყვაც ავღნიშნე, ესეიგი ეს სიტყვა იწვევს და არა რამე სხვა, სხვა რომ ყოფილიყო იმასაც დავწერდი ალბათ. ბლინ, საქმე არ გაქვთ? : )
ხოდა დამკაწრე რატომ, დამკაწრე იწვევს ასეთ აზრებს ?
პ.ს.
პასუხს არ ვკითხულობ, თორემ ისევ გამოიწვევს ასეთ აზრებს ჩემში.
ნასკები სველია და მოკლე.
27. დამკაწრე ხოარ დამიწერია ადამიანო, რა აზაბოჩენი ხალხია რაა უუF :)
დამკაწრე ხოარ დამიწერია ადამიანო, რა აზაბოჩენი ხალხია რაა უუF :)
26. მლანძღე <-- ეს სიტყვა ჩემში რაგაც ინტიმურ აზრებს ბადებს : ))))))))) ასე რომ მე ანგარიშზეც აღარ მაქვს (კომენტარის დატოვების მხრივ) ხოდა შენ ილაპარაკე. : ) მლანძღე <-- ეს სიტყვა ჩემში რაგაც ინტიმურ აზრებს ბადებს : ))))))))) ასე რომ მე ანგარიშზეც აღარ მაქვს (კომენტარის დატოვების მხრივ) ხოდა შენ ილაპარაკე. : )
25. I like your problems and Cigarette. <--- შენი 23-ე კომენტარი მომეწონა, მიდი მლანძღე სიმპატიით განვეწყე მაინც შენდამი :) ფეხსაცმელს აპრიალებს- მომეწონა ;) I like your problems and Cigarette. <--- შენი 23-ე კომენტარი მომეწონა, მიდი მლანძღე სიმპატიით განვეწყე მაინც შენდამი :) ფეხსაცმელს აპრიალებს- მომეწონა ;)
24. ალბათ ამ საიტზე ახალბედამ ვაზელინის პოლიტიკა უნდა გაატეროს, მე მაპატიეთ, რომ გავკადნიერდი და დამძიძგნეთ აქა ვარ... ;) ალბათ ამ საიტზე ახალბედამ ვაზელინის პოლიტიკა უნდა გაატეროს, მე მაპატიეთ, რომ გავკადნიერდი და დამძიძგნეთ აქა ვარ... ;)
23. ჰო, სულ დამავიწყდა, ხამიც რომ მეძახოს : )))
და კიდევ, 22 -ე კომენტარს ვუპასუხებ, რომ ვაზელინი ასე ჰაერზე სახსენებელი არაა, ერთ დროს (და ზოგი ახლაც) ყველაზე ლამაზად სწორედ ვაზელინით იპრიალებს ფეხსაცმელს. ვოტ!
ჰო, სულ დამავიწყდა, ხამიც რომ მეძახოს : )))
და კიდევ, 22 -ე კომენტარს ვუპასუხებ, რომ ვაზელინი ასე ჰაერზე სახსენებელი არაა, ერთ დროს (და ზოგი ახლაც) ყველაზე ლამაზად სწორედ ვაზელინით იპრიალებს ფეხსაცმელს. ვოტ!
22. ალბათ ამ საიტზე ახალბედამ ვაზელინის პოლიტიკა უნდა გაატეროს, მე მაპატიეთ, რომ გავკადნიერდი და დამძიძგნეთ აქა ვარ... ;) ალბათ ამ საიტზე ახალბედამ ვაზელინის პოლიტიკა უნდა გაატეროს, მე მაპატიეთ, რომ გავკადნიერდი და დამძიძგნეთ აქა ვარ... ;)
21. იქნებ მართალიც კი ხარ, მაგრამ მე ხომ ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ :) იქნებ მართალიც კი ხარ, მაგრამ მე ხომ ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ :)
20. ელაპარაკე ვირს პოეზიაზეო ელაპარაკე ვირს პოეზიაზეო
19. საერთოდ არ მომეწონა და გინდა სექსის მონა მეძახოს ავტორმა და გინდა იხალისოს ამ კომენტარზე.
მეოთხე კლასელის ნამუშევარს გავს.
და ეს ყველაფერი ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ.
საერთოდ არ მომეწონა და გინდა სექსის მონა მეძახოს ავტორმა და გინდა იხალისოს ამ კომენტარზე.
მეოთხე კლასელის ნამუშევარს გავს.
და ეს ყველაფერი ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ.
18. დავიჯერო შენ არ გიყვარს ლიმონიანი ჩაი? მე კი მიყვარს და მილიონობით შენნაირს მირჩევნია, ეგრე ნუ მიყურებ, ღმერთი ვარ, დაე იყოს ნება ჩემი... კარგი რააა............................. ასეთ თემას მეტი სიფრთხილე სჭირდება ჩემი აზრით...
დავიჯერო შენ არ გიყვარს ლიმონიანი ჩაი? მე კი მიყვარს და მილიონობით შენნაირს მირჩევნია, ეგრე ნუ მიყურებ, ღმერთი ვარ, დაე იყოს ნება ჩემი... კარგი რააა............................. ასეთ თემას მეტი სიფრთხილე სჭირდება ჩემი აზრით...
17. ნიცშე რო იყო ეგ მომეწონაა, ხალხო სად ბანაობთ? ხოდა მგონი ვიღაცები ავარდნენ ხოო? ბანძი ვახსენე სადმე? მახალისებთ და რა არის აქ დასამალი :) ნიცშე რო იყო ეგ მომეწონაა, ხალხო სად ბანაობთ? ხოდა მგონი ვიღაცები ავარდნენ ხოო? ბანძი ვახსენე სადმე? მახალისებთ და რა არის აქ დასამალი :)
16. რა იყო ჩემს კომენტარშI სექსის მეტი ევრაფერი დაინახე? :)) არ მიღირს თორემ ეხლა თავიდან ბოლომდე გაგირჩევდი რამდენნაიარად, რა სიმბოლოებით გაქვს გადმოცემული დაუკმაყოფილებელი ლტოლვები... ნაწერიდანაც და კომენტარებიდანაც ჩანს შენი პოზიცია - "ბანძები მაკრიტიკებენ". ბანძი შენი ნაწერია. გისურვებ უკეთეს რამეებზე ფიქრს. ადიოს. რა იყო ჩემს კომენტარშI სექსის მეტი ევრაფერი დაინახე? :)) არ მიღირს თორემ ეხლა თავიდან ბოლომდე გაგირჩევდი რამდენნაიარად, რა სიმბოლოებით გაქვს გადმოცემული დაუკმაყოფილებელი ლტოლვები... ნაწერიდანაც და კომენტარებიდანაც ჩანს შენი პოზიცია - "ბანძები მაკრიტიკებენ". ბანძი შენი ნაწერია. გისურვებ უკეთეს რამეებზე ფიქრს. ადიოს.
15. რა გითხარი არასწორად? დაგისაბუთე მგონი არა? სულაც არ ვარ ფანატიკოსი მარა ღმერთს უნიჭოების გასაკრიტიკებელი რა სჭირს, ნიცშე რო იყო კიდევ ხო რა გითხარი არასწორად? დაგისაბუთე მგონი არა? სულაც არ ვარ ფანატიკოსი მარა ღმერთს უნიჭოების გასაკრიტიკებელი რა სჭირს, ნიცშე რო იყო კიდევ ხო
14. ხო ვამბობდიი :) ოოო რა არის აქ დასამალი, რომ ძალიან სახალისოა თქვენი კომენტარების კითხვა მეგობრებოო :) ხო ვამბობდიი :) ოოო რა არის აქ დასამალი, რომ ძალიან სახალისოა თქვენი კომენტარების კითხვა მეგობრებოო :)
13. მაშინ, გირჩევთ მაგ ,,საქმის" გაკეთების შემდეგ თავიდან გადახედოთ ჩემს მოთხრობას... იქნებ სხვა მომენტებიც შენიშნოთ:) მაშინ, გირჩევთ მაგ ,,საქმის" გაკეთების შემდეგ თავიდან გადახედოთ ჩემს მოთხრობას... იქნებ სხვა მომენტებიც შენიშნოთ:)
12. ამ ღმერთზე დაბოღმილებმა დამღალეს რა. --------------------------------------------------------------------------------
6. ხო შენ ვერ გაიგე სამწუხაროდ და რელიგიურ ფანატიზმში გადავარდნილი წევრები, რომ შემოვლენ საღამოს მერე ნახე რა დღე მაყარონ
რელიგიური ფანატიზმი რა შუაშია, "ლუზერები" ყველაფერს ღმერთს აბრალებენ რატომღაც, იმის ნაცვლად რომ თავი გაატოკონ, ეს გაცვეთილი ფრაზები "ცხვრები ხართ და თქვენგან ფარას მე ვქმნი, მსახიობები ხართ და სპექტაკლს კი მე ვდგამ"= უკვე ბევრმა თქვა, რამე ახალი გვითხრა შეგიძლია?
მონობა ღმერთმა ჩადო გენში? პირველად მესმის, უფრო ალბათ ეშმაკის მოგონილია
მოკლედ არც ერთ ზემოთაღნიშულ ავტორისეულ მოსაზრებას არ ვიზიარებ, ვფიქრობ მეტი კითხვაა საჭირო ზოგჯერ იმ თემაზე რასაც ეჭიდები, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი უარგუმენტო და დაუსაბუთებელი აზრთა წყობა გამოვა
ამ ღმერთზე დაბოღმილებმა დამღალეს რა. --------------------------------------------------------------------------------
6. ხო შენ ვერ გაიგე სამწუხაროდ და რელიგიურ ფანატიზმში გადავარდნილი წევრები, რომ შემოვლენ საღამოს მერე ნახე რა დღე მაყარონ
რელიგიური ფანატიზმი რა შუაშია, "ლუზერები" ყველაფერს ღმერთს აბრალებენ რატომღაც, იმის ნაცვლად რომ თავი გაატოკონ, ეს გაცვეთილი ფრაზები "ცხვრები ხართ და თქვენგან ფარას მე ვქმნი, მსახიობები ხართ და სპექტაკლს კი მე ვდგამ"= უკვე ბევრმა თქვა, რამე ახალი გვითხრა შეგიძლია?
მონობა ღმერთმა ჩადო გენში? პირველად მესმის, უფრო ალბათ ეშმაკის მოგონილია
მოკლედ არც ერთ ზემოთაღნიშულ ავტორისეულ მოსაზრებას არ ვიზიარებ, ვფიქრობ მეტი კითხვაა საჭირო ზოგჯერ იმ თემაზე რასაც ეჭიდები, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი უარგუმენტო და დაუსაბუთებელი აზრთა წყობა გამოვა
11. სექსს ფიქრი და წერა კი არა, კეთება სჭირდება. გამოცდილებას რომ მიიღებ გეცოდინება. სექსს ფიქრი და წერა კი არა, კეთება სჭირდება. გამოცდილებას რომ მიიღებ გეცოდინება.
10. აქ თუ სხვა ვერაფერი დაინახე_გირჩევ, შენ უფრო მეტი იფიქრო სექსზე და ზოგჯერ განახორციელო კიდეც:) შესაბამისად უფრო მშვიდი იქნები დასკვნების გამოტანისას... აქ თუ სხვა ვერაფერი დაინახე_გირჩევ, შენ უფრო მეტი იფიქრო სექსზე და ზოგჯერ განახორციელო კიდეც:) შესაბამისად უფრო მშვიდი იქნები დასკვნების გამოტანისას...
9. ახალი არაფერია. ღმერთის გაადამიანურების მცდელობა ბევრ ავტორს აქვს. და ამას აკეთEბენ გაცილებით მახვილგონივრულად და სარკასტულად. აქ კი უფრო დაბოღმილი ღმერთი ჩანს, არხეინა და ფეხებზემკიდია. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს საკუთარი თავის გაღმერთების მცდელობაა, მაგრამ ღმერთობა თუ გინდა, სექსზე ფიქრს უნდა გასცდე. ახალი არაფერია. ღმერთის გაადამიანურების მცდელობა ბევრ ავტორს აქვს. და ამას აკეთEბენ გაცილებით მახვილგონივრულად და სარკასტულად. აქ კი უფრო დაბოღმილი ღმერთი ჩანს, არხეინა და ფეხებზემკიდია. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს საკუთარი თავის გაღმერთების მცდელობაა, მაგრამ ღმერთობა თუ გინდა, სექსზე ფიქრს უნდა გასცდე.
8. ვცდილობ უბრალოდ კედელთან ატუზვის სფეროში ძაან ახალბედა ვარ :) ვცდილობ უბრალოდ კედელთან ატუზვის სფეროში ძაან ახალბედა ვარ :)
7. ნინ,კრიტიკაც და ქარაგმაც ერთნაირად უნდა მიიღო(ჩემი აზრით)და ნახე მერე რა მშვიდად იქნები... ძალიან ღრმა ნაწარმოებია და შეიძლება მესამედ რომ წავიკითხავ გავიგო...მთავარია შენ გესმის რას წერ,მკითხველი უფრო მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის,მაგრამ მართლა მომეწონა,ხომ ვერ გავიგე,მაინც... ვოტ ტაკ! ნინ,კრიტიკაც და ქარაგმაც ერთნაირად უნდა მიიღო(ჩემი აზრით)და ნახე მერე რა მშვიდად იქნები... ძალიან ღრმა ნაწარმოებია და შეიძლება მესამედ რომ წავიკითხავ გავიგო...მთავარია შენ გესმის რას წერ,მკითხველი უფრო მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის,მაგრამ მართლა მომეწონა,ხომ ვერ გავიგე,მაინც... ვოტ ტაკ!
6. ხო შენ ვერ გაიგე სამწუხაროდ და რელიგიურ ფანატიზმში გადავარდნილი წევრები, რომ შემოვლენ საღამოს მერე ნახე რა დღე მაყარონ :) ხო შენ ვერ გაიგე სამწუხაროდ და რელიგიურ ფანატიზმში გადავარდნილი წევრები, რომ შემოვლენ საღამოს მერე ნახე რა დღე მაყარონ :)
5. P.S.ავტორი-მინდოდა დამეწერა
იზვინიტე:)
P.S.ავტორი-მინდოდა დამეწერა
იზვინიტე:)
4. ავრორი ცდილობს გვითხრას ძალიან მნიშვნელოვანი,რაც(ჩემი აზრით)ვერ მოაქვს მარტივად ჩვენამდე. შეიძლება მე არ ვარ საკმარისად ჭკვიანი ეს რომ გავიგო...
ნაწარმოებს+2 ავრორი ცდილობს გვითხრას ძალიან მნიშვნელოვანი,რაც(ჩემი აზრით)ვერ მოაქვს მარტივად ჩვენამდე. შეიძლება მე არ ვარ საკმარისად ჭკვიანი ეს რომ გავიგო...
ნაწარმოებს+2
2. ტი ლიუბიშ კანფეტი...:) მე მაპატიე.//.მომეწონა მგონი:) ტი ლიუბიშ კანფეტი...:) მე მაპატიე.//.მომეწონა მგონი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|