 | ავტორი: ვასასი ჟანრი: პროზა 31 ოქტომბერი, 2009 |
არ მომცეთ უფლება რომ დავეცე. რომ თქვენსავით ამოვისვარო ტალახში. რომ თქვენთან ერთად ვიღრუტუნო. რომ ჩემზე ბატონობის უფლება მოგცეთ. არ მომცეთ უფლება რომ გადავაბიჯო ჩემს სიამაყეს. რომ ვიკადრო წარმოუდგენელი რამ. რომ ვჭამო ადამიანის ხორცი. რომ ვავნო მშვიდობიან მოქალაქეებს. არ მომცეთ უფლება, რომ შევიყვარო ის, ვინც ვერ დააფასებს ჩემგან მინიჭებულ უზარმაზარ უპირატესობას, ვინც ვერ მიხვდება რაოდენ დიდი პატივი ერგო წილად ჩემი ყურადღების ღირსი რომ გავხადე. არ მომცეთ უფლება, უარი ვთქვა ჩანაფიქრზე, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. არ მომცეთ ბოლო წამს გაქცევის უფლება. მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ მოტრიალდება. არ მომცეთ უფლება, მეშინოდეს ზაფხულის მისი თანმდევი ფეიერვერკებითურთ. არ მომცეთ უფლება, უარი ვთქვა საკუთარ თავზე. არ მომცეთ იქამდე დაცემის უფლება, მორიგი რომანტიული შემოტევისას ადრესატამდე კიდევ ერთი ელექტრონული უსტარი რომ გავატანო ბუს. არ მომცეთ უფლება, რომ როდესმე კიდევ ვაფრინო ანალოგიური სულელური უსტარები ელექტრინული ბუების საშუალებით კარიერის პიკზე მყოფ ადრესატთან. ჰო, თქვენც იცით, რომ გაგეპარებით და კიდევ რამდენიმე ბუს შევაწუხებ. მეც ვიცი. არ მომცეთ უფლება, ხელის კანკალით ვწერო უსტარი და მერე ხერხემლის ცახცახით დაველოდო პასუხს, რომელიც არ მოაღწევს ჩემამდე. გზაში ბოროტი სულები წარიტაცებენ. ისეთივე პაპსავიკი ბოროტი სულები, როგორიც მე ვარ. არ მომცეთ უფლება ვაჩვენო ჩემი გულისწყრომა. არ მომცეთ უფლება, თითების კვნეტითა და აკანკალებული ხელებით დავწერო პატიების მესიჯი, მეორე წუთს კი დედა ვაგინო. არ მომცეთ უფლება, სხვასთან მიმართებით ხელმეორედ დავუშვა შეცდომები, რაც ამ შემთხვევაში ვქენი. არ მომცეთ უფლება, გამუდმებით ვიფიქრო მასზე, თუნდაც ქვეცნობიერად. ეს ხომ მანგრევს. არ მომცეთ იქამდე დაცემის უფლება, რომ მის გამო დეპრესიის ახალმა ტალღამ წამლეკოს. არ მომცეთ უფლება, გავუგზავნო "Imagine", ის ხომ ამის ღირსი არ არის. არ მომცეთ უფლება, ყურადღება მივაქციო მის მიერ უხვად დაღვრილ ელექტრონულ ვაზელინებს მეგობარი მდედრობითი სქესის ბოროტი სულების შთაბეჭდილებების წიგნებზე. არ მომცეთ უფლება, საკუთარი თავი გამუდმებით ვამართლო. არ მომცეთ უფლება ვიფიქრო, რომ ეს სიყვარული იყო. P.S. “Love is real, Real is love. Love is feelling, Feelling love. Love is Wonting. To be loved.” არ მისცეთ ჯონ ლენონს ჩემი შთანთქნის უფლება. რას იტყვის პოლ მაკარტნი?! არ მომცეთ ჩეპმენის მკვლელობის უფლება. რომელი სვანი მე ვარ, ან ვენეციელი?! არ მომცეთ უფლება დავეცე. დავეცე იქამდე, რომ საკუთარი უსუსურობა მთელი არსებით შევიგრძნო. არ მომცეთ უფლება, დავივიწყო ის, რომ სამყარო წარმოსახვითია. არ მომცეთ უფლება, კიდევ დავცინო ადამიანებს სიყვარულით გაგიჟებული თვალების გამო. არ მომცეთ უფლება, დაგარიგოთ ჭკუა და წაგიკითხოთ მორალი თავად უტვინომ და ამორალურმა. არ მომცეთ უფლება, შევწყვიტო ოცნება თეთრ, მაღალფანჯრებიან სახლზე, მზეზე, სითბოზე, ზღვასა და “ფანტაზე” ალუმინის ქილით. არ მომცეთ უფლება, უარი ვთქვა საკუთარი ახირებების შესრულებაზე. არ მომცეთ უფლება რისკზე უარის თქმისა. არც შიშისა. არც სიწითლისა. არც დაბნევისა. ეს ჩემი დღე იქნება. ჩემი შურისძიების დღე. არ მომცეთ უფლება, უარი ვთქვა იმ ადამიანის მიმართ შურისგებაზე რომელსაც არც კი ვიცნობ. არ მომცეთ მისი შეცოდების უფლება. არ მისცეთ ელექტრონულ ჯოჯოხეთს იმის უფლება, რომ მან უარი მითხრას იმაზე, რის მიღწევაზეც დიდი ხნის მანძილზე ვწვალობდი. არ მომცეთ თვითკამყოფილებაზე უარის თქმის უფლება. არ მომცეთ უფლება, თავად ავურიო სიტუაციები იქ, სადაც თავს კარგად ვგრძნობ. არ მომცეთ უფლება, დამეზაროს საკუთარი მანკიერი ჩვევების გამოსწორების სურვილი. არ მომცეთ უფლება, თავი დავიმცირო იმ უგვანი ნაბიჭვრის წინაშე. არ მომცეთ უფლება, უარი ვთქვა მისი ცხოვრების ქურდულ თვალთვალზე. არ მომცეთ უფლება, უარი ვთქვა სიამოვნებაზე, რომელსაც იმ უსუსურის ერთი დღე მომანიჭებს. მე ხომ მინდა ყველაზე ყველაფერი ვიცოდე. არ მომცეთ უფლება საკუთარი ნერვების მართვის სურვილზე უარის თქმისა. თქვენ ხომ ადამიანები ხართ.. ჰუმანურები.. შემბრალებლები.. არ მომცეთ უფლება სამუდამოდ დაცემისა. მე ხომ ვეღარასოდეს წამოვდგები.
P.P.S. მადლობა გიორგი ლექტორს შესანიშნავი იდეებისათვის.. :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ნუ მოკლავ, ცოდოა... :)) სასიამოვნო ოგონებებისათვის შემომინახე.. :D ნუ მოკლავ, ცოდოა... :)) სასიამოვნო ოგონებებისათვის შემომინახე.. :D
9. ვასასუნაა მოინელე ეგ გიორგი ლექტი, თორე მოგიკლავ ;)
ვასასუნაა მოინელე ეგ გიორგი ლექტი, თორე მოგიკლავ ;)
8. კი, ბატონო! 5 კი, ბატონო! 5
7. არა მაგის უფლებას ვერ მოგცემთ:) არა მაგის უფლებას ვერ მოგცემთ:)
6. გიკრძლავ! გიკრძლავ! გიკრძლავ! არა არა, ვერ ვიტან აკძალვებს. უფლება გაქვს! უფლება გაქვს! უფლება გაქვს! სხვისგან აკრძალვას რა აზრი აქვს... თავად რასაც აუკრძლავ თავს ეგაა რა :) და +2. გიკრძლავ! გიკრძლავ! გიკრძლავ! არა არა, ვერ ვიტან აკძალვებს. უფლება გაქვს! უფლება გაქვს! უფლება გაქვს! სხვისგან აკრძალვას რა აზრი აქვს... თავად რასაც აუკრძლავ თავს ეგაა რა :) და +2.
5. არ მომცეთ უფლება, დამეზაროს საკუთარი მანკიერი ჩვევების გამოსწორების სურვილი. :) +2 არ მომცეთ უფლება, დამეზაროს საკუთარი მანკიერი ჩვევების გამოსწორების სურვილი. :) +2
4. აუF, გამიტყდა რა, გამიტეხე შენ ავტორო და ამის გამო დაისჯები :)) შესანიშნავი იდეები მე აქ ვერ ვნახე, ერთადერთი: "არ მისცეთ ჯონ ლენონს ჩემი შთანთქნის უფლება. რას იტყვის პოლ მაკარტნი?! არ მომცეთ ჩეპმენის მკვლელობის უფლება. " <<<<<<<<<<----- ეს სძენს ნაწერს რაღაც მიზერულს.
P.S. იცოდე, რომ შენ დღეს დადუს გ ა უ ტ ე ხ ე... აუF, გამიტყდა რა, გამიტეხე შენ ავტორო და ამის გამო დაისჯები :)) შესანიშნავი იდეები მე აქ ვერ ვნახე, ერთადერთი: "არ მისცეთ ჯონ ლენონს ჩემი შთანთქნის უფლება. რას იტყვის პოლ მაკარტნი?! არ მომცეთ ჩეპმენის მკვლელობის უფლება. " <<<<<<<<<<----- ეს სძენს ნაწერს რაღაც მიზერულს.
P.S. იცოდე, რომ შენ დღეს დადუს გ ა უ ტ ე ხ ე...
3. აქ beatles ის სუნი მცემს და მოვალ მალე, ვნახოთ ერთი :) აქ beatles ის სუნი მცემს და მოვალ მალე, ვნახოთ ერთი :)
2. არ მომცეთ უფლება, გავუგზავნო "Imagine", ის ხომ ამის ღირსი არ არის :) :) :) არ მომცეთ უფლება, გავუგზავნო "Imagine", ის ხომ ამის ღირსი არ არის :) :) :)
1. საინტერესოა... საინტერესოა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|